რას მოიცავს ნაწილ-ნაწილის B2C-ისთან ინტეგრაცია?

როგორც უკვე იცით, საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ მის მომხმარებლებს გადახდის ახალი მეთოდი – ნაწილ-ნაწილი შესთავაზა. საქართველოს ბანკის B2C.GE-სთან პარტნიორობის ფარგლებში ამ მეთოდით სარგებლობის უპირატესობა პლატფორმის ყველა ონლაინ მაღაზიას მიეცა.

რას გულისხმობს B2C.GE-სა და ნაწილ-ნაწილის ინტეგრაცია და როგორ წაადგებათ ის მომხმარებლებს? ამ თემაზე პლატფორმის დამფუძნებელი ქეთი ვაჩიბერიძე გაგვესაუბრა:

– პირველ რიგში, გვიამბეთ, როგორ და საიდან გაჩნდა B2C.GE-სა და საქართველოს ბანკის პროგრამის „ნაწილ-ნაწილის“ ინტეგრაციის იდეა?

ჩვენ (B2C.GE) საქართველოს ბანკთან პლატფორმის გაშვების დღიდან, უკვე 4 წელზე მეტია, ვთანამშრომლობთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პლატფორმა არის სწორედ ის პარტნიორი საქართველოს ბანკისთვის, რომლის მეშვეობითაც ონლაინ მაღაზიებისთვის საჭირო ყველა ახალი ციფრულის პროდუქტის დალანჩვა და ტესტირება ხდება. ჩვენი მომხმარებლები პირველები იღებენ წვდომას ბანკის ასეთ ახალ პროდუქტებზე (ონლაინ გადახდები/საბარათე გადახდები, ონლაინ განვადებები, სოლო ბარათით გადახდა, ახლა უკვე ნაწილ-ნაწილიც).

რა თქმა უნდა, ნაწილ-ნაწილიც არ არის გამონაკლისი. ჩვენი წარმატებული პარტნიორობის ფარგლებში, როგორც კი ნაწილ-ნაწილ გაეშვა, ის ჩვენი ყველა (500-ზე მეტი) მაღაზიისთვის მომენტალურად ხელმისაწვდომი გახდა.

ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი ელ. კომერციის პლატფორმა საქართველოში და ვმართავთ ყველაზე მეტ მაღაზიას ადგილობრივ ბაზარზე. მეორე მხრივ, საქართველოს ბანკი ჩვენს პლატფორმაზე ერთი ინტეგრაციით ახალი პროდუქტის შეთავაზებას ახდენს 500-ზე მეტი ონლაინ მაღაზიისთვის. ამ შემთხვევაში, ჩვენი და ბანკის მიზანი თანხვედრაშია – რომ მივაწოდოთ მომხმარებლებს მუდმივად გაუმჯობესებული და ახალი სერვისები.

– რას მოიცავს ეს ინტეგრაცია – დეტალურად გვიამბეთ..

ნებისმიერ ონლაინ მაღაზიას, რომელიც შექმნილია B2C.GE-ის პლატფორმაზე, აქვს საშუალება, მარტივად გაიაქტიუროს ნაწილ-ნაწილ გადახდის სერვისი და თავის მყიდველს შესთავაზოს გადახდის ახალი მეთოდი. თუ ონლაინ მაღაზიას უკვე აქვს საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდები გააქტიურებული, მას მხოლოდ ერთი კლიკის მეშვეობით შეუძლია სერვისის ჩართვა. ხოლო თუ მაღაზია ჯერ არ სარგებლობს საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდებით – ეს პროცესიც მარტივია – ის ბანკს უკავშირდება და სერვისის აქტივაციის დასტურის შემდეგ რამდენიმე კლიკით ხდება სერვისის გააქტიურება.

ონლაინ მაღაზიების ვიზიტორებს ყიდვის პროცესში გამოუჩნდებათ გადახდის მეთოდი – ნაწილ-ნაწილი და მარტივად ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით.

– როგორ ფიქრობთ, რაში წაადგებათ მომხმარებლებს მსგავსი ტიპის ინიციატივა?

აღნიშნული სერვისის ძალიან წარმატებული მაგალითები არსებობს საერთაშორისო ბაზარზე და უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრონულ კომერციაში ამ ტიპის გადახდა ერთი-ერთი მოწინავე ხდება. არცაა გასაკვირი, რადგან ერთი მხრივ, ეს მეთოდი უმარტივებს მყიდველს პროდუქტის ყიდვას ხარჯის გადანაწილების გზით, ხოლო, მეორე მხრივ, უზრდის გაყიდვებს ონლაინ მაღაზიებს. ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ონლაინ მაღაზიების გაყიდვებს.

– როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მოიტანს ეს ინტეგრაცია როგორც მომხმარებლებისთვის ისე, B2C-სთვის და საქართველოს ბანკისთვის?

ვფიქრობ, სამივე მხარეს ერთი საერთო მიზანი აერთიანებს, (რომელიც შემდეგ მართალია სამივესთვის სხვადასხვა შედეგში ითარგმნება, მაგრამ) ეს არის ელ. კომერციის წილის ზრდა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია თითოეული მხარის კიდევ უფრო განვითარებასა და ზრდასთან, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია.

– ჩვენს მომხმარებლებს, ონლაინ მაღაზიებს ეს ახალი გადახდის მეთოდი გაუზრდის გაყიდვებს და შესაბამისად შემოსავლებს.
– B2C.GE-ის შემთხვევაში, გაიზრდება ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილების დონე და მათი წარმატება უზრუნველყოფს ჩვენს გრძელვადიან თანამშრომლობას.
– ბანკის შემთხვევაშიც, გაიზრდება მერჩანტების კმაყოფილების დონე და მოიზიდავს ახალ ონალინ მაღაზიებს/მერჩანატებს.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

უფროსი თაობის ადაპტაცია ციფრულ სერვისებთან

Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ უფროს თაობაში ციფრული ფინანსური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ჯგუფს ფეიფალის მიერ შედგენილ ანგარიშში…
გაიგე მეტი

რა არის SWIFT?

ფულის გადარიცხვა ერთი ქვეყნიდან მეორეში დღესდღეობით ძალიან მარტივია. ჩვენ მივდივართ ბანკში და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ვგზავნით თანხას, რომლის…
გაიგე მეტი

ფინტექ კომპანიების მსგავსება და განსხვავება

თანამედროვე სამყაროში ციფრული სერვისები და პროდუქტები ხშირად და მარტივად იცვლება. შესაბამისად, ბრენდებს მომხმარებლის გონებაში შესაღწევად და იქ დასარჩენად…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.