სიახლეები MoneyLive Spring 2019-იდან

MoneyLive ყოველწლიური კონფერენციების სერიაა, რომელიც ელექტრონულ საბანკო მომსახურებებსა და ფინტექის თემატიკას ეხება. კონფერენცია წლის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა ადგილზე ტარდება და თითოეული ღონისძიება კონკრეტულ თემას ეძღვნება.

წელს საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ MoneyLive Madrid 2019-ს, რომელიც გადახდებისა და საცალო საბანკო მომსახურების სფეროში ინოვაციებს დაეთმო.

კონფერენციის ფორმატი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა – გამომსვლელები იყვნენ იმ წამყვანი ევროპული ბანკების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ აგებენ პასუხს ელექტრონული საბანკო მომსახურების განვითარებაზე. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სპიკერები ისეთი ბანკებიდან, როგორიცაა: BBVA, Santander, ING, Caixa Bank, Barclay და ა.შ. გარდა საბანკო სექტორისა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გამორჩეული ფინტექ კომპანიები, მაგალითად, Tink-ი და Monzo.

კონფერენციის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ღონისძიება მცირე მასშტაბისაა, მხოლოდ 400 მონაწილეს მოიცავს და ძალიან მყუდრო სამუშაო გარემოში მიმდინარეობს. დღის წესრიგი არ შედგება მხოლოდ მოხსენებებისგან, არამედ გულისხმობს რამდენიმე ვორქშოპსაც, რაც მონაწილეებს შორის „ნეთვორქინგსა“ და აზრების გაცვლას უფრო მეტად უწყობს ხელს.

დღე I – „პიჩინგი“– მონაწილეების წინაშე მოკლე პრეზენტაციებით წარდგნენ ფინტექ კომპანიები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუსული ფინტექი – The Waay და MyBucks – აფრიკის ბაზარზე ფოკუსირებული საერთაშორისო კომპანია.

დღე II-III – კონფერენცია

ING-მ თავის პრეზენტაციაში ისაუბრა საბანკო სექტორის წინაშე მდგომ გამოწვევაზე, კერძოდ: მომხმარებელი სულ უფრო მეტად პრეტენზიული ხდება საბანკო აპლიკაციების მიმართ. დღეისათვის ადამიანები საბანკო აპლიკაციებისგან ისეთივე სერვისს მოითხოვენ,როგორსაც მათ სხვა ტექნოლოგიური კომპანიები სთავაზობენ: აპლიკაცია უნდა იყოს ისეთივე მარტივი, როგორიც Apple-ია, ისეთივე რელევანტური, როგორიც Google-ი, ისეთივე სოციალური,როგორიც Facebook-ი და ა.შ.

საინტერესო აღმოჩნდა Fidor ბანკის მოხსენება, რომლის თანახმადაც, Marketplace Banking-ი ყველაზე განვითარებულ საბანკო სერვისად დასახელდა. მათი აზრით, ბანკინგი განვითარების 4 ეტაპს გადის:

I ეტაპი – ტრადიციული ბანკინგი

II ეტაპი – Open Banking

III ეტაპი – ბანკი საკუთარ ტექნოლოგიურ სერვისებს სთავაზობს სხვა კომპანიებს (Banking as a Service/BaaS).

IV ეტაპი -Marketplace Banking-ი, სადაც ბანკი ყველა სხვა ფინანსური სერვისისთვის მხოლოდ პლატფორმას წარმოადგენს.

BBVA-მ კი მონაცემთა დამუშავების საკუთარი ხედვა წარმოადგინა. სპიკერმა მონაცემთა დამუშავება წყლის მოხმარებას შეადარა:

I შემთხვევა- წყალი გროვდება და ჭაობდება. მას ვერავინ იყენებს.

II შემთხვევა – წყალი მიწის ქვეშ გროვდება და იფილტრება, თუმცა მას ვერავინ იყენებს.

III შემთხვევა – წყალი წყალსაცავში გროვდება და მას ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ.

IV შემთხვევა – წყალი გროვდება წყალსაცავში, რომლის ნაპირზეც გაშენებულია კურორტი და მას ყველა იყენებს. სწორედ ეს არის, BBVA-ს ხედვით, Open Banking-ი.

Caixa Bank-მაწარმოადგინა კლიენტების სეგმენტაციის და მათზე მორგებული სერვისების უზრუნველყოფის სტრატეგია, რომელიც სხვადასხვა ჯგუფისთვის ინდივიდუალურად შექმნილ პროდუქტებს გულისხმობს:

• ImaginBank – მილენიალებისათვის

• Caixa Family – საოჯახო

• Caixa Senior – ხანდაზმულთათვის

• Hola Bank – ემიგრანტებისათვის

მოკლედ სხვა ძირითადი საინტერესო კომპონენტების შესახებ:

• Lifestyle banking-ი,PFM-ის კვალდაკვალ, სულ უფრო პოპულარული ხდება.

• ე.წ. Engager და CLO სერვისები მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებელს PFM-ში გარკვევა უჭირს.

• CLO-ს მომხმარებლები ძალიან აქტიურად იყენებენ ე.წ. Cashback სერვისებს.

• Barclay და Tesla ატარებენ ექსპერიმენტს ე.წ. „უხილავი გადახდების“ მიმართულებით, Machine 2 Machine კომუნიკაციის საშუალებით გადახდების განსახორციელებლად.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ჯილ ებანოიძე Booking.com-ის გადახდების ფინანსური ხელმძღვანელი გახდა

ჯილ ებანოიძე უკვე 12 წელია ამსტერდამში ცხოვრობს. როგორც თავად გვიყვება, მაგისტრატურა სწორედ ნიდერლანდებში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში დაამთავრა. სულ ცოტა…
გაიგე მეტი

Facebook-ი ციფრული საფულის გამოშვებას გეგმავს

Facebook ციფრული საფულის გასაშვებად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ დევიდ მარკუსი ავრცელებს. სწორედ ის უდგას სათავეში სოციალური მედიის გეგმებს,…
გაიგე მეტი

Catapult Ventures-ი ქართულ სტარტაპებში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად Catapult Georgia ქართულ…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.