როგორი იქნება Touch 2022?

Touch ყოველწლიური ციფრული სამიტია, რომელმაც დაარსებიდან დღემდე მრავალ სპიკერსა და სტუმარს მოუყარა თავი. მისი მიზანი ახალგაზრდებისთვის (და არამარტო) განვითარებისა და ახალი, საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მიცემაა.

როგორ ახერხებს ამას Touch და როგორია ამ ციფრული სამიტის ისტორია 2016 წლიდან დღემდე? ამ თემებზე ღონისძიების თანაორგანიზატორი, ბექა ქვარცხავა გაგვესაუბრა:

გვიამბეთ მცირე ისტორია Touch-ს შესახებ – როდის ჩატარდა პირველად და რა მიზანი ჰქონდათ ორგანიზატორებს?

თაჩის იდეა გაჩნდა 2016 წელს ჩინეთში. თავდაპირველად რამდენიმე მეგობარს შევთავაზე იდეა და ერთ თვეში პირველი თაჩიც შედგა, სადაც ექვსმა სპიკერმა და 200-ზე მეტმა დამსწრემ მოიყარა თავი.

ღონისძიების მიზანი მაშინაც და დღემდეც არის ერთი – გავხადოთ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა რეგიონისთვის ხელმისაწვდომი, დავეხმაროთ ადამიანებს გონების მართვის სწორ ფორმირებაში და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს სწრაფი ნაბიჯებით განვითარებაში.

– რა ტიპის ივენთია Touch? ვის მასპინძლობს და რა თემებზე აქვს ზოგადად ორიენტირი?

თაჩი არის ციფრული სამიტი, რომელიც მოიცავს როგორც პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, ისე – ვორქშოფებსა და სხვადადსხვა სახის აქტივობებს. 2018 წლიდან დავნერგეთ სტარტაპების ექსპო და ფიჩინგ შეჯიბრი დაწელს კონკურსში გამარჯვებული სტარტაპი მიიღებს 5,000 ევროს ფულად პრიზის სახით.

– გვიამბეთ წარსული გამოცდილების შესახებაც – როგორ მიმდინარეობდა წინა ღონისძიებები?

2016 წელს გვყავდა 6 სპიკერი და 200-ზე მეტი დამსწრე, 2017-ში სპიკერების სია 14 სპიკერზე ავიდა, ხოლო 2018-ში – 25 სპიკერს და 700 მონაწილეს გაცდა. 2019 წელს გვყავდა 45 სპიკერი და 1000-ზე მეტი მონაწილე.

2020-ში დავგეგმეთ რამდენიმე ბუთქემფი და სამიტი, რომლის ჩატარებაც კოვიდის გამო მოგვიწია ონლაინ. 2021 წელი “დავსქიფეთ” და წელს 50 სპიკერით და 1200+ მეტი მონაწილით ვუბრუნდებით თეატრის კედლებს 2 დღიანი ინტელეაქტუალური ფესტივალის ჩასატარებლად.

– გვიამბეთ, კონკრეტულად რა თემები იქნება განხილული წელს ამ ღონისძიებაზე?

წელს 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: დიზაინი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და მომავალი. გამოსვლები შეეხება: მომხმარებლის ქცევას, დიზაინ გადაწყვეტებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, ბიზნესგანვითარებას, სტარტაპ ეკოსისტემას და მომავლის ტექნოლოგიებს.

– მოგვიყევით, ვინ იქნებიან სპიკერები?

Google, Meta, Revolut, Tesla, Porsche, Siemens, Ogivly, AKQA, Media.Monks, როგორც უცხოელი, ისე ქართველი სპიკერებისგან იქნება დაკომპლექტებული ჩვენი ლაინაფი. სრული სია იხილეთ – https://touch.ge/summit/speakers

– როგორ ფიქრობთ, რატომ სჭირდება საქართველოს მსგავსი ღონისძიებები?

თაჩის მთავარი მიზანი ცოდნის და გამოცდილებების გაზიარებაა, რასაც უკვე მეექვსე წელია აქტიურად ვახორციელებთ. რაც ყველაზე აღსანიშნავია, ეს პლატფორმა იძლევა საშუალებას, პირადად შეხვდე და გაიცნო წამყვან გიგანტებში მომუშავე პროფესიონალები, გაცვალო შეხედულებები და კონტაქტები სამყაროს უკეთესი მომავლისთვის.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ფინტექი შესაძლებლობაა და არა საფრთხე

ვირტუალური ბანკების მხრიდან მზარდი კონკურენციის მიუხედავად, ჰონგ-კონგის ტრადიციული კრედიტორები ფინტექ ეპოქის მომავალს დადებითად აფასებენ. გასულ წელს ჰონგ-კონგის მონეტარულმა…
გაიგე მეტი

როგორ ჩაიარა Fuckup Nights Tbilisi-ს 30-ე შეხვედრამ?

22 მარტს Startup Buro-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.…
გაიგე მეტი

როგორ გააერთიანებს ღია ბანკინგი ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს

აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები ღია ბანკინგის დანერგვისკენ სწრაფვას არ ჩქარობენ მაშინ, როცა ქვეყნის საბანკო სექტორი ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.