როგორ იცვლება და ერგება გადახდის სისტემები კორონავირუსის პანდემიას

ცნობილი საკონსულტაციო კომპანია
McKinsey-ს ცნობით, კორონავირუსის მიმდინარე პანდემია გლობალურ ეკონომიკასა და გადახდების
ინდუსტრიაზე ხანგრძლივ უარყოფით გავლენას მოახდენს.

კორონავირუსის გავრცელებას საზოგადოებასა და ინდუსტრიებზე მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ მძიმე შედეგები მოაქვს. მრავალი კომპანია, მათ შორის ფინანსური სერვისების სექტორიც, დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, უპირველესი
მიზანი, რა თქმა უნდა, თანამშრომლებისა და მომხმარებლების დაცვაა.

McKinsey-ს თქმით, ეს მიდგომა ტრანზაქციების ინდუსტრიაში მონაწილე ყველა მხარემ მკაცრად უნდა გაატაროს. რეპორტის მიხედვით, საგადადახდო სისტემები საკამოდ მოქნილი გამოდგა — დატვირთვის და შეცვლილი მიდგომების მიუხედავად ამ კუთხით სისტემურად მსოფლიოში ხარვეზები არ ფიქსირდება.

 

ბზარი ეკონომიკაში

კორონავირუსის გამო გატარებული შეზღუდვები, რომლის დროსაც დისტანციურმა მუშაობამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, კვლავ გრძელდება. მოსალოდნელია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში, გლობალური მშპ, შესაძლოა, 40 პროცენტამდე შემცირდეს — მსგავსი პროგნოზი კეთდება გადახდების სექტორის მიმართაც.

მიუხედავად ამისა, McKinsey-ს მიხედვით, ტრანზაქციებისა და გადახდების სექტორის სტაბილურობა გლობალური ეკონომიკის აღდგენაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ამის გათვალისწინებით, კომპანიამ განსაზღვრა, როგორ უნდა
ადაპტირდეს და შეეგუოს გადახდების ინდუსტრია ახალ ნორმას.

შეგუება და განვითარება

კომპანიის ექსპერტების თქმით, გლობალურად, მოგების ზრდა უარყოფით ნიშნულზე გადავა. “2019-ში გაკეთებული 6%-იანი ზრდის პროგნოზის ნაცვლად, მოგება, შესაძლოა, 8-10 პროცენტით, ანუ 165-210 მილიარდი დოლარით შემცირდეს”.

ეს კლება შეგვიძლია შევადაროთ 2008-2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს მოგების 11%-იან შემცირებას.

პროგნოზის მიხედვით, საცალო გაყიდვები და საგადასახადო სერვისები მნიშვნელოვნ დარტყმას მიიღებენ, ასევე შემცირდება ქვეყნებს შორის მიმდინარე B2B და მომხმარებლებსა და ბიზნესებს შორის მიმდინარე ტრანზაქციები.

ამ ცვალებად გარემოში, როდესაც ამ სექტორს ეკონომიკის გამოცოცხლებაში უმნიშვნელოვანესი როლი ექნება, McKinsey ამბობს, რომ საგადასახადო კომპანიებმა საკუთარი პორტფოლიოები შესაბამისად უნდა გადააწყონ, შეცვალონ სამოქმედო
მოდელები და ფოკუსირდნენ მომხმარებლების მხარდაჭერაზე.

 

წყარო: www.fintechmagazine.com

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ფინტექ კომპანიები და მათი უსაზღვრო შესაძლებლობები

ფინტექ კომპანიებს აქვთ უამრავი შესაძლებლობა, რომ დანერგონ ახალი მიდგომები და შეცვალონ ტრადიციული ფინანსური ოპერაციები, დაწყებული კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვით,…
გაიგე მეტი

Covid 19-ის გავლენა ფინტექ ინდუსტრიაზე

Covid-19-ის პანდემიამ სცენარი ფინტექის ინდუსტრიისთვისაც შეცვალა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძირითადი რეფორმების განხორციელება, როგორიცაა GST, Aadhaar, ასევე UPI,…
გაიგე მეტი

ფინტექ ინდუსტრიის პოტენციალი საქართველოს ბაზარზე

2020 წელი რომ საქართველოს ელ.ვაჭრობისთვის წარმატებული გამოდგა, ამაში Galt & Taggart-ის კვლევამ უკვე დაგვარწმუნა. მათი მონაცემებით, 2020 წელს…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.