როგორ გაამარტივა ფინტექმა საერთაშორისო გზავნილები

გლობალური ფინანსური სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ფულადი ნაკადების მოძრაობაა, რომელიც უზრუნველჰყოფს
ფულზე ხელმისაწვდომობის მოქნილობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ფულის მოძრაობის ბევრი სხვადასხვა არხი არსებობს. ამ ბლოგში ფულად გზავნილებზე მინდა გესაუბროთ, რომელიც საკმაოდ დიდი კაპიტალიზაციით გამოირჩევა და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, არც საქართველოა ამ კუთხით გამონაკლისი.

ფულადი გზავნილები ჩვეულებრივ განიხილება როგორც, ფული რომელსაც ემიგრანტები უგზავნიან სამშობლოში თავიანთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან ახლობელებს. ფინანსურ ენაზე ფულადი გზავნილები ფინანსური პროდუქტია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სასურველი თანხა მესამე პირს საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე გავუგზავნოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, პრაქტიკულად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

სამუშაო ძალის მიგრაცია მუდმივად მზარდია, მის კვალდაკვალ იზრდება ფულადი გზავნილების მოცულობაც. სავალუტო ფონდის მონაცემებით საერთაშორისო ფულადი გზავნილების მოცულობა დაახლოებით 700 მლრდ აშშ დოლარს აღწევს, აქედან დაახლოებით 75% განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ანგარიშში ნათქვამია, რომ გზავნილები განვითარებადი ქვეყნების მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) დაახლოებით 4%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ჩვენი ქვეყანაც ამ ჩამონათვალშია. საქართველო ისტორიულად გზავნილებზე
დამოკიდებული ქვეყანაა და მისი მოცულობა წლიდან წლამდე მზარდი დინამიკით ხასიათდება.

ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ საერთაშორისო ფულადი გზავნილების პროვაიდერი კომპანიებიც საკმაოდ ბევრია: Western Union, Ria, Contact, Zolotaya Korona, MoneyGram და ა.შ. აღნიშნული კომპანიები თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ და შესაბამისად საბანკო სექტორთანაც ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ. თავის მხრივ კი საბანკო სექტორი ამ სერვისის გამტარია და ცდლობს მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივოს მისი მიღება. როგორც სხვა დანარჩენ სერვისებს,
ისე ამ სფეროსაც შეეხო ტექნოლოგიების განვითარება. ფინტექმა პროცესის გამარტივების გარდა და მნიშვნელოვანი სიახლეებიც დანერგა საერთაშორისო გზავნილებში.

ძალიან საინტერესო ქეისია ავტრალიური ფინტექ კომპანია Instarem, რომელმაც გზავნილების განსხვავებული მოდელი შესთავაზა თავის
მომხმარებელს. იგი სთავაზობს კონკრეტულ სავალუტო წყვილებს, რაც სავალუტო კონვერტაციაში დამატებითი ხარჯებისგან ათავისუფლებს მომხმარებელს. გარდა ამისა, კომპანიამ SME სექტორსაც საინტერესო გადაწყვეტა შესთავაზა და ფულადი გადარიცხვების სერვისი აამოქმედა, რომლის საფუძველზეც ბიზნესს შესაძლებლობა აქვს ბანკის საკომისიოების გარეშე გადაურიცხოს თანხები
საერთაშორისო პარტნიორებს.

კიდევ ერთი გამორჩეული კომპანიაა TransferWise, რომელიც მულტისავალუტო ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას აძლევს თავის
მომხმარებელს, ასევე 50-ზე მეტი ვალუტის კონვერტაციაა შესაძლებელი რეალური გაცვლითი კურსის საფუძველზე.

განსაკუთრებით გამოვყოფდი ბრიტანულ კომპანია worldremit, მისი მობილური აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია 130-ზე მეტ
ქვეყანაში ფულის გადარიცხვა სხვადასხვა მეთოდების მეშვეობით, თანაც შეგიძლია რეალურ დროში ადევნო თვალი თანის მოძრაობას, ნახო ტრანზაქციების ისტორია და ა.შ

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

2020 წელს საქართველომ დაახლოებით 1.9 მლრდ დოლარის საერთაშორისო გზავნილი მიიღო. წინა წელთან შედარებით ზრდა 9%-ია. ზრდის დინამიკა წლიდან წლამდე ნარჩუნდება და ეს ფაქტი არც თუ ისე სასიხარულოა. ეს ნიშავს იმას, რომ ქვეყანა გზავნილებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ხდება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ ეს სერვისი მაქსიმალურად მოქნილი იყოს, რომ მომხმარებელს თავისუფლად
შეეძლოს მისით სარგებლობა. სამწუხაროდ ზემოთხსენებული ფინტექ კომპანიები ჯერ-ჯერობით არ ოპერირებენ საქართველში, თუმცა  კომერციული ბანკები წარმატებით ახერხებენ ამ სერვისის მაქსიმალურად მოქნილად მიწოდებას.

საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვას სხვადასხვა სერვისსა და პროდუქტში, შესაბამისად
არც გზავნილების სერვისია გამონაკლისი. გარდა იმისა, რომ საქართველოს ბანკი საუკეთესო კურსით კონვერტაციას სთავაზობს მომხმარებელს, თანამშორმლობს თითქმის ყველა საერთაშორისო გზავნილების პროვაიდერ კომპანიასთანაც  და, რაც მთავარია, მომხმარებელს მობაილ ბანკით გადარიცხვის შესაძლებლობას აძლევს. ეს სიახლეები მნიშვნელოვნად ამარტივებს გზავნილების სერვისით სარგებლობას. ბაზრის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა მოქნილობაზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვნებაზე, ამრიგად მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ბაზარზე ვიხილოთ ახალი სერვისები, რომლებსაც, როგორც საბანკო სექტორი, ისე, ფინტექ კომპანიები შემოგვთავაზებენ.

ავტორი: დავით კიკვიძე

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

American Express-მა ბიზნესებისთვის საბანკო ანგარიში გახსნა

American Express-მა ჩაუშვა ციფრული გამშვები ანგარიში ბიზნესისთვის და გამოუშვა თავისი პირველი სადებეტო ბარათი, როგორც პაკეტის ნაწილი. ახლა აშშ-ის…
გაიგე მეტი

იპოთეკური განაცხადის ავტომატიზაცია Google Cloud-ის მიერ

Google Cloud-მა წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც იპოთეკური განაცხადების დამუშავების რთული პროცესის დაჩქარებას ემსახურება. Google Cloud-მა უკვე…
გაიგე მეტი

კიდევ ერთი ფინტექი, რომელიც $50 მილიონად გაიყიდა

ფინტექ კომპანია Brex-მა უნივერსალური, კომერციული პლატფორმებისთვის განკუთვნილი API-ს შემქნელთან, Weav-თან პარტნიორობა გასულ ზაფხულს დაიწყო. მარტში Brex-მა, Weav-ის API-ის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.