საბანკო აპლიკაციები სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით

ბავშვებისთვის ფინანსების მართვის სწავლა თითქმის არასდროსაა მარტივი. თუმცა, დღესდღეობით არსებობს მრავალი საბანკო/ფინანსური აპლიკაცია, რომლებიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვისაა შექმნილი. ეს აპლიკაციები ბავშვებს ეხმარებიან, მარტივად და სწრაფად გადაიხადონ, ჩარიცხონ მობილურზე თანხა, მიიღონ მათზე მორგებული შეთავაზებები და ა.შ

გადავწყვიტეთ, სწორედ ასეთ აპლიკაციებზე გიამბოთ მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს მასშტაბით.

Copper
Copper Banking აპს აქვს უამრავი კარგი ფუნქცია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებისთვის ხარჯვის ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას. აპლიკაციის მარტივი ინტერფეისის მეშვეობით, ბავშვებისთვის ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია.

Copper Banking-ის სადებეტო ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველგან, სადაც Mastercard-ით გადახდაა შესაძლებელი. გარდა ამისა, არსებობს შესაბამისი ვირტუალური ბარათი Copper, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ Apple-სა თუ Google Pay-ში.

მისი მახასიათებლებია:

  • სადებეტო ბარათი
  • ბანკომატიდან უფასო განაღდება
  • ფულის მომენტალური გადარიცხვები
  • ფულის მოთხოვნები
  • მიზნის დასხვა
  • მშობლების მიერ ბავშვის გადარიცხვებისთვის თვალყურის დევნება


GOHENRY
ეს პოპულარული აპლიკაცია ფულის შესახებ შემეცნებას სახალისოს ხდის. ის ბავშვებს უბიძგებს გაიგონ, თუ რა არის დანაზოგი, მეწარმეობა და ა.შ

მშობლებს აპლიკაციით მეშვეობით შეუძლიათ, აკონტროლონ ბავშვების მხარჯველობითი ლიმიტები, ასევე დააწესონ მიზნები და შეზღუდვები.

გარდა ამისა, GoHenry’s Giftlinks-ის ფუნქციით, მეგობრებსა და ნათესავებს შეუძლიათ, ბავშვებს ფული გაუგზავნონ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, მაგალითად, როგორიცაა დაბადების დღე.

მახასიათებლები:

  • სადებეტო ბარათი
  • საგანმანათლებლო მისიები
  • შემნახველი მიზნები
  • მომენტალური ფულის გადარიცხვები
  • ხარჯვის ლიმიტები
  • საჩუქრების ბმულები


Bankaroo
Bankaroo არის კიდევ ერთი ვირტუალური საბანკო აპლიკაცია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებს განუვითაროს ფულის მართვის ჯანსაღი უნარები.

ბავშვებს შეუძლიათ, დასახონ მიზნები და თვალყური ადევნონ მათ ხარჯებს. თუკი ისინი თავიანთ მიზანს მიაღწევენ, იღებენ ვირტუალურ სამკერდე ნიშნებს ამ ყველაფრისთვის.

Bankaroo-ს ასევე აქვს ლიცენზია სკოლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბავშვებისთვის ფულის მართვის უნარების სწავლებით.

მახასიათებლები:

  • ვირტუალური ბანკის ანგარიშები
  • მიზნის დასახვის ფუნქცია
  • სამკერდე ნიშნები
  • ხარჯვის ტრეკერი
  • შეღავათების განრიგი


Greenlight
Greenlight-ის მიზანია, ასწავლოს ბავშვებს მთელი რიგი ფინანსური უნარები, მათ შორის, შემოსავლის მიღება, დახარჯვა, დაზოგვა, გაცემა და ინვესტიცია. ის ხელმისაწვდომია ყველა ასაკისთვის და მისი მთავარი ფუნქციაა სადებეტო ბარათი ბავშვებისთვის.

მახასიათებლები:

  • სადებეტო ბარათი
  • ფულის მომენტალური გადარიცხვები
  • 1%-2% ქეშბექი
  • შეტყობინებები რეალურ დროში
  • ბანკომატები და ხარჯვის კონტროლი
  • ანაბარი
  • ინვესტირება


საქართველოს ბანკის აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის
BOG sCoolApp
საქართველოს ბანკმა მსგავსი პრაქტიკა საქართველოშიც დანერგა და საამისოდ შექმნა აპლიკაცია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისათვის. ახალი აპლიკაცია – BOG sCoolApp – მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად მარტივი, სახალისო და ფინანსური ელემენტებით გაჯერებულია

სკოლის მოსწავლეებს აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ:

  • მართონ ანგარიშები და ციფრულად გააკონტროლონ sCool Card-ზე ნაშთები
  • შეავსონ მობილური ბალანსი დამოუკიდებლად
  • გადარიცხონ თანხა ახლობლებთან, განსხვავებული, სახალისო გამოცდილებით
  • მიიღონ შეთავაზებები – ახალ აპლიკაციაში ისინი მიიღებენ მათთვის განკუთვნილ, სპეციალურ შეთავაზებებს მათი საყვარელი ობიექტებიდან, რაც მათთვის კიდევ უფრო მეტად სარგებლის მომტანს გახდის scool card-ის ყოველდღიურად გამოყენებას
  • დასახონ მიზნები და დააგროვონ თანხა
  • მართონ საკუთარი ფინანსები
  • მოსწავლეებს აპლიკაციიდანვე შეუძლიათ თანხის მოთხოვნა მშობლისგან

BOG sCoolApp -ის გადმოწერა შესაძლებელია როგორც apple, ასევე play store-დან

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

650 000 – ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო!

პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით. სტარტაპერების თანადაფინანსების 650…
გაიგე მეტი

Api.bog.ge – საქართველოს ბანკის ახალი ციფრული პლატფორმა

Api.bog.ge „საქართველოს ბანკის“ ახალი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს გაციფრულებასა და საბანკო სერვისების დანერგვაში დაეხმარება.ის ამ ეტაპზე არსებულ ყველა “საქართველოს…
გაიგე მეტი

Raisin-მა $114 მლნ ინვესტიცია მოიპოვა

ალბათ ცოტამ იცით, რომ ბერლინში დაფუძნებული ფინტექ კომპანიის – Raisin-ის დამფუძნებელი არის თამაზ გიორგაძე, რომელიც წარმატებით განაგრძობს კომპანიის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.