როგორ ზეგავლენას ახდენენ API-ები ბუღალტრებზე

დღეისათვის, ბუღალტრების ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია API-ებზე, თუმცაღა, ბუღალტრებმა ზუსტად როდი იციან, რა არის ეს სისტემა და როგორ მუშაობს.

მართალია ბუღალტრებისთვის პროგრამირების ცოდნა ან API-ის მუშაობის პრინციპებში საფუძვლიანად გარკვევა სავალდებულო არ არის, თუმცა საწყისების ცოდნა მათ ეხმარება საბუღალტრო პროცესში თავიანთი როლის უკეთ დანახვაში. მეტიც, ეს ძალისხმევა მათ საშუალებას მისცემს ახალი თვალით შეხედონ მათი პროფესიის განვითარების შესაძლებლობებს მომავალში.

რა არის API-ები?

API ტექნოლოგიები ერთმანეთთან ორი სახის პროგრამულ უზრუნველყოფას აკავშირებენ, გარკვეული შეთანხმებული პროტოკოლების დაცვით, რათა მონაცემების მიმოცვლა ორივე მხარეს სწორად განხორციელდეს. ის წარმოადგენს ე.წ. მილებს, რომლებიც ღრუბლოვან საბუღალტრო პროგრამებს აკავშირებენ მესამე მხარის (third party) პროგრამებთან, ბიზნეს ინტერნეტბანკთან, შემოსავლების სამსახურთან და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ციფრულ გარემოსთან, რაც ბუღალტრებს უმარტივებს საქმიანობასა და უზოგავს დროს.

API-ები ხშირად გაიგივებულია უნივერსალურ შემაერთებლებთან, რადგანაც ისინი გვთავაზობენ მსგავს ფუნქციებს, მიუხედევად იმისა, რა ოპერაციული სისტემა აყენია ამა თუ იმ მოწყობილობაზე.

რაში იყენებენ ბუღალტრები API-ებს?

დღეისათვის, ბუღალტრები დამოკიდებულნი არიან სხვადასხვა API-ებზე. ბაზარზე არსებული ბევრი საბუღალტრო პროგრამის პროვაიდერი იერთებს მესამე მხარის აპლიკაციების API სერვისებს ეკოსისტემებთან დასაკავშირებლად. ისინი ფინანსური ინსტიტუციების API-ებზე არიან დამოკიდებულნი, რათა ბანკში არსებული მონაცემები მოიზიდონ და შეუერთონ HMRC-ის API ბიბლიოთეკას დღგ-ს დეკლარაციების წარსადგენად და კლიენტზე სტატუსისა და ვალდებულებების შესახებ მონაცემების მისაღებად, ვალუტის კურსებისა თუ ანგარიშზე არსებული ნაშთის შესამოწმებლად.

სააღრიცხვო სისტემის API-ს ჩართვით, აპლიკაციის პარტნიორს შეუძლია თავისი საქმიანობა უფრო მარტივად შეასრულოს და გადაჭრას ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ინვოისების დევნა და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება,  რომელსაც ძირითადი პროგრამა ვერ გაუმკლავდებოდა. დეველოპერები კი ღრუბლოვანი აღრიცხვის API-ს ისეთი მონაცემების მოსაზიდად იყენებენ, როგორებიცაა ანგარიშების სქემა ან ტრანზაქციული მონაცემები, ისინი ასევე აქტიურად იყენებენ ორმხრივ ინტეგრაციას, რათა საკუთარი მონაცემების პირდაპირ ძირითად პლატფორმებზე გამოქვეყნება შეძლონ.

დიდ პლატფორმებს თავიან ვებგვერდებზე გამოყოფილი აქვთ განყოფილებები, რათა მათი მომხმარებლები მუდმივად ინფორმირებულნი იყვნენ უახლეს მოვლენებზე და შეამოწმონ თავიანთი პროგრამები, სანამ ისინი აპლიკაციების ბაზრების სიაში არ იქნება ჩამოთვლილი.

ბანკის არხების განვითარება და MTD-ს დანერგვა

ბანკის არხის API-ებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს მას შემდეგ, რაც Xero-მ მიიღო Yodle-ს მონაცემთა შესაძლებლობებზე წვდომა, ცხრა წლის წინ. დღეს კი უკვე ბანკები, fintech-ისა და საბუღალტრო აღრიცხვის დეველოპერები Open Banking API-ს გაშვებას ცდილობენ.

სექტემბრიდან მოყოლებული, წამყვანი ბანკები იძულებულნი გახდნენ განეახლებინათ და საკუთარ ფინანსურ სერვისებში Open Banking API სისტემა დაენერგათ. Open Banking სისტემამ კი გადალახა უსაფრთხოების საკითხები, რაც უფლებამოსილ ინფორმაციულ პროვაიდერებს (AISP) აძლევდა (მხოლოდ წაკითხვის უფლებით) საბანკო ანგარიშის ინფორმაციას.

