საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულების განვითარებას იწყებს

29 ივნისი, 2018 – საქართველოს ბანკმა ღია ბანკინგის განვითარების ახალი პროგრამა BOG Fintech და ვებგვერდი www.fintech.ge წარადგინა.

ღია ბანკინგი (open banking) მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა.

BOG Fintech პროგრამა რამდენიმე მსხვილ კომპონენტს მოიცავს, როგორც მოქმედი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, ასევე ერთეული სპეციალისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი პროექტის განსახორციელებლად ან გასავითარებლად საჭირო რესურსი დღეისათვის არ გააჩნიათ. სწორედ ასეთი პროექტების გამოსავლენად, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა კონკურსების, მათ შორის ფინტექ ჰაკათონების მოწყობა, რომელთა გამარჯვებულებს გადაეცემათ გრანტები და საშუალება ექნებათ პროექტის განვითარება საქართველოს ბანკის შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებთან კონსულტაციით წარმართონ.

აღსანიშნავია, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა ასევე შექმნა ე.წ. API Sandbox – მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.

საქართველოს ბანკის ორგანიზებით 14-16 სექტემბერს გაიმართება პირველი ფინტექ ჰაკათონი, რომელიც გადახდების მიმართულებით საუკეთესო იდეებისა და პროტოტიპების მქონე გუნდებს გამოავლენს. ჰაკათონის პირობები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.fintech.ge

“საქართველოს ბანკს ჰყავს ერთერთი ძლიერი ტექნოლოგიური გუნდი რეგიონში. ეს საშუალებას გვაძლევს საბანკო მომსახურების მობილური და ინტერნეტ აპლიკაციები სრულად შეიქმნას კომპანიის შიგნით და ამასთანავე, მომზადდეს პროგრამული გარემო შემდეგი თაობის, ღია ბანკინგის კონცეფციის დასანერგად. მოხარული ვარ, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს და სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ბანკის საბანკო სერვისების API-ს, წარმოადგინონ მათი იდეები უკვე მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ – მიიღონ საშუალება განავითარონ საუკეთესო იდეები ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი, კომფორტული და თანამედროვე სერვისების წარსადგენად“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

JPMorgan ლოიალობის ქულებს სავაჭრო აქტივად გარდაქმნის

JPMorgan ფინტექ სტარტაპთან, Affinity Capital Exchange-სთან თანამშრომლობით ფინანსური აქტივების ახალ ერთეულს ქმნის, რომელიც ლოიალობის ქულებით ვაჭრობას ეფუძნება. Affinity…
გაიგე მეტი

ტესლა სადაზღვევო კომპანიის დაარსებას აპირებს

ივლისის ბოლოს ტესლას დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია სადაზღვევო სექტორში აპირებს ძალების მოსინჯვას. ინვესტორებთან საუბრისას მან აღნიშნა,…
გაიგე მეტი

ღია ბანკინგი — ფინანსური სექტორის მომავალი

ღია საბანკო მომსახურება საბანკო საქმიანობას მთელი მსოფლიოს გარშემო ცვლის. ღია ბანკინგი ფინტექ ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და ის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.