ორი ქართული ფინტექ კომპანია, Edupay და Payze დამეგობრდნენ

Edupay, რომელიც მშობლებსა და მოსწავლეებს სწავლის გადასახადის დაფარვას უმარტივებს, Payze-ს API ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის დაცულობითა და მოქნილობით გამოირჩევა. მომხმარებელს საშუალება ექნება მხოლოდ პლასტიკური ბარათის დახმარებით დაფაროს ვალდებულება და ეს ყველაფერი რამდენიმე კლიკში გააკეთოს. როგორც Edupay-ს დამფუძნებლები გვიყვებიან, მათი თანამშრომლობა Ycombinator-ისა და 500 Global-ის აქსელერატორის წევრ კომპანიასთან მხოლოდ ახლა იწყება. სტარტაპის მიზანი სამომავლოდ რეგიონის ქვეყნებში საკუთარი სერვისის გატანაა, რაშიც Payze-ს გამოცდილება მათთვის ფასდაუდებელი დახმარება იქნება.

„თავდაპირველად გვსურდა გადახდების ნაწილიც საკუთარ თავზე აგვეღო, თუმცა მივხვდით, რომ ახლიდან ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ იყო და დახმარებისთვის Payze-ს მივმართეთ. აუცილებელია იცოდე შენი ძლიერი მხარეები და სწორედ იქ ეცადო პირველობის მოპოვებას. Edupay-ს პლატფორმაზე მომხმარებელი ყველა ვალდებულებას აერთიანებს და მას ერთი გადარიცხვით ფარავს. სწორედ აქ იყო ჩვენი გამოწვევა, გვსურდა ყველა სასწავლებელს კუთვნილი თანხა მიეღო, ამის ავტომატიზირებაში კი  Payze დაგვეხმარა.” – გვიყვება Edupay-ს თანადამფუძნებელი გიორგი ხაჩიძე.

მისი თქმით, ორი ქართული სტარტაპის თანამშრომლობა მომავალში კიდევ  უფრო გაღრმავდება, სამომავლო მიზნები კი კავკასიისა და აზიის ბაზრებზე შესვლა იქნება.

„მომხმარებელს ძალიან მოსწონს American Express-ით გადახდის საშუალებაც. ხშირად ერთიანად თანხის მოძიება რთულია და საჭირო ხდება ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ამ დროს American Express-ის საკრედიტო ლიმიტი იდეალური საშუალებაა. მსგავსი ტიპის სერვისს ბაზარზე მხოლოდ Edupay უზრუნველყოფს Payze-ს დახმარებით. სტარტაპების ერთმანეთთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ბაზარზე მუდმივად ახალი პროდუქტები და ბიზნეს მოდელები ჩნდება, საბოლოო ჯამში კი ეს ქვეყნისთვის და გლობალური ბაზრისთვის დიდი სარგებლის მომტანია“- გვიყვება გიორგი

არანკლებ პოზიტიურად აფასებს ამ ორი კომპანიის თანამშრომლობას Payze-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ირაკლი კიკორია. მისი თქმით, პროდუქტის ავტომატიზება და მოქნილობა გაცილებით მიმზიდველს გახდის Edupay-ს სერვისს.

„ჩვენი სისტემის მეშვეობით ნებისმიერი მსურველი შეძლებს მხოლოდ პლასტიკური ბარათით შეასრულოს ტრანზაქცია. ცხადია, Edupay-ს თანხის განაწილების სერვისიც შევთავაზეთ, შედეგად გადარიცხვიდან ნაწილი სასწავლებელთან მიდის, ნაწილი კი Edupay-ს რჩება და ეს ყველაფერი ავტომატიზირებული პროცესია. წარსულისგან განსხვავებით თითოეული ტრანზაქციის ხელით დაყოფა საჭირო აღარაა.” – ამბობს ირაკლი

მისი თქმით, რომ არა Payze-ს მომსახურება, ბუღალტერს თვეში ერთხელ, თითოეული ტრანზაქციის გადამოწმება და გადარიცხვა მოუწევდა, რაც უზარმაზარ რესურსს მოითხოვს. ყოველ გადარიცხვას თან ახლავს გარკვეული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გადამხდელის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. მისი მეშვეობით, სასწავლებელს ძალიან მარტივად შეუძლია მონიტორინგის ჩატარება, თუ ვინ გადარიცხა თანხა და კონკრეტულად რომელ გადასახადს ეხება ტრანზაქცია. გარდა ამისა, როდესაც კომპანია Payze-სთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, მას კონკრეტული ადამიანი მიემაგრება, რომელიც საჭიროებებს და თავისებურებებს შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება კონკრეტული პროცესები.

“რაც შეეხება ჩვენი ტექნოლოგიის ინტეგრაციას, ყოველთვის პროცესების მაქსიმალურად გამარტივებას ვცდილობთ. ამჟამად შეგვიძლია ყველა ეტაპი 2 სამუშაო დღეში დავასრულოთ და შედეგად, კომპანიის პლატფორმაზე ჩვენი API სერვისი ავამოქმედოთ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც 2-3 საათშიც კი დაგვისრულებია დანერგვა. ეს დამოკიდებულია კომპანიაზე და მის მოთხოვნებზე. სერვისის უპირატესობა კიდევ ისაა, რომ საკმაოდ ხელმისაწვდომი პროდუქტია, ნებისმიერი ტიპის სტარტაპი შეძლებს მისით სარგებლობას და გადახდების პრობლემის მოგვარებას. Payze-ს შექმნის იდეაც სწორედ მარტივი და ხელმისაწვდომი გადახდების შემუშავება იყო და ვცდილობთ, ჩვენს მისიას ბოლომდე მივყვეთ. Payze-ს API დოკუმენტაცია მაქსიმალურადაა მორგებული დეველოპერებზე და მათ საჭიროებებზე.“ – გვიყვება ირაკლი

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Raisin-მა $114 მლნ ინვესტიცია მოიპოვა

ალბათ ცოტამ იცით, რომ ბერლინში დაფუძნებული ფინტექ კომპანიის – Raisin-ის დამფუძნებელი არის თამაზ გიორგაძე, რომელიც წარმატებით განაგრძობს კომპანიის…
გაიგე მეტი

ქართულმა ფინტექ სტარტაპმა, Optio.AI-მ 650 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა

ფინანსურ ტექნოლოგიებში მომუშავე ქართულმა სტარტაპმა Optio.AI, საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტთან ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შედეგად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს…
გაიგე მეტი

iPay-ს ახალი გადახდის მეთოდი დაემატა

iPay-ს გამოყენებით განვადებასთან ერთად უკვე შესაძლებელია Plus ქულებით გადახდაც, აღნიშნული სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია extra.ge-ზე. iPay მომხარებლებს სთავაზობს …
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.