რას საქმიანობენ ფინანსური სუპერაპები?

ფინანსური სუპერ აპლიკაციები მობილური აპლიკაციებია, რომლებიც ფინანსური სერვისების ფართო სპექტრს გვთავაზობენ, მათ შორის: საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და ა.შ

სუპერაპები სწრაფად გახდა მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი მთელ მსოფლიოს მასშტაბით. ეს ყოვლისმომცველი ფინანსური სერვისების პლატფორმები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად მართონ თავიანთი ფული, განახორციელონ გადახდები და მიიღონ სხვა ფინანსური სერვისები ერთ სივრცეში. ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ფინანსური სუპერაპი შეიქმნა, რომელთა შორისაც რამდენიმემ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.

რომელია ეს სუპერაპები?

WeChat Pay

WeChat Pay არის პოპულარული ფინანსური სუპერ აპლიკაცია, რომელიც შემუშავებულია Tencent-ის მიერ, ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის მიერ. აპი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ გადახდები, და განახორციელონ ინვესტიციები მათი მობილური ტელეფონის გამოყენებით. ის ასევე სთავაზობს მომხმარებლებს სხვა სერვისებს, როგორიცაა: მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახადების გადახდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადახდა.

WeChat Pay ასევე იძლევა საშუალებას, მომხმარებლები დაუკავშირდნენ მეგობრებსა და ოჯახს, დაჯავშნონ შეხვედრები და მიიღონ სხვა ისეთ სერვისებზე წვდომა ერთიანად, რომლებიც სხვადასხვა, ყოველდღიურად გამოყენებად აპლიკაციებში გვხვდება.

Revolut

რუსმა ნიკოლაი სტორონსკიმ და უკრაინელმა ვლად იაცენკომ Revolut 2015 წლის 1 ივლისს დააარსეს. სტარტაპი დაარსდა Canary Wharf-ში, ლონდონის ფინანსური ტექნოლოგიების ინკუბატორში.

აპლიკაცია იყენებს პოლიტიკას, რათა დაეხმაროს თავის მომხმარებლებს ფინანსური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, მათ მეტი ძალაუფლების მინიჭებაში და იმაში, რომ შეუფერხებლად დააკავშიროს ხალხი მთელ მსოფლიოში.

Revolut მომხმარებლებს სთავაზობს საბანკო მომსახურებას, მათ შორის GBP და EUR საბანკო ანგარიშებს, სადებეტო ბარათებს, ვალუტის გადაცვლას, საფონდო ვაჭრობას, კრიპტოვალუტის გაცვლას და peer-to-peer გადახდებს. Revolut-ის მობილური აპლიკაცია მხარს უჭერს ბანკომატიდან ფულის განაღდებას 120 ვალუტაში და გადარიცხვებს 29 ვალუტაში პირდაპირ აპიდან.

Alipay

Alipay არის ფინანსური სუპერ აპლიკაცია, რომელიც შემუშავებულია Ant Group-ის – Alibaba Group-ის შვილობილი კომპანიის მიერ.

Alipay არის ალბათ ყველაზე ცნობილი ფინანსური სუპერ აპლიკაცია, მსოფლიოში უდიდესი მობილური (ციფრული) გადახდის პლატფორმა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩინეთსა და აზიის სხვა ნაწილებში. Alibaba Group-ის მიერ შემუშავებული, Alipay მომხმარებლებს სთავაზობს უამრავ სერვისს, მათ შორის ონლაინ და მაღაზიაში გადახდებს, ინვესტირებას და კომუნალური გადასახადების გადახდასაც კი. აპლიკაციით ასევე შესაძლებელია ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, საკრედიტო ქულების მონიტორი და ა.შ

ზემოხსენებული ფინანსური სუპერ აპლიკაციები აჩვენებს, რომ ისინი უკვე არიან მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი მთელ მსოფლიოში; ეს კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ინკლუზიურობას და მომხმარებლებს სთავაზობს მოსახერხებელ გზას მათი ფინანსების სამართავად.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რა პოტენციალი აქვს საქართველოს ფინტექ ეკოსისტემას

2020 წელი რომ გარდამტეხი იყო ელ.კომერციისთვის და ფინტექებისთვის, ამაზე მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა. 2020-2021 წლებში ისეთი პროცესები დაჩქარდა,…
გაიგე მეტი

რჩევები ფინტექ კომპანიებისთვის

რიჩარდ დეივისი, რომელმაც Revolut-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან Allica Bank-ის გენერალურ დირექტორამდე გაიარა საკუთარი კარიერული გზა, გვიზიარებს პირად გამოცდილებასა…
გაიგე მეტი

JPMorgan ლოიალობის ქულებს სავაჭრო აქტივად გარდაქმნის

JPMorgan ფინტექ სტარტაპთან, Affinity Capital Exchange-სთან თანამშრომლობით ფინანსური აქტივების ახალ ერთეულს ქმნის, რომელიც ლოიალობის ქულებით ვაჭრობას ეფუძნება. Affinity…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.