რა მნიშვნელობა აქვს API სისტემებს ელ.ვაჭრობაში და როგორ ხდება მისი ინტეგრაცია

როგორი მომსახურება სურს 21-ე საუკუნის მომხმარებელს? სწრაფი, ხარისხიანი და რაც მთავარია, მასზე მორგებული. ელექტრონულმა ვაჭრობამ ეს სამი ინგრედიენტი ტექნოლოგიების დახმარებით გააერთიანა და ბაზარზე რევოლიციაც მოახდინა. ადამიანების ცხოვრება შეიცვალა, პანდემიის დროს კი ის ერთადერთ მშველელადაც მოგვევლინა.

ეს აისბერგის მხოლოდ მცირე ნაწილია. სინამდვილეში, ონლაინ ტრანზაქციების უკან კომპლექსური სისტემები და ბევრი საფეხური დგას, რათა მომხმარებლის პირადი მონაცემები დაცული იყოს, ე.წ User Journey კი კომფორტული და მოსახერხებელი. ერთ-ერთი ასეთი API ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადახდის პროცედურა სტანდარტიზებული გავხადოთ და ნებისმიერი სახის ბიზნესს მოვარგოთ. ეს მთლიან სისტემას გაცილებით უფრო მარტივს და პრაქტიკულს ხდის.

API ერთგვარი შუამავალია კომპანიასა და მომხმარებელს შორის, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაციები ერთმანეთს უკავშირდებიან და ინფორმაციას ცვლიან. მისი საშუალებით, საერთო სარგებელს ორივე მხარე იღებს: მომხმარებელს პროცედურა უმარტივდება, არ უწევს ყოველ გადახდაზე რთული ფორმის შევსება, საკუთარი მონაცემების შეყვანა, რაც მას –  დროს, კომპანიას კი ბიუჯეტს უზოგავს.

ყოველდღიურად უამრავ აპლიკაციას თუ ვებ-გვერდს ვიყენებთ, რომელიც სწორედ API-ს მეშვეობით ფუნქციონირებს და ამ ტექნოლოგიას გაცილებით დიდი როლი უჭრავს ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე გვგონია. მისი დახმარებით, 21-ე საუკუნეში ყველაზე ღირებული პროდუქტის – ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. კომპანიები თქვენს სურვილებს და ქცევას აკვირდებიან, რათა მომავალში შემოთავაზებული სერვისი თქვენს გემოვნებას სრულყოფილად ერგებოდეს.

მსგავსი მეთოდით ხელმძღვანელობს 2 ყველაზე მსხვილი და პოპულარული ინტერნეტ ვაჭრობის პლატფორმა: Amazon და Ebay. ისინი მერჩანტებს საკუთარ API სისტემებს სთავაზობენ. შედეგად დეველოპერები ქმნიან პროდუქტს, რომელიც მარტივად აღქმადი და გამოსაყენებელია. გარდა ამისა, უფრო ეფექტური ხდება მათი მონიტორინგი, ხარჯების შემცირება, ინფორმაციის გაცვლა და გაუმჯობესება.

რა არის მათი საბოლოო მიზანი? თქვენმა მაცივარმა საჭირო პროდუქტი თავად შეუკვეთოს, თქვენ კი დამღლელი დღის ბოლოს რუტინული პროცდურების ნაცვლად დრო შვილებს ან მეგობრებს დაუთმოთ. თუმცა, აქამდე დიდი დროა.

საქართველოში ონლაინ ვაჭრობა და ციფრული პროდუქტები ახლა იკიდებს ფეხს და ჩვენთვის API სისტემები კვლავ ახალი ხილის კატეგორიაში გადის. ადამიანების დიდი ნაწილი მომავალში უფრო აქტიურად გამოიყენებს ციფრულ პროდუქტებს, რისთვისაც ონლაინ ტრანზაქციები იქნება საჭირო. ამიტომ ბანკები ციფრული კომპანიები უნდა გახდნენ, ეს გარდაუვალია. ახალი ტექნოლიგიების დანერგვა და საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი ბიზნეს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.

ელექტრონული კომერციით დაკავებულ კომპანიებს უსაფრთხოების, სანდოობის და ხარისხის შეთავაზება მარტივად უნდა შეეძლოთ. ამის ილუსტრაცია „საქართველოს ბანკის“ iPay და მისი გადახდის მრავალფეროვანი სისტემებია: VISA, MasterCard, American Express-ის ბარათებით თუ Plus ქულებით. მათი ვებ-გვერდში ჩაშენება უმარტივესი პროცედურით ხდება (იხილეთ ბმულზე), მომხმარებელი კი ამით ნაცნობ გარემოს და სწრაფ ტრანზაქციას იღებს. საბოლოო ჯამში, API-ი სისტემების დადებითი მხარეები შეგვიძლია 5 მიმართულებად დავყოთ:

1) ხარჯების მინიმიზაცია
2) გაუმჯობესებული პერფორმანსი
3) თანამედროვე ტენდენციების სწრაფი ინტეგრაცია სისტემაში
4) სხვადასხვა პლატფორმასთან თავსებადობა
5) პორტაბელურობა

მისი გამოყენება სხვადასხვა მიმართულებითაა შესაძლებელი : ტრანსპორტირების კონტროლი, ტრანზაქციები, გადასახადის კალკულაცია, კიბერუსაფრთხოება, ავტორიზაცია, მომხმარებლის ქცევის შესწავლა, მარკეტინგის ავტომატიზაცია და ა.შ

დღეს ელექტრონული ვაჭრობის 2 მთავარი გამოწვევა ადამიანების ცხოვრებაზე მორგება და მათი უსაფრთხოებაა, API სისტემა კი ამის უალტერნატივო გზას წარმოადგენს.
 

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რას მოიცავს ნაწილ-ნაწილის B2C-ისთან ინტეგრაცია?

როგორც უკვე იცით, საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ მის მომხმარებლებს გადახდის ახალი მეთოდი – ნაწილ-ნაწილი შესთავაზა. საქართველოს ბანკის…
გაიგე მეტი

დემო დღის შეჯამება: რაზე ისაუბრეს 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებმა

ვინც 500 Georgia-ს პროგრამას თვალს ადევნებდით, ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ აქსელერაციის პროგრამა შემოდგომიდან დაიწყო და მასში 13 სტარტაპი…
გაიგე მეტი

ფინტექ კომპანიების მსგავსება და განსხვავება

თანამედროვე სამყაროში ციფრული სერვისები და პროდუქტები ხშირად და მარტივად იცვლება. შესაბამისად, ბრენდებს მომხმარებლის გონებაში შესაღწევად და იქ დასარჩენად…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.