როგორ ჩაიარა ProdAct Community-ის პირველმა შეხვედრამ ?

Prodact-ი ერთგვარი კომუნაა, რომლის მიზანი იმ ადამიანების გაერთიანებაა, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ციფრულ და ტექნოლოგიურ პროდუქტებს; მათ შორის არიან: დიზაინერები, დეველოპერები და პროდუქტის მენეჯერები.

შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი კომუნის ჩამოყალიბება ძალიან დროული და სასარგებლო იყო იმ ეკოსისტემისთვის, რომელსაც დღეს ციფრულ და ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მომუშავე ადამიანები ქმნიან. ამ ადამიანების ხილვა და მათი გამოცდილების გაზიარება კი დღესდღეობით ProdAct-ის მიერ გამართულ შეხვედრებზეა შესაძლებელი.

8 მაისს ტერმინალში სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც… რომელმაც ბევრ სტუმარსა და საინტერესო სპიკერს მოუყარა თავი.

პირველი სპიკერი კი საქართველოს ბანკის ციფრული ბანკინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – გიორგი ვახტანგიშვილი იყო. გიორგიმ აუდიტორიას ამომწურავად გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს მონაცემებზე დაყრდნობილ მარკეტინგს საქართველოს ბანკი.

შეხვედრაზე საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ უმკლავდება გუნდი 12 ციფრულ პროდუქტს დღესდღეობით, რომლებსაც ცალ-ცალკე, მომხმარებლებზე მორგებული სხვადასხვა სტრატეგია აქვს. და სხვათა შორის, მან საქართველოს ბანკის ახალი ციფრული პროდუქტის სამომავლოდ გაშვებაც დააანონსა – თუ რას ეხება ეს პროდუქტი, ამას უახლოეს მომავალში გაიგებთ.

როგორც გიორგიმ ახსენა, დღესდღეობით 97%-ზე მეტი ტრანზაქცია ციფრულად, ადამიანის ჩარევის გარეშე ხორციელდება. და სწორედ ამიტომ – ავტომატიზაცია არამხოლოდ სასურველი, არამედ საინტერესოცაა იმ კუთხით, თუ როგორ უმარტივებს ციფრული პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს საბანკო სერვისებზე წვდომას.

გიორგიმ ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რა განსხვავებაა მონაცემებზე ორიენტირებულ მენეჯერსა და უბრალოდ პროდუქტის მენეჯერს შორის. მათ შორის სხვაობაზე მან იმიტომ გაამახვილა ყურადღება, რომ მონაცემების მნიშვნელობისთვის კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

სწორედ მონაცემებზე განაგრძო საუბარი Veli.Store-ის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელმა გიორგი ბერეჩიკიძემაც, რომელმაც თხრობის დასაწყისშივე გაგვიზიარა ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა: „მარკეტინგი მონაცემების გარეშე ავტომობილის მართვას ჰგავს თვალდახუჭულად.“ შეიძლება ითქვას, რომ გიორგიმ მისთვის გამოყოფილ დროში ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ამაში მართლაც დავერწმუნებინეთ..
როგორც Veli.Store-ის ციფრულმა მარკეტერმა გაგვიზიარა, ეს ონლაინ პლატფორმა 3 ტიპის მონაცემს იყენებს: მომხმარებლის, გაყიდვებისა და მომხმარებლის აქტივობების მონაცემებს. ხოლო თავად მომხმარებელს კი 3 ტიპად ყოფს. ძალიან დეტალურად რომ არ განვიხილოთ, თუ როგორი ტიპის მონაცემებს აგროვებს Veli, ისედაც აშკარაა, რომ სწორედ მათ საფუძველზე ცდილობს კომპანია ეფექტიანი კამპანიების წარმოებასა და თითოეულ მომხმარებლამდე ხმის მიწვდენას.

გიორგიმ ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კამპანიების სხვადასხვაგვარად დატესტვა და რა ტიპის გართულებებს იწვევს „ზედმეტი დეტალიზაცია“ – ანუ ის, რომ ხანდახან მომხმარებელთა ბაზების თვალიერებისას ძალიან პატარა სეგმენტების გამოყოფა სულაც არაა ხოლმე საჭირო.

მოკლედ რომ ვთქვათ, გიორგიმ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვიზიარა იმის შესახებ, თუ რა მოქმედებს ციფრულ მარკეტინგში კარგად და რა – არა.

ღონისძიების ბოლო ნაწილი კი პანელური დისკუსია იყო, რომლის განმავლობაშიც თეო ზანგურაშვილი (ProdAct Community-ს CPO), საქართველოს ბანკის მონაცემთა ინჟინერს, დავით მჭედლურს, Epam-ის პროდუქტის მენეჯერს, თეა ტურაშვილსა და Bivision-ის გუნდის კაპიტანს, ინგა ნადარაიას სხვადასხვა მნიშვნელოვან კითხვას უსვამდა.

სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მიდის მონაცემთა ინჟინერთან დავალება და რა გზას გადის შემდეგ ეს დავალება, რატომაა ძალიან ბევრი მონაცემი ძალიან დამაბნეველი, როგორ ხდება მონაცემთა ვიზუალიზაცია და ა.შ

აი, ასე ჩაიარა საქართველოს ბანკისა და ProdAct Community-ის პირველმა ერთობლივმა შეხვედრამ. საინტერესოა, ვის უნდა ველოდოთ შემდეგ შეხვედრებზე – აი, ამის გასაგებად, თვალი ადევნეთ Prodact-ის საკომუნიკაციო არხებს.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ჩატბოტების მომავალი ფინტექში

ჩატბოტებს უკვე ბევრგან შეხვდებით. ისინი გვეხმარებიან ვებსაიტების ნავიგაციაში, მომსახურების დახვეწაში, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და ბევრ სხვა რამეში. Silicon…
გაიგე მეტი

ინფორმაციული უსაფრთხოება ფინტექ სამყაროში

ტრადიციული ბანკინგი სულ მალე საკუთარ თავს ამოწურავს. ეს კი იმიტომ, რომ დიჯიტალიზაცია თითქმის უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. ბანკები…
გაიგე მეტი

საგადასახადო უწყისების ინტეგრაცია ფინტექ კომპანიებისა და ნეობანკებისთვის

მრავალი კომპანია, რომელიც ერთი იდეის განხორციელებაზე იწყებს მუშაობას, პროცესშივე ხვდება, რომ სრულიად განსხვავებულ იდეაზე უნდა გადაერთოს. ამის თვალსაჩინო…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.