რას ნიშნავს „ჩაშენებული ფინანსები“ და როგორ ეხმარება ის მომხმარებლებს?

ჩაშენებული ფინანსები არასაფინანსო კომპანიების მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული სერვისებია, რომლებიც მათ კომფორტზე მაქსიმალურადაა გათვლილი. მსგავსი სერვისი შეიძლება იყოს: განვადება, სესხი, დაზღვევა, მორგებული გადახდის პროგრამა და ა.შ

დღესდღეობით არსებობს მრავალი სახის ჩაშენებული ფინანსური პროდუქტი და მომსახურება. ისინი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ინდუსტრიისა და გამოყენების შემთხვევის მიხედვით. ყველაზე გავრცელებული ჩაშენებული ფინანსური შეთავაზებები მოიცავს საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და საგადახდო სერვისებს.

იმისთვის, რომ უკეთ შეგექმნათ მათზე წარმოდგენა, მოდით, დეტალურად განვიხილოთ ჩაშენებული ფინანსების ზემოხსენებული მიმართულებები:

  • ჩაშენებული ბანკინგი – ტერმინი „ჩაშენებული ბანკინგი“ ზოგჯერ გამოიყენება, როგორც „ჩაშენებული ფინანსების“ სინონიმი. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველაზე ჩაშენებული ფინანსური გადაწყვეტილებები, როგორიცაა კრედიტი და გადახდები, ჩვეულებრივ შემოთავაზებულია ბანკების მიერ. ჩაშენებული ბანკინგით, არაფინანსური კომპანიები თავის მომხმარებლებს სთავაზობენ საბანკო ანგარიშს თანხების შესანახად და გადახდების განსახორციელებლად. ჩაშენებული ბანკინგი, როგორც წესი, ყველაზე ლოგიკურია გამყიდველებისთვის ან სერვისის პროვაიდერებისთვის, რომლებიც იყენებენ კომპანიის პლატფორმას ბიზნესის განსახორციელებლად
  • ჩაშენებული გადახდები – ჩაშენებული გადახდები არის გადახდის მეთოდის დაკავშირება ღილაკზე დაწკაპუნებით. მაგალითად, Starbucks-ის აპი ინახავს საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ინფორმაციას 1 დაწკაპუნებით გადახდებისთვის, ხოლო მომხმარებლები აგროვებენ ქულებს აპის გამოყენებისთვის. ჩაშენებული გადახდები სცილდება საკრედიტო ბარათებს და ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გადაიხადონ უშუალოდ საბანკო ანგარიშებიდან და დაზოგონ საკომისიოები.
  • ჩაშენებული სესხი – ჩაშენებულ ფინანსებამდე, მომხმარებელს, რომელსაც სჭირდებოდა ფულის სესხება დიდი შესყიდვისთვის, ან უნდა გამოეყენებინა თავისი საკრედიტო ბარათი ან აეღო ტრადიციული სესხი ფინანსური ინსტიტუტისგან (ორივეს მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს). ჩაშენებული ფინანსები საშუალებას აძლევს კომპანიებს, შესთავაზონ უფრო ხელსაყრელი სესხის ვარიანტები გაყიდვის ადგილზე. „იყიდე დღეს, იხდი მოგვიანებით“ შეიძლება იყოს ჩაშენებული ფინანსების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და გავრცელებული ფორმა, რომლითაც ონლაინ მყიდველები სარგებლობენ. მსგავსი შეთავაზებები, როგორც წესი, ითვალისწინებს გადასახდელი თანხის ყოველთვიურად გადანაწილებას წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, მაგალითად როგორიცაა ნაწილ-ნაწილი.
  • ჩაშენებული დაზღვევა – უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ფინტექმა ხელი შეუწყო მის გავრცელებას ციფრულ ბაზრებზე. ჩაშენებული დაზღვევა უფრო კომფორტულია, რადგან მისი მეშვეობით მომხმარებლებს აღარ უწევთ სადაზღვევო კომპანიასთან ან აგენტთან ცალკე კომუნიკაცია.

მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებით ჩაშენებული ფინანსების მიმართულება ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში სულ უფრო და უფრო იზრდება. სწრაფი განვითარების ტემპის შედეგად კი, ჩაშენებული ფინანსები იზიდავს მნიშვნელოვან დაფინანსებას სხვადასხვა ტიპის კაპიტალიდან.

სამომავლოდ, ჩაშენებული ფინანსები ითამაშებს ფუნდამენტურ როლს იმაში, თუ როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები თავიანთ ფინანსებთან. შეიცვლება მომხმარებელთა აღქმებიც – ისინი დაფიქრდებიან, ვის ანდონ თავიანთი საფინანსო გადაწყვეტილებები. შედეგად, მომხმარებლები შეძლებენ, მიიღონ უფრო უწყვეტი და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

როგორ ჩაიარა Startup Grind Tbilisi-ს პანელურმა დისკუსიამ?

17 თებერვალს Startup Grind-მა მორიგი შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ქართული სტარტაპის, Payze-ს თანადამფუძნებელმა, გეგა წურწუმიამ აუდიტორიას თავისი გამოცდილება…
გაიგე მეტი

ციფრული რეალობა და მომავალი

ინტეგრირებული ფინანსები (Embedded Finance) არის ახალი ფინანსური ელემენტი მომხმარებლების საერთო საჭიროებების გადასაჭრელად. ინტეგრირებული ფინანსების იდეა სრულიადაც არ არის…
გაიგე მეტი

CLP Hub – პროგრამული უზრუნველყოფა სადაზღვევო კომპანიებისათვის

კომპანია CLP HUB პირველიქართული სტარტაპია, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს სრულ პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. კომპანია 4 წლის წინ შეიქმნა, თუმცა…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.