როგორ მუშაობს Payment Gateway?

2018 წლის ბოლოს ელექტრონული კომერციის გაყიდვების რიცხვი, სავარაუდოდ, 2,8 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, 2021 წლისთვის ეს ნიშნული 4,8 ტრილიონამდე გაიზრდება. ინდუსტრიის განვითარებასტან ერთად, ელექტრონული კომერციით დაკავებულ კომპანიებს მოუწიათ მომხმარებლების უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდის სისტემით უზრუნველყოფა.

Payment Gateway არის სწრაფი და მარტივი მექანიზმი, რომელიც გადამხდელის ტრანზაქციულ ინფორმაციას მიმღებს გადასცემს. ბიზნესმოდელის განხილვამდე გავარკვიოთ, რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს ეს მექანიზმი.

რა არის
Payment Gateway?

ეს არის ელექტრონული კომერციის სერვისი, რომელიც ახორციელებს საკრედიტო ბარათის ავტორიზაციას და ამუშავებს პირდაპირი გადახდის პროცესს ონლაინ ბიზნესისთვის. არსებითად, ეს არის ჩვეულებრივ მაღაზიებში არსებული POS ტერმინალების ინტერნეტ ანალოგია.

ეს სერვისი საკრედიტო ბარათის ან პირდაპირი გადახდის შესახებ ინფორმაციას მომხმარებლის პორტალიდან ბანკს უგზავნის დამუშავებისა და ავტორიზაციისთვის. შემდეგ ბანკი ტრანზაქციის დეტალებსა და პასუხს უკან გზავნის.

Payment Gateway-ს საკუთარი მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს ბანკი ან სპეციალიზებული ფინანსური სერვისის სისტემა: მაგალითად, გადახდის პროვაიდერი PayPal, CCAvenue, Amazon Payments, Paytm, PayU. ეს სერვისები უზრუნველყოფენ თანხის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადარიცხვას.

როგორ მუშაობს
Payment Gateway?

  1.  პროცესი იწყება, როდესაც კლიენტი შეკვეთას აკეთებს.
  2. გამყიდველი მყიდველის ტრანზაქციის დეტალებს Payment Gateway-ს უგზავნის,
    რაც, როგორც წესი, SSL კრიპტოგრაფიული პროტოკოლით კეთდება. შემდეგ ტრანზაქცია
    ბანკს ეგზავნება ავტორიზაციისთვის.
  3. შემდეგ ბანკი ტრანზაქციას ამტკიცებს (ტრანზაქცია არ დამტკიცდება, თუ
    შემკვეთს ანგარიშზე საკმარისი თანხა არ აქვს). Payment Gateway ბანკის შეტყობინებას გამყიდველს უგზავნის.
  4. ბანკი ტრანზაქციის მოცულობას Payment Gateway-ს უთანხმებს, ის კი, თავის
    მხრივ, იმავე პროცედურას გადის გამყიდველთან.

როგორ შოულობს
Payment Gateway
ფულს?

 

 

1. ნებისმიერ ტრანზაქციას, რომელიც წარმატებით სრულდება Payment Gateway-ს საშუალებით, ემატება ტრანზაქციული დამუშავების გადასახადი, TDR. არსებობს განსხვავებებიც, რომლებიც დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ არჩეული გადახდის საშუალებაზე. შეიძლება ეს იყოს საკრედიტო ბარათი, ელექტრონული საფულე, როგორც PayPal-ი, ან წინასწარი გადახდის საფულე, როგორც Paytm-ი ან Amazon Pay.

ზოგი Payment Gateway მომხმარებელს სთავაზობს მოდელს, როდესაც მას TDR-ის გარდა ანგარიშიდან ყოველთვიურად ეჭრება ფიქსირებული გადასახადი. ასეთ შემთხვევაში TDR გადასახადის რაოდენობა იკლებს. მსგავსი მოდელი ხელსაყრელია ბიზნესისთვის, რომელსაც ხშირი და დიდი მოცულობის ტრანზაქციები აქვს.

სხვა მოდელებს არ აქვთ ფიქსირებული გადასახადი, თუმცა მათთვის TDR უფრო
მაღალია.

2. საერთაშორისო ტრანზაქციებზე TDR უფრო მაღალია.

3. ბიზნესი, რომელიც ხსნის ანგარიშს Payment Gateway-სთან ერთად, ტექნიკური დახმარების და წლიური მომსახურების გადასახადს იხდის.

4. Payment Gateway-თ ანგარიშის შექმნა ხშირ შემთხვევაში გადასახადს ითვალისწინებს.

5. ისეთი Payment Gateway, როგორიცაა Instamojo და PayU, ინტერნეტს მიღმა მოვაჭრეებს სთავაზობს გადახდების შეგროვებას საკრედიტო ბარათის ან სხვა ონლაინ გადახდის მეშვეობით. ამისთვის იქმნება ბმული, რომელსაც მყიდველი ელექტრონული წერილის ან SMS შეტყობინების საშუალებით იღებს. ამ მომსახურებასაც მოჰყვება TDR გადასახადი.

წყარო:

Payment Gateway Business Model | How Payment Gateways Work?


გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ბანკისა და ფინტექის წარმატებული თანამშრომლობა

ტექნოლოგიები ვითარდება და ეს პროცესი, დროსთან ერთად, უფრო ჩქარდება. ამის ფონზე, ბიზნესის ნებისმიერი სფერო საჭიროებს ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობას.…
გაიგე მეტი

JPMorgan ლოიალობის ქულებს სავაჭრო აქტივად გარდაქმნის

JPMorgan ფინტექ სტარტაპთან, Affinity Capital Exchange-სთან თანამშრომლობით ფინანსური აქტივების ახალ ერთეულს ქმნის, რომელიც ლოიალობის ქულებით ვაჭრობას ეფუძნება. Affinity…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.