რას უნდა ველოდოთ DataFest Tbilisi 2022-ზე?

17-19 ნოემბერს თბილისში აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი- DataFest Tbilisi 2022 მეექვსედ გაიმართება. ღონისძიებას Rooms Hotels უმასპინძლებს, თუმცა კი, დაინტერესებულ პირებს ონლაინ ფორმატშიც შეეძლებათ ფესტივალზე დასწრება.

წლევანდელი DataFest-ის შესახებ ღონისძიების თანაორგანიზატორი, ნინო მაჭარაშვილი ვრცლად გვესაუბრა:

– პირველ რიგში, გვიამბეთ, რა თემებზე იქნება აქცენტი DataFest 2022-ზე გაკეთებული?

ღონისძიების თითოეული დღე სხვადასხვა სფეროში მონაცემების გამოყენების შესაძლებლობებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე იქნება ფოკუსირებული და გააერთიანებს შემდეგ თემებს:

• მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
• მონაცემთა ანალიტიკა
• მონაცემთა ვიზუალიზაცია
• მონაცემები ღია მმართველობისთვის
• მონაცემთა ჟურნალისტიკა
• დეზინფორმაცია
• სტარტაპები

ფესტივალზე პარალელურად სამი-ოთხი სივრცე იმუშავებს, მათგან ერთი ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს დაეთმობა, ხოლო დანარჩენი სივრცეები აღნიშნული თემების გარშემო სიღრმისეულ ვორქშოპებს და დატატონებს უმასპინძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი გამოშვება კიდევ უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული მონაწილეებისათვის პრაქტიკული ცოდნის გადაცემაზე.

– რით იქნება განსხვავებული წლევანდელი Datafest-ი წინა ღონისძიებებისგან?

წელს პირველად გვექნება ფესტივალის ტრადიციული, 3-დღიანი ფორმატი ჰიბრიდულ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფესტივალის მონაწილეებს ონლაინ ან ოფლაინ რეჟიმში შეეძლებათ თავიანთვის საინტერესო სესიებს დაესწრონ.

ამასთანავე, წელს საკმაოდ დახუნძლული პროგრამა გვაქვს პრაქტიკული გამოწვევების მოყვარული მონაწილეებისთვის.

გვაქვს DemTech-ის ჰაკათონი, რომელსაც ანდერს ფოგ რასმუსენის დემოკრატიის ალიანსის ფონდთან თანამშრომლობით ვაკეთებთ DataFest Tbilisi-ს ფარგლებში.

ჰაკათონზე მონაწილეებს შეეძლებათ, აარჩიონ ორი თემიდან ერთ-ერთი:

– მოიფიქრონ ინოვაციური ტექნოლოგიური გზები, რომლებიც უკრაინას გამარჯვებასა და აღდგენაში დაეხმარება;
– მოიფიქრონ ინოვაციური ტექნოლოგიური გზები, რომლებიც რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებასა და მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

გამარჯვებული პროექტის ავტორი გაემგზავრება Copenhagen Democracy Summit-ზე სადაც, მოგების შემთხვევაში, ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.

ჰაკათონის შერჩეული მონაწილეები ფესტივალს უფასოდ დაესწრებიან. ამისათვის მათ სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ: https://forms.gle/CqPXJ2TzLosFMQrX7

გარდა ამისა, გვექნება მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსები, ე.წ. დატატონები, სადაც მონაწილეებს ვიზუალური ამბების შექმნა დაევალებათ. აქაც შესაძლებელია ორი თემიდან ერთ-ერთის არჩევა: ქალთა მეწარმეობა და მათი გაძლიერება და ადამიანის უფლებები.

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/voRZ3gjuAwYGAShFA

გამარჯვებულები ფულად პრიზებსაც მიიღებენ.

– გვიამბეთ სპიკერებზეც – ვინ არიან ისინი?

ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები, მათ შორის:

• Neil Richards, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი @ JLL
• Ali Srour, CEO & მთავარი მონაცემთა მეცნიერი, SocialLab
• Rudradeb Mitra, დამფუძნებელი & CEO, Omdena
• Jan Willem Tulp, მონაცემთა დიზაინერი, TULP interactive
• David von Buseck, მმართველი პარტნიორი, Figures
• Sergio Estella, დიზაინის მთავარი ოფიცერი & დამფუძნებელი at Vizzuality
• ირაკლი გოგატიშვილი, მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსი | საქართველოს ბანკი.
• ნიკოლოზ მაზანაშვილი. Galt&Taggart-ის ასოცირებული ბროკერი
და ა.შ.

მეტი ინფორმაცია სპიკერებზე: https://www.datafest.ge/speakers

– როგორი მოლოდინები გაქვთ?

მოლოდინი გვაქვს, რომ DataFest Tbilisi 2022-ზე ვნახავთ ჩვენი ქომიუნითის ძველ წევრებს, მოვისმენთ მათი წარმატებების ისტორიებს და, ასევე, გავიცნობთ ბევრ ახალ ადამიანს, რომელიც ახლა უერთდება მონაცემებზე შეყვარებულ პროფესიონალთა წრეებს.

– როგორ ფიქრობთ, რატომაა მნიშვნელოვანი ამ ღონისძიების ჩატარება საქართველოში?

მონაცემთა გამოყენება და მისი მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. საქართველომ არათუ ფეხი უნდა აუწყოს ამ განვითარებას, არამედ, რეგიონული ჰაბის როლიც კი უნდა შეასრულოს და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში უნდა იქცეს ადგილად, სადაც ინოვაციებზე, ტექნოლოგიებზე და მონაცემებზე შეყვარებული ადამიანები იყრიან თავს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ამყარებენ ახალ საქმიან კავშირებს და ა.შ. DataFest Tbilisi-ს ფილოსოფიაც სწორედ ესაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მოგვიხდა, რომ გლობალურ გამოწვევებთან თანხვედრაში ექსპერიმენტები გვეტარებინა, გვეცადა ონლაინ და ჰიბრიდული ფორმატები. ამ გამოწვევებს, ვფიქრობ, თავი წარმატებით გავართვით. თუმცა ახლა დროა, ფესტივალი განვითარების ჩვეულებრივ ტემპს დაუბრუნდეს და გახდეს ღონისძიება, სადაც ათასობით პროფესიონალი მოიყრის თავს. საქართველოში ამ ფესტივალის ჩატარებაც ამ მიზანს ემსახურება – ერთი მხრივ, განვითარებაში დაეხმაროს ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ხოლო მეორე მხრივ, ახალი კადრების მოზიდვასა და მონაცემებთან დაკავშირებული პროფესიებით დაინტერესებას შეუწყოს ხელი. ეს ყველაფერი კი აუცილებლად უნდა მოიცავდეს საუბრებს და მუშაობას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, პირადი მონაცემების დაცულობა, ეთიკური ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Sigma Software Group-მა ფინანსური აღრიცხვის სერვის Finmap-ში ჩადო ინვესტიცია

შვედურ-უკრაინული IT კომპანია Sigma Software Group აცხადებს, რომ Sigma Software Labs, Inspirium Laboratories-თან ერთად ინვსეტიციას Finmap-ში დებს რა…
გაიგე მეტი

ღია ბანკინგზე დაფუძნებული კორპორატიული საკრედიტო ბარათი

დიდი ბრიტანეთის ფინტექ კომპანიების ვეტერანებმა, რომლებსაც ისეთ სტარტაპებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, როგორებიცაა Funding Circle, Funding Options და 11:FS,…
გაიგე მეტი

ბანკისა და ფინტექის წარმატებული თანამშრომლობა

ტექნოლოგიები ვითარდება და ეს პროცესი, დროსთან ერთად, უფრო ჩქარდება. ამის ფონზე, ბიზნესის ნებისმიერი სფერო საჭიროებს ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობას.…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.