რა უნდა ვიცოდეთ Messenger-ის ახალი ფუნქციის შესახებ?

მეგობრებთან ერთად სავახშმოდ წასვლას, თუნდაც მოგზაურობას, ან სულაც თანამშრომლისთვის დაბადების დღის საჩუქრის გუნდურად შეძენას ერთობლივი დანახარჯები თან სდევს ხოლმე. სწორედ ამის გამარტივებას უწყობს ხელს Messenger-ის ახალი, გადასახადების გაყოფის ფუნქცია, რომლის შესახებაც Meta-მ რამდენიმე დღის წინ დააანონსა.

როგორც ცნობილია, კომპანიამ ფუნქციის ტესტირება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო. სწორედ იმიტომ, რომ მესენჯერს ჯგუფური აქტივობების დასაგეგმად აქტიურად იყენებენ, კომპანიის აზრით, გადასახადების გაყოფა „სწრაფი და უფასო“ ხერხია საიმისოდ, რომ ფინანსური საკითხებიც ამავე სივრცეში მოგვარდეს.

და მაინც, როგორ მუშაობს გადასახადების გაყოფის ფუნქცია?

პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა, შექმნათ ჯგუფი და ყველა გადამხდელი აქ გააერთიანოთ. შემდეგ უკვე მესენჯერის ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ „+“ ღილაკს ან ჯგუფის სახელს დააჭიროთ. ამის შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ „Split Payments“ ფუნქცია, რომელიც „Get Started“, ანუ პროცესის დაწყებას შემოგთავაზებთ.

შემდეგი ნაბიჯი თანხის მითითება და მისი გაყოფაა – ამ მომენტში უკვე აირჩევთ, ვისთან გსურთ გაყოფა და საჭიროების შემთხვევაში გუნდის კონკრეტული წევრი გამორიცხოთ, მათ შორის, საკუთარი თავიც. Split Payments-ის ფუნქცია თანხას თანაბრად გაყოფს, თუმცა, თუკი რომელიმე ჯგუფის წევრს უფრო მეტი აქვს გადასახდელი, ამის მითითება თავისუფლად შეგიძლიათ.

ბოლო ნაბიჯი კი გადახდის საშუალებების მონაცემების შეყვანაა, რათა ტრანზაქციები განხორციელდეს.

ამ ეტაპზე გადასახადების გაყოფის ფუნქცია მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბითაა ხელმისაწვდომი როგორც iOS, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის და ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის გახდება შესაძლებელი მისით სარგებლობა სხვა ქვეყნებში.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

650 000 – ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო!

პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით. სტარტაპერების თანადაფინანსების 650…
გაიგე მეტი

AFTERPAY – ახალი თანამედროვე სერვისი ფინანსურ სფეროში

ავსტრალიურმა ბანკმა Westpac ლოკალურ ციფრულ პლატფორმა AfterPay-სთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ჯერ იყიდონ პროდუქტი, შესაბამისი თანხა…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.