საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს. პლატფორმა საკუთარი ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას, როგორც მომხმარებლებს (C2C), ასევე ბიზნესსა და მომხმარებელს შორის (B2C). აღსანიშნავია, რომ პლატფორმას თვეში დაახლოებით 350,000 ვიზიტორი სტუმრობს. ამჟამად, მასზე დარეგისტრირებულია დაახლოებით 80,000 მომხმარებელი, განთავსებულია 100,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და მომსახურება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ extra.ge საძიებო სისტემებში კარგად არის პოზიციონირებული და აქვს მართვის მოქნილი ინსტრუმენტები. პლატფორმის ინვესტირებით საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ციფრული ტექნოლოგიების ადგილობრივ ბაზარზე განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიას, რაც არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს მისცეს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ კიდევ უფრო მეტი სარგებელი ბანკთან ურთიერთობით.

საქართველოს ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით პლატფორმა გახდება კიდევ უფრო მეტად დინამიური, მსხვილმასშტაბიანი ციფრული სავაჭრო სივრცე, პროდუქტის და მომსახურების ფართო არჩევანითა და სრულიად ახალი სავაჭრო გამოცდილებით. extra.ge-ის მთავარი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ონლაინ შოპინგის გამოცდილება და არჩევანი საუკეთესო ფასად. სს საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება პლატფორმაზე სრულად ინტეგრირებული საბანკო პროდუქტებით სარგებლობის ახალი შესაძლებლობა. მომხმარებელი შეძლებს წინასწარ დამტკიცებული განვადების, სესხის გააქტიურებას, სს საქართველოს ბანკში არსებული მოქნილი ერთჯერადი ავტორიზაციისა და გადახდის სისტემებით სარგებლობას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ციფრული პლატფორმების წარმატებით გაფართოებას, რათა შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ღირებულება ჩვენი მომხმარებლისათვის. extra.ge-ი გახლავთ ახალი ციფრული შეთავაზება, მარტივი და კომფორტული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან საუკეთესო გარიგება დადონ, ისარგებლონ სს საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფინანსური საბანკო მომსახურებით. პლატფორმა საქართველოს ბანკის გუნდის მხარდაჭერით განახლდება და ის როგორც საცალო ბიზნეს მომხმარებლებისთვის, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა ახალი სამომხმარებლო გამოცდილების მისაღებად და ბიზნესის დინამიურ, მოქნილ ციფრულ გარემოში გასავითარებლად”,- განაცხადა საქართველოს ბანკის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ქართული ფინტექ კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ

ფინტექ ეკოსისტემა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება. ამაზე კარგად მეტყველებს ქართული ფინტექ სტარტაპების ჩამოყალიბების მზარდი ტენდენცია და…
გაიგე მეტი

American Express-მა ბიზნესებისთვის საბანკო ანგარიში გახსნა

American Express-მა ჩაუშვა ციფრული გამშვები ანგარიში ბიზნესისთვის და გამოუშვა თავისი პირველი სადებეტო ბარათი, როგორც პაკეტის ნაწილი. ახლა აშშ-ის…
გაიგე მეტი

Catapult Ventures-ი ქართულ სტარტაპებში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად Catapult Georgia ქართულ…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.