როგორ ჩაიარა Startup Grind-ის შეხვედრამ ლევან შალამბერიძესთან?

„ფინტექის როლი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის“ – სწორედ ასე ჰქვია Startup Grind-ის შეხვედრას, რომელიც 6 აპრილს რესპუბლიკაში გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო წარმატებული ქართველი ინვესტორი, ლევან შალამბერიძე, რომელსაც დღემდე განხორციელებული აქვს 1,000,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში.

პირველი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისაა, რომ 15 წლიანი გამოცდილების მქონე ინვესტორის მოწვევა სტარტაპ გრაინდის მხრიდან ნამდვილად გამართლებული იყო, რადგან მას სწორედ ის წარსული აქვს, რომლიდანაც ღონისძიებაზე მოსულმა სტარტაპერებმა, მომავალმა დამფუძნებლებმა და ინვესტორობით დაინტერესებულმა პირებმა ინვესტიციის მოზიდვის ეტაპებსა და გამოწვევებზე ბევრი რამ გაიგეს.

შეხვედრის მოდერატორი, ტრადიციულად, კოლინ დონოჰიუ იყო, რომელმაც ღონისძიება ლევან შალამბერიძესთან შემდეგი კითხვით გახსნა: „როგორია რისკიანი ინვესტიციების ბუნება და რას ითვალისწინებენ ამ სფეროს ინვესტორები ყველაზე მეტად სტარტაპებში?“

ლევანმა ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ინოვაციურ პროდუქტებს და სტარტაპების სწრაფვას, შექმნან რაიმე ახალი. მან ისიც ახსენა, რომ არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ ტიპის ინვესტორებმა ინვესტიციები დაკარგონ და წარუმატებლობა იგემონ, თუმცა, მისი კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციებიდან 80%-მდე შემთხვევამ გაამართლა, რადგან, ხშირად ძალიან კარგად იგრძნობა, როგორმა იდეამ შეიძლება, მოიტანოს შედეგი და როგორმა – არა.

კოლინი ასევე შეეხო ლევანის ადრეულ გადაწყვეტილებებს და მას ჰკითხა, თუ რატომ გადაწყვიტა, საქართველოდან წასვლა და საზღვარგარეთ მოღვაწეობა, რაზეც ლევანმა მიუგო, რომ საზღვრებს გარეთ სწავლა და სხვადასხვა კულტურის გაცნობა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რაც კი ადამიანმა შეიძლება მიიღოს. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება მისთვის შესაძლებლობა იყო, გამხდარიყო მაქსიმალურად დამოუკიდებელი.

და მაინც, რა ღირებულების მომტანია ფინტექი ქვეყნებისთვის, გარდა მოგებისა? ლევანი თვლის, რომ განვითარებად ბაზრებზე ახალი პროდუქტების დანერგვა და მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისების გამარტივება უდიდესი რამაა – სწორედ ეს შედეგია ყველაზე მეტად მომხიბვლელი ნებისმიერი ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანისთვის და კომპანიისთვის.

წარმატებულმა ინვესტორმა ასევე ისაუბრა იმ წარუმატებლობებზე, რომლებსაც საკუთარი კარიერის განმავლობაში გადააწყდა. ყველაზე ხშირად ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც კონკრეტულ ქვეყნებს გარკვეული რეგულაციები ჰქონდათ და ამ რეგულაციების გამო ინოვაციური პროდუქტების ბაზარზე შეტანა ვერ ხდებოდა.

რაც შეეხება საქართველოს, ის თვლის, რომ აქაურობა ძალიან კარგი ბაზარია იმისთვის, რომ ფინტექ კომპანიებმა გარკვეული ტესტირებები ჩაატარონ და შემდეგ გაიტანონ პროდუქტები საერთაშორისო მასშტაბზე.

„საქართველოში ბიზნესის წამოწყება მარტივია – აქ ფინანსური ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია და არც შესაბამისი უნარების ხალხი გვაკლია ინოვაციების დასანერგად.“

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქვეყანაში მაინც არის სპეციალიზებული განათლების და რისკიანი ინვესტიციების განმახორციელებელი ფონდების ნაკლებობა, რაც, გარკვეულწილად, ინდუსტრიის შეფერხებას იწვევს.

ის ამბობს, რომ „საქართველო, შეიძლება, ფინტექ ინდუსტრიის მსოფლიო ცენტრი ვერ, თუმცა, რეგიონული ცენტრი ნამდვილად გახდეს.“

და ბოლოს, რას ურჩევდა ის ქართულ სტარტაპებს?

რისკზე ხშირად წასვლას, სწორი ინფორმაციული წყაროების მოძიებასა და განათლების მაღალი ხარისხის მიღებას, რადგან, როგორც ლევანი იტყოდა „თანამედროვე მსოფლიოს სილამაზე საინფორმაციო წყაროების სიუხვეშია.“

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რა პოტენციალი აქვს საქართველოს ფინტექ ეკოსისტემას

2020 წელი რომ გარდამტეხი იყო ელ.კომერციისთვის და ფინტექებისთვის, ამაზე მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა. 2020-2021 წლებში ისეთი პროცესები დაჩქარდა,…
გაიგე მეტი

ფინტექ პროგნოზები 2022 წლისთვის

ხელოვნური ინტელექტის ფინანსურ ინსტიტუტებში ინტეგრირება არც თუ ისე მარტივად ხდებოდა პანდემიამდე. თუმცა, სახლში ყოფნის აუცილებლობამ ეს პროცესი მნიშვნელოვნად…
გაიგე მეტი

EasyPay — გადახდის მარტივი პლატფორმა საქართველოდან

ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ციფრული სამყაროც ვითარდება. შესაბამისად, ბიზნესები ციფრული მომსახურების დახვეწას და მის მომხმარებლებისთვის მორგებას ცდილობენ. ეს როგორც…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.