ნეობანკები და კრიპტოვალუტები − ახალი შესაძლებლობები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

ციფრული ბანკები, ბლოკჩეინ სისტემები, კრიპტოვალუტები, Data Driven მარკეტინგი ისეთი საკითხებია, რომელსაც დღეს არაერთი კრიტიკოსი ჰყავს. თითქოს ნათელია, რომ მათ გარეშე მომავალი წარმოუდგენელია, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უჭირს ამის აღქმა.
როგორ უნდა მოხდეს ეს ტრანსოფმაცია, რა როლი ექნება თითოეულ მათგანს ჩვენს ცხოვრებაში და ა.შ ამ თემებზე აზრის გამოთქმა დარგის სპეციალისტებს ვთხოვეთ, რომლებიც ამავდროულად DataFest-ის სპიკერებიც არიან.  ერთ-ერთი მათგანი ბერდია ქამარაულია, Artisio-სა და Centigen-ის აღმასრულებელი დირექტორი. ის ძირითადად ონლაინ აუქციონებსა და B2B ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე მუშაობს.მისი ხედვა კორპორაციული კულტურის ცვლილების გარშემოა აგებული, რათა ბანკებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე გამოწვევებს და შეძლონ ფინტეკებთან და ნეობანკებთან თანამშრომლობა.

„ვფიქრობ, რომ ნეო ბანკები აუცილებლად გაუწევენ კონკურენციას ტრადიციულ ბანკებს. თუმცა, ციფრული ბანკების ტექნოლოგიური უპირატესობის მიუხედავად, ისინი ყოველთვის დამოკიდებული იქნებიან ტრადიციულ ბანკებზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში ერთ-ერთი წარმოდგენილი იყოს ცალსახად ტექნიკური წევრი, რომელიც აქციონერებთან მიიტანს ინფორმაციას ბანკის ტექნოლოგიური განვითარების აუცილებლობაზე. ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა უნდა იყოს პრიორიტეტი და ამისთვის შესაბამისი კულტურა უნდა არსებობდეს.“  – ამბობს ბერდია.

ციფრული სამყარო წარმოუდგენელია კრიპტოვალუტის გარეშე. უკვე ილონ მასკიც კი ამბობს, რომ მარსის ეკონომიკა სწორედ კრიპტოს გარშემო იქნება აგებული. ფრედერიკო პირესი Utrust-ში მუშაობს, ბლოკჩეინ გადახდების მიმართულებით, რომელიც ციფრულ ვალუტებსა და ელ.კომერციას ემსახურება. ის მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის გამოჩენა ცალსახად დადებითი მოვლენაა და თუნდაც Bitcoin-ით, ისეთ ფინანსურ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ სარგებლის ნახვა, როგორიც ბანკებია.

„ბანკებს შეუძლიათ ძალიან ბევრი ბენეფიტი ნახონ კრიპტოვალუტებიდან. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ბანკი დაუშვებს ბიტკოინს. თუ ბანკი აკონტროლებს ჩემს პერსონალურ დაშვებებს, მათ ასევე შეუძლიათ გააანალიზონ ჩემი გადამხდელუნარიანობა გაცილებით უფრო სწრაფად, მაგალითად რამდენად შევძლებ ბინის შეძენას ან სესხის გადახდას. ბანკს ასევე შეუძლია გამოიყენოს ბიტკოინი ანგარიშსწორებისთვის და საერთაშორისო საბანკო გადარიცხვებისთვის. უფრო სწრაფი და უფრო გამჭვირვალე ტრანზაქციები კი მომხმარებელთა ნდობაზე დადებითად აისახება.“  – ამბობს ფრედერიკო.

პანდემიამ განსაკუთრებით საშუალო ზომის ბიზნესები დააზარალა. მერჩანტებს მომხმარებლების ტრანზაქციაზე ინფორმაცია არ აქვთ, რომელსაც გაანალიზებენ და შესაბამის შეთავაზებას გაუკეთებენ, ციფრულ ბანკებს გადახდების რაოდენობა შეუმცირდათ, მომხმარებელი კი უფრო მეტად ითხოვს მასზე მორგებულ და პერსონიფიცირებულ შეთავაზებას. კომპანია Reworth-მა სწორედ ეს 3 რგოლი დააკავშირა ერთმანეთს, რაც ტექნოლოგიური გადაწყვეტებით მოახერხა. ხოაკინ გონსალესი Reworth-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელია, რომელიც პლატფორმაზე გვიყვება.

„რა არის თითოეული მოთამაშის საჭიროება – ბანკებისთვის, ეს არის დამატებითი კლიენტები და გადახდები. მერჩანტებისთვის ეს არის დამატებითი გაყიდვები რისთვისსაც მზად არიან ქეშბექი გააკეთონ, ხოლო მომხმარებლებისთვის მათთვის მორგებული ღირებული შეთავაზებები. Reworth-ის გადაწყვეტილებით სამივე მხარე იღებს სარგებელს. ჩვენი პლატფორმა არის ერთგვარი ხიდი ფინანსურ ინსტიტუტებსა და მერჩანტებს შორის. მათგან წამოსული მონაცემების აგრეგირებით იქმნება შესაძლებლობა გაანალიზდეს მომხმარებლების საჭიროებები და შემდგომი შეთავაზებების მაქსიმალური პერსონიფიცირებისთვის იქნას გამოყენებული, რასაც კომპანია უკვე აკეთებს“ – ამბობს ხოაკინი.

საბოლოო ჯამში სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ტექნოლოგიური განვითარება მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდის პირდაპირ პროპორციულია. კომპანიები კი, რომლებიც უარს ამბობენ ინოვაციური მიმართულებების დანერგვაზე, პირდაპირ აწერენ ხელს დეფოლტზე, რომლის წინაშეც ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგებიან.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

CityPay – ახალი ქართული ფინტექ სტარტაპი

გადახდის საშუალებები იცვლება და ეს ბუნებრივი პროცესია. ბარტერიდან პირობით სისტემებამდე, მონეტებიდან ქაღალდის ფულამდე, ხოლო ქაღალდიდან ციფრულ ფულამდე, გადახდის…
გაიგე მეტი

კერნელი – სიახლე საბუღალტრო და ფინანსურ მომსახურებაში

როგორ გამოითვლება წმინდა მოგება? რა არის ქონების გადასახადი? ინვოისი როგორ გავაკეთო? – ეს კითხვები ალბათ თქვენთვის უცხო არ…
გაიგე მეტი

Payze 2000-ზე მეტ აპლიკანტს შორის Visa Everywhere Initiative-ის გამარჯვებული გახდა

სტარტაპ ეკოსისტემაში კომპანია Payze სულ რაღაც 2 წელიწადია გამოჩნდა, თუმცა სწორად შერჩეულმა მისიამ, პროდუქტმა და გუნდმა იმდენი მოახერხა,…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.