როგორ ვითარდება ფინტექ ეკოსისტემა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში?

ტექნოლოგიების სფერო ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება, რასაც ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნის აქტიური ტენდენცია განაპირობებს. ტექნოლოგიების განუყოფელი ნაწილია ფინტექიც, იგივე ფინანსური ტექნოლოგიები, რომლის სერვისების საჭიროებაც დღესდღეობით საქართველოში სულ უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფინტექ ეკოსისტემა ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად იზრდება.

რა გვაძლევს ამის დასკვნის საფუძველს? როგორც საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე, დავით კიკვიძე გვიყვება, ბოლო წლებში საკმაოდ დიდი აქტივობა შეინიშნება საქართველოში, როგორც ადგილობრივი ინივაციების დანერგვის კუთხით, ისე საერთაშორისო კომპანიების დაინტერების მხრივაც.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად პატარა ბაზრისა, საქართველოს ფინტექ ბაზარი ძალიან კარგად არის დივერსიფიცირებული, ვგულისხმობ იმას, რომ ფინტექის დარგის თითქმის ყველა წარმომადგენელი ოპერირებს ბაზარზე, მათ შორის: გადახდების ბიზნესი, კრიპტო აქტივების ბიზნესი, ელექტრონული საფულეები, ფინანსური გადაწყვეტები და ა.შ. ეს ტენდენციაც სულ უფრო მზარდია და ბოლო წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციების ბაზარზე შემოსვლის აქტივობები შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის განვითარებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და ა.შ.“

კახა გელაშვილის, Payze-ს თანადამფუძნებლის აზრით კი ფინტექის სწრაფი ტემპით განვითარება საქართველოში, პირველ რიგში, ძლიერი საბანკო და მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის დამსახურებაა. მისი თქმით, ხელმისაწვდომი ხდება ღია ბანკინგი ფინტექის წარმომადგენლებისთვის და საერთაშორისო კომპანიებიც იწყებენ საქართველოში შემოსვლას, მაგალითად Apple Pay და Google Pay.

– როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ამ ეკოსისტემის ზრდა?

კახა: კოვიდის გავრცელებასთან ერთად, ელექტრონული კომერცია ერთადერთი გზა გახდა მრავალი სახეობის პროდუქტის ან სერვისის მისაღებად, რამაც კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა გააჩინა ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით. ამ პერიოდში განვითარდა მრავალი ახალი ფინანსურ-ტექნოლოგიური პროდუქტი, მაგალითად: ელექტრონული საფულე, ონლაინ გადახდები და იდენტიფიცირების პროდუქტები და ა.შ

დავითი: პირველ რიგში, ალბათ ეს ქართული ბაზრის მოქნილობამ გამოიწვია. ბიზნესის კეთება საქართველოში საკმაოდ მარტივია – არ არის ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი, ვიდრე ეს ევროპაშია. ასევე, ეკოსისიტემის ყველა შემადგენელი ელემენტი საქართველოში მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, ყველანაირი ტიპის ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომია, რესურსებიც, მათ შორის, რომლებიც უფრო ხარჯთეფექტურია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. სარეგულაციო გარემოც მეტ-ნაკლებად ეფექტურია; მართალია, არის გარკვეული ბარიერები და დაურეგულირებელი სფეროები, რომლებიც დარგის კონკრეტული მიმართულებით განვითარებას აფერხებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ როგორც ეროვნული ბანკის, ისე საქართველოს ფინტექ ასოციაცია მუდმივად მუშაობს ამ საკითხების დარეგულირებაზე.

– დღეს როგორი სიტუაციაა ჩვენი ქვეყნის ფინტექ ინდუსტრიაში?

დავითი: დღეს დარგი მზარდია, წინ მივიწევთ, თუმცა ვიტყოდი, რომ შედარებით ნელი ტემპით; მართალია, ამას გარკვეული წინაპირობები აქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ პროცესების დაჩქარების რესურსი არსებობს, მთავარია, ამისთვის შესაბამისი პოლიტიკა ჩამოყალიბდეს. მიმდინარე ეტაპზე ასოციაცია ცდილობს, რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინოს, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულების განვითარებას, მათ შორის, ფინტექ კომპანიების ღია ბანკინგში ჩართვის პრინციპებისა და კონკრეტული კრიტერიუმების დანერგვას, რომელიც თვალსაჩინოს გახდის ფინტექ კომპანიებისთვის რეგულაციებთან შესაბამისობას და მათ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას გაუადვილებს. გარდა ამისა, საუბარია ე.წ Crowdfunding-ის რეგულაციაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის; ეს რეგულაცია ევროკავშირში უკვე მიღებულია და გვინდა, საქართველოშიც, რაც შეიძლება, მოკლე დროში დავნერგოთ.

კახა: საქართველოში ფინტექ ეკოსისტემის განვითარება ბანკების განვითარებასთან ერთად დაიწყო – მათ არაერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი შესთავაზეს ბაზარს. დღეს საქართველოში გვაქვს გარემო, სადაც მომხმარებელს შეუძლია, ონლაინ გახდეს ბანკის კლიენტი, ჩაერთოს ონლაინ გადახდების მიღების სისტემაში და დაიწყოს ელექტრონული კომერცია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უკვე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ფინტექის განვითარებისკენ და კიდევ უფრო იხვეწება ეს ინდუსტრია.

– გაიხსენეთ ფინტექ კომპანიები, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოში შეიქმნა და რამდენად წარმატებულები არიან ისინი დღეს?

დავითი: რამდენიმე კომპანიას გამოვყოფდი, მათ შორის: Payze, Kvalifika, Kernel – ამ კომპანიებმა გასულ წელს თითქმის ყველა საგრანტო პროექტში გაიმარჯვეს და ყველაზე ინოვაციურ კომპანიებად დასახელდნენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ფინტექ დარგი ინოვაციების შემომტანია ეკონიმიკაში და უდიდესი პოტენციალი გააჩნია ქვეყნის ფინანსური სისტემის განვითარებაში. ეს კომპანიები დღეს საერთაშორისო ბაზრებზეც ოპერირებენ და მომავალ წლებში სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე შესვლის სტრატეგია უკვე ჩამოყალიბებული აქვთ.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Payze 2000-ზე მეტ აპლიკანტს შორის Visa Everywhere Initiative-ის გამარჯვებული გახდა

სტარტაპ ეკოსისტემაში კომპანია Payze სულ რაღაც 2 წელიწადია გამოჩნდა, თუმცა სწორად შერჩეულმა მისიამ, პროდუქტმა და გუნდმა იმდენი მოახერხა,…
გაიგე მეტი

Theneo – API დოკუმენტაციის შემქმნელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

სერვისების გაციფრულებასთან ერთად, სულ უფრო პოპულარული გახდა API სერვისები, რომელიც კომპანიებს საკუთარ პლატფორმაზე სხვადასხვა ფუნქციონალის ჩაშენებაში ეხმარება. მისი…
გაიგე მეტი

Payze – პირველი ქართული სტარტაპი YCombinator-ში

Payze, რომელიც ფართო აუდიტორიამ 500 Startups-ის პროგრამიდან გაიცნო, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული აქსელერატორის, Y Combinator-ის წევრი…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.