ნაკლებად ცნობილი ჰოლანდიური სტარტაპი ევროპის ნომერ მესამე ფინტექი გახდა

ამსტერდამში დაფუძნებული საგადასახადო სტარტაპი — Mollie “უნიქორნად” სექტემბერში იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა კაპიტალიზაციამ
1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მისი დაარსებიდან 10 წელზე მეტის გასვლის შემდეგ მოხდა. კომპანია 2004 წელს ადრიან მოლმა დააარსა.

სამშაბათს Mollie-მ გამოაცხადა, რომ მათ მოიზიდეს 800 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია, რამაც კომპანიის ღირებულება 6,5 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაზარდა. ამით ის იქცა ევროპის ნომერ მესამე ფინტექ სტარტაპად, მის წინ კი Checkout.com დგას, რომლის საბაზრო ღირებულებაც 15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Mollie-ს დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ბიზნესი თავიდან მოკლეტექსტური მესიჯების გასაგზავნად შეიქმნა, თუმცა მას შემდეგ, რაც კლიენტებისთვის ინვოისების გადახდის ფუნქციის ჩაშენებაზე დაიწყეს ფიქრი, სტარტაპი მთლიანად საგადასახადო სისტემზე გადაერთო.

“მე გაოცებული ვიყავი იმით, თუ რა ცუდად ჰქონდათ ეს სისტემები შემუშავებული ტრადიციულ ბანკებს”, — განაცხადა შეინ ჰაპაჩმა CNBC-სთან საუბარში. შეინი Mollie-ს აღმასრულებელი დირექტორი ცოტა ხნის წინ გახდა, მისი თქმით კომპანია 2019 წლამდე, მანამ სანამ პირველ გარე დაფინანსებას მოიპოვებდა, ნელა იზრდებოდა. მომდევნო წელს კი Mollie-მ 100 მილიონიანი დაფინანსება TCV-ისგან მიიღო, ეს უკანასკნელი კი ახალბედა ტექ კომპანიებში ხშირად აბანდებს ფულს.

“ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ 100 მილიარდიანი კომპანია”, — განაცხადა შეინ ჰაპაჩმა საგადასახადო სფეროში კონკურენცია გასულ დეკადაში განსაკუთრებით გაიზარდა. გაჩნდა ისეთი ფინტექ სტარტაპები როგორიცააა Stripe, ტვიტერის CEO-ს მიერ დაარსებული Square ან ჰოლანდიაში დაფუძნებული Adyen. ეს კომპანიები ერთმანეთს საგადასახადო სფეროს 2 ტრილიონიან ბაზარზე ეჯიბრებიან.

ამერიკელი და ევროპელი კონკურენტებისგან განსხვავებით, Mollie აცხადებს, რომ მათი ძირითადი სამიზნე აუდიტორია ევროპის მასშტაბით არსებული მცირე კომპანიებია.

გასულ კვირას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მას აქვს სურვილი იხილოს მინიმუმ 10 ევროპული კომპანია, რომლებიც 2030 წლისათვის 100 მილიარდიან კაპიტალიზაციას გადააჭარბებენ. ევროპულმა სტარტაპებმა წელს უკვე შეძლეს 45.9 მილიარდი დოლარის მოზიდვა, რაც 2020 წლის მთლიან შედეგზე მეტია.

Mollie, რომელიც მომგებიან ბიზნესად პოზიციონიერბს, აცხადებს რომ მათ სურთ ახალი დაფინანსება, რათა შეძლონ და ინტერნაციონალურ კომპანიად იქცნენ. სტარტაპს თავისი თანამშრომლების გაზრდაც სურს. Mollie-ში ახლა 480 ადამიანია დასაქმებული, კომპანიის
აღმასრულებელ დირექტორს, შეინ ჰაპაჩს კი ამ რიცხვის 780-მდე გაზრდა უნდა.

ციფრული გადახდების სფერო კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ძალაინ გაიზარდა. მხოლოდ 2020 წელს Mollie-მ 10 მილიარდი ევროს ღირებულების ტრანზაქციები გაატარა, წელს კი ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 20 მილიარდს გასცდება.

Mollie-ს თქმით, მათ ყოველთვიურად 120 000 აქტიური მოვაჭრე ჰყავთ, ხოლო დღიურად 400 ან 500 ახალი ანგარიში მაინც რეგისტრირდება. Mollie-ს კლიენტები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა ბრიტანული საკვების მიწოდების სერვისი Deliveroo და
ფიტნეს აღჭურვილობის ბრენდი Gymshark.

წყარო: CNBC

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

გატერმინალება – ინოვაციური გადახდის სისტემა ბიზნესისთვის

ცოტა ხნის წინ, Visa-მ თავისი ტექნოლოგია — Tap to Phone აამოქმედა, რომელიც Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებს უკონტაქტო,…
გაიგე მეტი

American Express-მა ბიზნესებისთვის საბანკო ანგარიში გახსნა

American Express-მა ჩაუშვა ციფრული გამშვები ანგარიში ბიზნესისთვის და გამოუშვა თავისი პირველი სადებეტო ბარათი, როგორც პაკეტის ნაწილი. ახლა აშშ-ის…
გაიგე მეტი

კიდევ ერთი ფინტექი, რომელიც $50 მილიონად გაიყიდა

ფინტექ კომპანია Brex-მა უნივერსალური, კომერციული პლატფორმებისთვის განკუთვნილი API-ს შემქნელთან, Weav-თან პარტნიორობა გასულ ზაფხულს დაიწყო. მარტში Brex-მა, Weav-ის API-ის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.