როგორი იქნება DevFest Georgia 2022?

სულ მალე ქუთაისი დეველოპერების ერთ-ერთ მასშტაბურ ფესტივალს, DevFest Georgia 2022-ს უმასპინძლებს. 29 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, საშუალება მიეცემათ, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ვორქშოპებსა და დისკუსიაში, დაესწრონ სემინარებს ამავე სფეროში წარმატებული ადამიანებისგან, გაიცნონ ტექ. ენთუზიასტები და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება.

DevFest-ის 2022 გენერალური სპონსორები არიან საქართველოს ბანკი და Google. ფესტივალი ტრადიციულად Google-ის დეველოპერთა ჯგუფის (GDG Tbilisi) ორგანიზებით ტარდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, DevFest-ის შესახებ GDG-ს თანაორგანიზატორს, ტატო კუტალიას გავსაუბრებოდით:

– გვიამბეთ დეტალურად GDG-ს შესახებ..

Google Developers Groups(GDG) მსოფლიოს 140 ქვეყანასა და 1000-ზე მეტ ჯგუფს აერთიანებს. პირველი ქართული GDG ჯგუფი შეიქმნა 2012 წლის იანვარს და მას შემედეგ ჩაატარა ძალიან ბევრი პატარა თუ დიდი ივენთი მათ შორის DevFest, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები თუ სხვა. გააცნო Google-ს ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთს და ქმნის ამ საზოგადოებას. 2 წლის წინ კი დაფუძნდა GDG ქუთაისი. ახლა ეს ორი ჯგუფი, საერთო ძალებით აპირებს საქართველოში ყველაზე დიდი დეველოპერული ფესტივალი ჩაატაროს, ისეთივე წარმატებით როგორც აქამდე.

– რა ტიპის ივენთია DevFest? ვის მასპინძლობს და რა თემებზე აქვს ზოგადად ორიენტირი?

DevFest არის ყოველწლიური დეველოპერული ფესტივალი, რომლის მიზანიცაა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტექნოლოგიებითაა დაინტერესებული, უფრო ახლოს გააცნოს Google-ის ტექნოლოგიები როგორიცაა: Android, Chrome, Angular, Google Cloud, Flutter და მრავალი სხვა. DevFest-ზე ძირითადად გვაქვს 2 მიმართულება – ტექნიკური თემები, სადაც წამყვანი სპიკერები, აღიარებული ექსპერტები (Google Developer Experts). გამოდიან და ახალ ტექნოლოგიებს გვაცნობენ, ან უკვე დაგროვილ გამოცდილებას გვიზიარებენ. მეორე მიმართულება კი არის ტექნიკური ვორქშოპები, სადაც დამსწრეთა შეზღუდული რაოდენობაა და უშუალოდ კომპიუტერთან მიჰყვებიან სპიკერის ინსტრუქციებს, რის შედეგადაც, იღებენ რეალურ გამოცდილებას. გარდა ამისა, ივენთზე არის მრავალი გასართობი შესვენების დროს და დამსწრეებისთვის კომუნიკაციის შესაძლებლობა.

– აქამდეც ბევრჯერ ჩატარებულა DevFest.. გვიამბეთ წარსული გამოცდილების შესახებაც..

GDG Tbilisi -ს აქამდე მრავალი დევფესტი აქვს ჩატარებული და ამჯერად GDG ქუთაისთან ერთად ეს იქნება რიგით მეშვიდე. სამწუხაროდ, პანდემიამ აქამდე ხელი შეგვიშალა. 2019 წელს გვქონდა ყველაზე დიდი დევფესტი, სადაც როგორც წელს და მრავალჯერ წინა წლებში, გენერალური სპონსორი იყო საქართველოს ბანკი. ჯამურად დაესწრო დაახლოებით 600 დეველოპერი და სხვა ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანი. გვყავდა უამრავი უცხოელი სტუმარი და სპიკერი სხვადასხვა კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Adobe და ა.შ. ასევე, ვუმასპინძლეთ ქართველ გუგლერებს. გვქონდა გამოყოფილი ზონები კვებისთვის, გასართობი არეები და სამუშაო ოთახები. ყოველი დევფესტი განსხვავებულია და არ ვცდილობთ, წინა ფორმულის გამეორებას, ისევე, როგორც ტექნოლოგიები, ჩვენც მუდმივად გვინდა სიახლე შევთავაზოთ აუდიტორიას. სწორედ ამიტომ, ქუთაისი იქნება ჩვენი მასპინძელი და იქ დავპატიჟებთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ძალიან მოვენატრეთ.

– რატომ ქუთაისი? რა მიზეზით აარჩიეთ ეს ლოკაცია ამ ღონისძიების ჩასატარებლად?

ყველაფერი ისტორიულად ყოველთვის კეთდებოდა თბილისში. გადავწყვიტეთ, ამჯერად DevFest-ის ტრადიცია დაგვერღვია და გავცდენილიყავით თბილისს და ღონისძიება მთელი საქართველოსთვის უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ქუთაისს, რომელიც სიდიდით მესამეა საქართველოში, საერთოდაც არ აქვს ტექ ღონისძიებების ფუფუნება, ამიტომ ეს აღმოჩნდა ძალიან კარგი საშუალება, მეტად მიგვეწვდინა ხმა ყველა იმ ადამიანთან, ვინც Google-ის ტექნოლოგიებით არის დაინტერესებული.

– როგორი გეგმები აქვს GDG-ს სამომავლოდ?

პირველ რიგში, დავაკვირდებით უკუკავშირს DevFest-ის დასრულების შემდგომ. რა თქმა უნდა, სამომავლოდ გვაქვს გაგრძელების სურვილი და შესაძლოა, კიდევ ავითვისოთ ახალი ქალაქი. ჩვენი საორგანიზაციო გუნდიც იღებს ახალ გამოცდილებებს და ძლიერდება, რაც უფრო მასშტაბური ივენთების დაგეგმვის საშუალებას მოგვცემს.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ფინტექ სტარტაპებმა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად მაღალი ინვესტიციები მოიზიდეს

ფინტექ კომპანიებს 2021 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალი 22,8-მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებები ჰქონდათ. ეს წინა წლის…
გაიგე მეტი

Facebook-ი ციფრული საფულის გამოშვებას გეგმავს

Facebook ციფრული საფულის გასაშვებად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ დევიდ მარკუსი ავრცელებს. სწორედ ის უდგას სათავეში სოციალური მედიის გეგმებს,…
გაიგე მეტი

ღია ბანკინგი — ფინანსური სექტორის მომავალი

ღია საბანკო მომსახურება საბანკო საქმიანობას მთელი მსოფლიოს გარშემო ცვლის. ღია ბანკინგი ფინტექ ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და ის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.