რა ნაწილში აპირებს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების დარეგულირებას

ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა კრიპტობაზარი დაარეგულიროს. მას შემდეგ, რაც Bitcoin და სხვა კრიპტოვალუტები მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა, მათი დარეგულირება მუდმივად აქტუალური საკითხია, თუმცა ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ბაზარს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, არ გადადგმულა. როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ქვეყნის მთავარი ბანკი კრიპტოვალუტების დარეგულირებას ფულის გათეთრების ნაწილში აპირებს. აღნიშნული ინიციატივით სებ-ი პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს, თუმცა ამჟამად რეფორმა მხოლოდ განხილვის ეტაპზეა. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ამოქმედდა დიდი ალბათობით, კრიპტოკომპანიებს ეროვნულ ბანკში გარკვეული პერიოდულობით ფინანსური ანგარიშგების წარდგენა მოუწევთ.

„უნდა მოხდეს ტრანზაქციების იდენტიფიკაცია, ვერიფიკაცია, წარმომავლობის შესწავლა“ – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

თავად კომპანიების აზრი კი ორად გაიყო. ერთი ნაწილი რეგულაციების შემოღების მომხრეა, რადგან მათი აზრით გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩოს ამოქმედება მომხმარებლებში მეტ ნდობას გააჩენს, მეორე ნაწილის აზრით კი რეგულაციების შემოღება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს შეანელებს.

„ეროვნული ბანკი აქამდე კრიპტოვალუტას, როგორც ფულთან გათანაბრებულ აქტივს არ აღიარებდა. შესაბამისად, ის რეგულირების ჩარჩოს არ ექვემდებარებოდა და ეს ფაქტი ხშირად, დამაბნეველ სიტუაციას ქმნიდა. ამიტომ თუ რეგულატორი კრიპტოვალუტას გარკვეულ სტატუსს მიანიჭებს, ეს ჩვენთვის მისაღები იქნება. რეალურად, კრიპტოვალუტა მართლაც ფულთან გათანაბრებული აქტივია და ბევრი რისკის შემცველია, თუნდაც ფულის გათეთრების ნაწილში. ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა რთულია, როდესაც მსგავს საქმიანობას ეწევი და თან რეგულირებული არ ხარ.“ – განაცხადა Cryptal.com-ის დამფუძნებელმა, იოსებ ბოლქვაძემ.

გამოსავალი შესაძლოა ისევ ტექნოლოგიებში ვეძებოთ. ბოლო პერიოდში უკვე გამოჩნდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც კრიპტო ორგანიზაციებს გადარიცხვების გამჭვირვალობასა და მონიტორინგს სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი ქართული სტარტაპი Ambry-ა, რომელიც GITA-ს 100,000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

Ambry-ს პლატფორმას ორი მხარე აქვს: მომხმარებლებისთვის და კომპანიებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ სტარტაპის დახმარებით გადაამოწმონ ე.წ Wallet-ის სანდოობა, რომელიც გარკვეულ შკალაზე იქნება წარმოდგენილი. როგორც Ambry-ში აცხადებენ, მსგავსი კრიტერიუმების შესაქმნელად უამრავი დრო და ენერგია დახარჯეს, ასე რომ მის კლიენტებს შეუძლიათ სრული ნდობა გამოუცხადონ მათ მეთოდებს. გარდა ამისა, შეგეძლებათ კონკრეტული ტრანზაქცია მოძებნოთ, რომელიც ბლოკჩეინშია დამახსოვრებული და მის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მიიღოთ, როგორც წარმომავლობის, ისე რაოდენობის შესახებ, ამით შეძლებთ უკანონო ტრანზაქციასთან კავშირის პრევენციას.

„რაც შეეხება კომპანიებს, მათ ჩვენი API-ს დაყენებით შეეძლებათ ყოველწამიერი მონიტორინგი საკუთარი მომხმარებლების ბაზაზე. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მომხმარებელი საეჭვო ტიპის ტრანზაქციას განახორციელებს, კრიპტო სავაჭრო პლატფორმა მაშინვე გამაფრთხილებელ შეტყობინებას მიიღებს, რაც არალეგალურ ქმედებების ალბათობას მაქსიმალურად ამცირებს“ – განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა ლუკა ლომსაძემ.

საბოლოო ჯამში რთულია შედეგებზე წინასწარ საუბარი. დასკვნების გაკეთება უფრო მარტივი 2022 წელს იქნება, როდესაც კანონპროექტის განხილვები აქტიურ რეჟიმში დაიწყება.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რას მოიცავს ნაწილ-ნაწილის B2C-ისთან ინტეგრაცია?

როგორც უკვე იცით, საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ მის მომხმარებლებს გადახდის ახალი მეთოდი – ნაწილ-ნაწილი შესთავაზა. საქართველოს ბანკის…
გაიგე მეტი

როგორ დასრულდა Data Challenge-ს მეორე სერია?

Data Challenge საქართველოს ბანკის მიერ მონაცემთა მიმართულებით წამოწყებული პროექტია, რომელიც ამავე სექტორის განვითარებას და სფეროთი დაინტერესებული ადამიანების აღმოჩენას…
გაიგე მეტი

JPMorgan ლოიალობის ქულებს სავაჭრო აქტივად გარდაქმნის

JPMorgan ფინტექ სტარტაპთან, Affinity Capital Exchange-სთან თანამშრომლობით ფინანსური აქტივების ახალ ერთეულს ქმნის, რომელიც ლოიალობის ქულებით ვაჭრობას ეფუძნება. Affinity…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.