OpenWorks-ის თანადამფუძნებელი, ოლი ბეთსი, რომლის კომპანიაც სწორედაც რომ Open Banking API სისტემებს სთავაზობს ბაზარს, ამბობს, რომ ეს არის კავშირის უფრო უსაფრთხო და საიმედო მეთოდი ეკრანის გამოჩენის არიდების თვალსაზრისით, რომელიც პირადი მონაცემების გაზიარებას მოითხოვდა და სანდოობაც ნაკლები იყო, რადგან პატარა ცვლილებასაც შეეძლო დიდი ზეგავლენა მოეხდინა.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საბუღალტრო API-სთვის მთავრობის მიერ Making Tax Digital სისტემის შემოღებაა, სადაც ღრუბლოვანი აღრიცხვის კომპანიები HMRC-ს API-ს ეყრდნობიან დღგ-ს კვარტალური შეტანისთვის.
ყველა API-ს თავისი დატვირთვა გააჩნია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს საშემოსავლო, დღგ-ს ან სხვა გადასახადი. ბევრი API მომზადების პროცესში, ბევრი კი HMRC-მა თავის პორტალში ჩააშენა უსაფრთხო გარემოს ტესტირების თვალსაზრისით.

ღია საბუღალტრო აღრიცხვა

Codat-ის აზრით, ბაზარზე სიახლე შემოდის Open Accounting-ის სახით. ამ კომპანიამ შექმნა თავისი API, რომელსაც შეუძლია ყველა მთავარ API-ს პროვაიდერთან ღრუბლოვანი გზით დაკავშირება, მათ შორის როგორებიცაა Sage 50 Accounts და Exchequer. ფაქტობრივად, Codat ცდილობს გააკეთოს სააღრიცხვო მონაცემები, რასაც ღია ბანკი აკეთებს ბანკებისთვის.
ეს საშუალებას აძლევს მესამე პირებს, როგორებიცაა ბანკები, გამსესხებლები და გადახდის პროვაიდერები, გამოიყენონ Codat’s API ღრუბლოვანი აღრიცხვის პაკეტიდან მონაცემების მოსაზიდად, ან გაყიდვების მონაცემების კომპანიის ანგარიშებში გადასატანად.

“ღია ბუღალტრული აღრიცხვის” კონცეფციის მთავარი სარგებელი ისაა, რომ მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებს უწევთ შექმნან მხოლოდ ერთი ინტეგრაცია და არა თითოეული სააღრიცხვო პაკეტისთვის.
დღეისათვის, 26,000-მა ბრიტანულმა მცირე ბიზნესმა, Codat’s API–ს საშუალებით, თავისი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები მესამე პირებს გაუზიარა.

API კი დღიდითღე პოპულარული ხდება. გარდა იმისა, რომ ამდენი სხვადასხვა სააღრიცხვო პროცესი კონტროლდება, ისინი ასევე ქმნიან პოტენციალს ახალი მიმართულებების ათვისებისთვის.

საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკის API სერვისები ყველანაირი სტანდარტის დაცვით მოქმედებს და უკვე დაერთებულია არაერთ ქართულ ბაზარზე არსებულ ბუღალტრულ პროგრამასთან, სადაც ამ პროგრამების მომხმარებელ ბუღალტრებს უკვე შეუძლიათ მიიღონ ისეთ სერვისებზე პროგრამიდან გაუსვლელად წვდომა, როგორიც არის: პაკეტური და ინდივიდუალური გადარიცხვის დოკუმენტების შექმნა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, ამონაწერის შემოწმება და მუდმივი განახლება, ანგარიშზე ნაშთის შემოწმება და კონვერტაციის დოკუმენტების შექმნა, ასევე შექმნილი დოკუმენტების სტატუსების მართვა.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკი ბიზნესის გვერდს

 

წყარო: www.next.on.ge

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

IT სპეციალისტები დისტანციურად მუშაობისას უფრო პროდუქტიულები არიან

ვინაიდან დისტანციური მუშაობა ჯერჯერობით აქტუალობას არ კარგავს, Digiterre ლონდონის, ნიუ-იორკის და ევროპის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში დასაქმებული IT თანამშრომლების…
გაიგე მეტი

პანდემიის დროს ფინანსური აპლიკაციების მოხმარებამ იმატა

Open Up 2020 Challenge-ის კვლევის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ფინანსური აპლიკაციების მიმართ ნდობა და მათი გამოყენება პანდემიის დაწყების მომენტიდან…
გაიგე მეტი

VISA-ს კვლევა მომხმარებლების ქცევის შესახებ

Visa-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიცვალა მომხმარებლების ჩვევები და ქცევა მსოფლიოში დამკვიდრებული მუშაობის ახალი ნორმების…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.