პანდემიის შედეგები საბანკო სფეროში – HSBC ფილიალებს ხურავს

ევროპის ყველაზე მსხვილი, ბრიტანული მრავალეროვნული საინვესტიციო ბანკი და ფინანსური მომსახურების ჰოლდინგი HSBC, 2021 წელს გეგმავს დახუროს 82 ფილიალი დიდ ბრიტანეთში. გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიით, რომელმაც საბანკო საქმის ციფრულ არხებში გადანაცვლების ტენდენცია დააჩქარა.

ფილიალების დახურვა დაიწყება აპრილში და დასრულდება სექტემბრამდე, ხოლო ბანკი პერსონალის შემცირების თავიდან აცილებას მათი სხვადასხვა ფილიალებში გადანაწილებით გეგმავს. დახურვისთვის შერჩეული ფილიალებიდან 81 არის საფოსტო განყოფილებიდან ერთი მილის მანძილზე, სადაც მომხმარებელს შეუძლია ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება. ფილიალების ორი მესამედი კი მდებარეობს HSBC–ის სხვა ფილიალებიდან ხუთი მილის მანძილზე.

ჯეკი უჰი, HSBC ქსელის ხელმძღვანელი ამბობს: “პანდემიამ ხაზი გაუსვა იმ ცვლილებების საჭიროებას, რასაც ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებდით. პანდემია ჩვენ სხვა მიმართულებით არ გვიბიძგებს, ძირითადად, ვაძლიერებთ იმ ფაქტორებს, რომლებზეც აქცენტს ისედაც ვაკეთებდით. ეს არის სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ ფილიალების ქსელი მომავლის შესაფერისი იყოს.”

პანდემიის ზემოქმედების თავიდან აცილებას ბანკი საკმაოდ კარგად ახერხებს. პანდემიის მიღმა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ფილიალების მომხმარებელთა რიცხვი მესამედით შემცირდა, ამბობს HSBC, მომხმარებელთა 90 პროცენტი ბანკში ოპერაციებს დისტანციურად ახორციელებს, სატელეფონო ზარებისა და ინტერნეტ კომუნიკაციის საშუალებით. ხოლო კვირაში 100 000-ზე მეტი მომხმარებელი ურთიერთობს HSBC-თან სოციალურ მედიაში.

წყარო: www.next.on.ge 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ნადღი ფულით ანგარიშსწორების დასასრული

გლობალური პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რამ იცვლება. პანდემია მომხმარებლების ქცევასაც შეეხო, მათ შორის იმას, თუ როგორ ვიხდით ფულს.…
გაიგე მეტი

კერნელი – სიახლე საბუღალტრო და ფინანსურ მომსახურებაში

როგორ გამოითვლება წმინდა მოგება? რა არის ქონების გადასახადი? ინვოისი როგორ გავაკეთო? – ეს კითხვები ალბათ თქვენთვის უცხო არ…
გაიგე მეტი

Api.bog.ge – საქართველოს ბანკის ახალი ციფრული პლატფორმა

Api.bog.ge „საქართველოს ბანკის“ ახალი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს გაციფრულებასა და საბანკო სერვისების დანერგვაში დაეხმარება.ის ამ ეტაპზე არსებულ ყველა “საქართველოს…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.