როგორ ჩაიარა Startup Grind Tbilisi-ს პანელურმა დისკუსიამ?

17 თებერვალს Startup Grind-მა მორიგი შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ქართული სტარტაპის, Payze-ს თანადამფუძნებელმა, გეგა წურწუმიამ აუდიტორიას თავისი გამოცდილება გაუზიარა, სტარტაპის განვითარების ეტაპებსა და პარტნიორობებზე ელექტრონული კომერციის ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Shopify, Wix და Visa.

მოგეხსენებათ, Payze ქართული ფინანსური ტექნოლოგიების – ფინტექ – სტარტაპია, რომელიც ფულის მიღების ინოვაციური ონლაინ-საშუალებაა, როგორც ტექნიკური, ასევე ინტეგრაციის ყველაზე გამარტივებული ხელსაწყოებით მათთვის, ვინც ონლაინ სივრცეში პროდუქტს ან სერვისს ყიდის.

კერძოდ, რა თემებს ეხებოდა შეხვედრა?

უმეტესწილად, სტარტაპერმა Payze-ს მიერ განვლილ გრძელ გზასა და მიღწევებზე ისაუბრა. განიხილა, თუ როგორი იყო Payze-ს პირველი ნაბიჯები და როგორ დაძლია სტარტაპმა ის სირთულეები, რომლებიც მას პირველ ეტაპზე შეხვდა.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ რამდენად დიდი და დადებითი გავლენა იქონია სტარტაპის წარმატებაზე Y Combinator-ისა და 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამებმაც. აქ მიღებულმა კავშირებმა, მენტორების რჩევებმა და გამოცდილებამ მას და მის თანამოაზრეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივა სტარტაპის შექმნისა და განვითარების გზა.

გარდა ამისა, აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში Payze-მ შეძლო Shopify-სა და Wix.com-ის დამფუძნებლებთან პარტნიორობის დამყარება, რამაც მნიშვნელოვნი წარმატება მოუტანა ქართულ სტარტაპს.

შეხვედრის საბოლოო ეტაპზე, დამსწრეებსა და სპიკერს ტრადიციულად მიეცათ შანსი ნეთვორქინგისთვის დაეთმოთ დრო, რომლის განმავლობაშიც ერთმანეთს საკუთარი იდეები, აზრები და გამოცდილება გაუზიარეს.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

იპოთეკური განაცხადის ავტომატიზაცია Google Cloud-ის მიერ

Google Cloud-მა წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც იპოთეკური განაცხადების დამუშავების რთული პროცესის დაჩქარებას ემსახურება. Google Cloud-მა უკვე…
გაიგე მეტი

რა არის MVP?

წარმოიდგინეთ, რომ საქორწილო ტორტის გამოცხობა გინდათ, თუმცა წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი უნდა იყოს ის. თქვენ ფლობთ ზედმეტად ბევრ…
გაიგე მეტი

ვირტუალური ფინტექი: როგორ უნდა მოემზადონ ბანკები მეტავერსისთვის?

მეტავერსი დღესდღეობით მოწინავე ტექნოლოგიად არის აღქმული, რომელიც აერთიანებს გაძლიერებულ და ვირტუალურ რეალობას ციფრულად სიმულირებული გარემოს შესაქმნელად. მიუხედავად იმისა,…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.