საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით Prodact Community პირველ Meet-up-ს უმასპინძლებს

PRODACT Community – ასე ეწოდება გუნდს, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ციფრულ და ტექნოლოგიურ პროდუქტებს; მათ შორის არიან: დიზაინერები, დეველოპერები და პროდუქტის მენეჯერები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Prodact-ი Noxtton Group-ის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ციფრულ და ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მომუშავე გუნდებს აერთიანებს.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ Prodact Community-ს წევრობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ტექნოლოგიური პროდუქტები აინტერესებს.

ცოტა ხნის წინ Prodact Community-ს პარტნიორი საქართველოს ბანკი გახდა. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში რამდენიმე Meet-up ჩატარდება. პირველი Meet-up კი 8 მაისს გაიმართება ტერმინალის სამუშაო სივრცეში. შეხვედრაზე საქართველოს ბანკისა და Veli.Store-ის წარმომადგენლები ისაუბრებენ ისეთ თემაზე, როგორიცაა: მონაცემთა მნიშვნელობა პროდუქტის მარკეტინგსა და მენეჯმენტში.

გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში ციფრული პროდუქტების მენეჯერები და მარკეტერები ისაუბრებენ იმაზეც, თუ რა როლს ასრულებს მონაცემები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ ეხმარებათ პროდუქტის განვითარებაში.

პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას კი, უფრო დეტალურად იქნება განხილული, თუ რა გზას გადის მონაცემები შეგროვებიდან საბოლოო ვიზუალიზაციამდე და მომხმარებლისთვის უკეთესი პროდუქტის შეთავაზებამდე.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან:

გიორგი ვახტანგიშვილი – ციფრული ბანკინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ბანკი
გიორგი ლომიძე – თანადამფუძნებელი და CEO, ProdAct Community
გიორგი ბერეჩიკიძე – ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, Veli.Store
ხოლო პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
თეო ზანგურაშვილი – თანადამფუძნებელი და CPO, ProdAct Community
დავით მჭედლური – დატა ინჟინერი, საქართველოს ბანკი
თეა ტურაშვილი – პროდუქტის მენეჯერი, EPAM
ინგა ნადარაია – გუნდის კაპიტანი, Bivision

აქვე გეტყვით, რომ 2023 წელს PRODACT Community 10 მითაფს უმასპინძლებს, რომლებზე დასწრების შესაძლებლობა ექნება PRODACT Community-ს წევრებს, მოწვეულ სტუმრებს და მითაფის თემით დაინტერესებულ ადამიანებს, დაელოდეთ სიახლეებს.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

როგორი იქნება Touch 2022?

Touch ყოველწლიური ციფრული სამიტია, რომელმაც დაარსებიდან დღემდე მრავალ სპიკერსა და სტუმარს მოუყარა თავი. მისი მიზანი ახალგაზრდებისთვის (და არამარტო)…
გაიგე მეტი

PayPal-ის ინვესტიცია კრიპტოვალუტის ავტომატიზაციის სტარტაპში

კრიპტოვალუტით გადახდების ავტომატიზაციის პროგრამამ TaxBit–მა განაცხადა, რომ მიიღო დაფინანსება ახალი ინვესტორებისგან — PayPal და Coinbase Ventures, ასევე არსებული…
გაიგე მეტი

ინფორმაციული უსაფრთხოება ფინტექ სამყაროში

ტრადიციული ბანკინგი სულ მალე საკუთარ თავს ამოწურავს. ეს კი იმიტომ, რომ დიჯიტალიზაცია თითქმის უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. ბანკები…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.