როგორ ჩაიარა Fuckup Nights Tbilisi-ს 30-ე შეხვედრამ?

22 მარტს Startup Buro-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შეხვედრას მოდერატორობა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორმა, გიორგი ბურდულმა გაუწია.

ღონისძიებაზე 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილეებმა თავიანთი მარცხის ისტორიები გააზიარეს. ესენი იყვნენ:

გიორგი ჩუგოშვილი – Phubber-ის – პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმის თანადამფუძნებელი.

ალექსანდრე ცინცაძე – პირდაპირი გაყიდვების არხის – პლატფორმა KovZy-ს თანადამფუძნებელი – „ღონისძიებაზე ჩემი პირადი, წარუმატებელი ისტორიები გავუზიარე აუდიტორიას. ვეცადე, შემერჩია ისეთი ისტორიები, რომლებიც, ერთი მხრივ, საინტერესო იყო, ხოლო, მეორე მხრივ – ღირებული. სწორედ ამ ისტორიებმა მოუტანა ჩვენს კომპანიებს გამოცდილება, რომლის საფუძველზეც ბევრი რამ ვისწავლეთ.“

როგორც ალექსანდრე გვიყვება, შეხვედრაში მისთვის მთავარი იყო შემდეგი რამ – აუდიტორიამდე მიეტანა აღქმა იმისა, რომ მარცხი უბრალოდ ცუდი რამ არაა, ეს არის გარდაუვალი მოვლენა, რომლის მოლოდინიც ყველას უნდა გვქონდეს; ასეთ შემთხვევაში კი უნდა ვორიენტირდეთ იმაზე, რომ მარცხის შედეგი ნაკლებსაზიანო იყოს და მისგან ბევრი რამ ვისწავლოთ.

ირაკლი ვეკუა – პლატფორმა Kings International-ის თანადამფუძნებელი.

გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა სპიკერმა 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამასა და ზოგადად, სტარტაპერობის გზაზე დიდი გამოცდილება შეიძინა, ამ გამოცდილებას თან ახლავდა გამოწვევები და სირთულეები, რომელთა დაძლევაც არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. სწორედ ამგვარ მარცხის ისტორიებზე ისაუბრეს ღონისძიების მონაწილეებმა.

„შეხვედრის დროს აუდიტორიას ჩემი წარუმატებელი სტარტაპის შესახებ მოვუყევი, რომელზეც 2013-2015 წლებში ვმუშაობდით. ჩადებული შრომისა და ინვესტიციის მიუხედავად, საბოლოოდ, პროდუქტმა დღის სინათლე ვერ იხილა. შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ შეცდომებს, რომლებმაც ეს მარცხი გამოიწვია,“ირაკლი ვეკუა.

როგორც ირაკლი ამბობს, სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლო მისმა გუნდმა სხვა პროექტებში წარმატების მიღწევა; და მისივე თქმით, შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს იყო – რომ ახალგაზრდები (და არამარტო) წარუმატებლობას არ შეუშინდნენ და თამამად გადადგან ნაბიჯები ცხოვრებისეული გამოწვევებისკენ.

შეგახსენებთ, რომ „მარცხის ისტორიები™“ არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.

ხოლო რაც შეეხება 500 Georgia-ს, ეს არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ღია ბანკინგი ფინტექებისთვის – სატესტო api სერვისზე წვდომა

ღია ბანკინგის რეგულაცია მალე ფინტექ კომპანიებზეც გავრცელდება, რის შემდეგაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, ბიზნეს მოდელი შეცვალონ და ახალი მიდგომები დანერგონ. ეს…
გაიგე მეტი

ჯანლუიჯი დავასი ფინტექისა და ბიზნესის მომავლის შესახებ

ტექნოლოგიები ვითარდება და ეს პროცესი გაჩერებას ჯერ ნამდვილად არ აპირებს. პირიქით, პროგრესი სულ უფრო კრეფს სიჩქარეს. ამის ფონზე,…
გაიგე მეტი

Shelf.Network – სინქრონიზებული აუქციონების პლატფორმა

Shelf.Network-ი ელექტრონული ვაჭრობისთვის შექმნილი სისტემაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ერთეული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.