მსოფლიოს 3 წარმატებული და მასშტაბური ფინტექ კომპანია

მხოლოდ აშშ-ში, 2021 წლის პირველ კვარტალში ფინტეკების შემოსავალი თითქმის, $13 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 220%-იან მატებას ნიშნავს. რა არის ამის მთავარი მიზეზი? პასუხი მარტივია: მომხმარებლისთვის სწრაფი, მოქნილი და რაც მთავარია, ნაკლებ ბიუროკრატიული სერვისის შეთავაზება. საფინანსო სექტორი კომპლექსური ფუნქციებითაა დატვირთული და ხშირად რამდენიმე მილიონ მომხმარებელთან ურთიერთბისას სწრაფი სერვისის მიწოდება ჭირს.

Open Banking-ის დანერგვამ და გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომის გაზრდამ, ასევე პანდემიის დროს ელ.ვაჭრობის გააქტიურებამ ფინტეკებზე მოთხოვნა აშშ-ში თითქმის გაასამმაგა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მატულობს მსგავსი კომპანიების ღირებულებაც. ბლოგში ვეცდებით 3 ყველაზე წარმატებული და მასშტაბური ფინტეკ კომპანია გაგაცნოთ, რომლებმაც უმსხვილესი კორპორაციების გვერდით დაიმკვიდრეს ადგილი.

1) Stripe – ყველაზე ძვირადღირებული ფინტეკ კომპანიაა აშშ-ში და მეორე ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი მსოფლიოში, ის $95 მილიარდადაა შეფასებული რაც იმაზე მეტია ვიდრე Gazprom, Airbnb, Uber, Daimler, Booking.com, BP, General Motors და სხვა კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია. Stripe ჯერ კიდევ 2011 წელს, პატრიკ და ჯონ კოლისონებმა დააფუძნეს და დღემდე მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის ბიზნესებს ონლაინ გადახდების პროცესების მენეჯმენტში ეხმარებიან. მათი კლიენტების სიას უკვე ისეთი სახელები ამშვენებს, როგორიც Microsoft და Zoom-ია. როგორც თითქმის ყველა ტექ.კომპანიისთვის, Stripe-ისთვისაც 2020 წელი წარმატებული გამოდგა, ამ პერიოდში მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $35-დან $95 მილიარდამდე გაიზარდა. მისი დამფუძნებლები ირლანდიელი ძმები არიან, რომლებმაც MIT (Massachusetts Institute of Technology) და Harvard მიატოვეს და საკუთარი რესურსები მთლიანად სტარტაპის განვითარებას მოახმარეს. დღეს მათი ჯამური ქონება $19 მილიარდს აჭარბებს.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Stripe-ის ქართული ანალოგი Payze-ა, რომელიც 500 Startups-ის აქსელერატორის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და შემოდგომაზე სხვა ფინალისტებთან ერთად სილიკონ ველიზე მიემგზავრება. Stripe-ის მსგავსად Payze-ც ონლაინ გადახდების ოპერაციებითაა დაკავებული.

2) რიგით მეორე ფინტეკი Klarna-ა $31 მილიარდით. შვედური სტარტაპი სებასტიან სიემიატკოვსკიმ, ნიკოლას ადალბერთმა და ვიქტორ იაკობსონმა დააარსეს, რომელთა ჯამური ქონებაც ახლა $2.2 მილიარდს აჭარბებს. ჯერ კიდევ 2005 წელს მათი იდეა თითქმის ყველა ინვესტორმა დაიწუნა და ერთ-ერთ კონკურსში ბოლო ადგილიც კი დაიკავეს. დღეს Klarna „იყიდე ახლა, გადაიხადე შემდეგ“ მოდელით მუშაობს და ისეთ უმსხვილეს რითეილ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორიც IKEA, H&M და Etsy-ა. Forbes-ის მიხედვით, მისი ღირებულება პანდემიის პერიოდში გასამმაგებულია. ჯერ კიდევ 2011 წელს შვედეთში, ელ.ვაჭრობაში დახარჯული თანხის 40% მომხმარებლებმა Klarna-ს დახმარებით დაფარეს. მისი ბიზნეს მოდელი პლატფორმებს ონლაინ გადახდების სხვადასხვა გადაწყვეტებს სთავაზობს. მათი მიზანი მომხმარებლებისთვის მარტივი და უსაფრთხო სისტემის შექმნაა, რომელიც უკვე 15 ქვეყანაში დანერგეს. ორგანიზაცია უკვე 3500 ადამიანს ასაქმებს და ისეთ ბაზრებზეა შესული, როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, დანია, ფინეთი და ა.შ. სწორედ ამიტომ, ის ე.წ „Post-Payment” ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელია.

3) მესამე ყველაზე ძვირადღირებული ფინტეკი სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Kraken-ია, რომლის ღირებულებაც $20 მილიარდია.  Forbes-ის მიხედვით, ის ტრანზაქციების მოცულობით ევროპის ბაზარზე პირველ ადგილს იკავებს, აშშ-ში კი Coinbase-ის შემდეგ, მეორეს. სტარტაპის სამომავლო გეგმებიდან ირკვევა, რომ შემოდგომაზე მისი დამფუძნებლები საბანკო პროდუქტების ჩაშვებასაც აპირებენ, რომლის ლიცენზიაც 2020 წლის სექტემბერში მოიპოვეს.

ეს მაჩვენებლები ნათლად ასახავს იმ პოტენციალს, რაც ფინტეკ მიმართულებას გლობალურ ბაზარზე გააჩნია. Fintech.ge-სთან ინტერვიუში, სილიკონ ველის ერთ-ერთმა ინვესტორმა, მარვინ ლიაომ ქართული სტარტაპების პოტენციალსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებისთვის ბაზარზე უამრავი შესაძლებლობა არსებობს.

„ადრე თუ გვიან მომსახურებაში ჩნდება უამრავი გეპი, რომლის ამოვსებაც ფინტეკ კომპანიებმა უნდა შეძლონ. ეს არამარტო მომხმარებლებისთვის, თავად ბანკებისთვისაც სასარგებლო იქნება, სწორედ ასე მოხდა აშშ-შიც. როდესაც მომხმარებელს B2B ან B2C სეგმენტში პრობლემა აქვს, ეს უამრავ შესაძლებლობასაჩენს სტარტაპერებისთვის. ნებისმიერ დროს, როდესაც პრობლემას ან გამოწვევას შეხვდებით იცოდეთ, რომ ეს სტარტაპებისთვის ახალ შანსს ნიშნავს. დიდი კომპანიები სწრაფად იზრდებიან, თუმცა მათი ყურადღების მიღმა არაერთი საკითხი რჩება, რაც ფინტეკებმა უნდა გამოიყენონ.“ – აღნიშნა მან.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Kaspi – ერთ-ერთი უმსხვილესი ფინტექ კომპანია

ცოტა ხნის წინ საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე მიხეილ ლომთაძე გახდა. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება რეალურ დროში $4.9 მილიარდს შეადგენს.…
გაიგე მეტი

CLP Hub – პროგრამული უზრუნველყოფა სადაზღვევო კომპანიებისათვის

კომპანია CLP HUB პირველიქართული სტარტაპია, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს სრულ პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. კომპანია 4 წლის წინ შეიქმნა, თუმცა…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.