მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი, როგორც ჩვენი მომავლის განუყოფელი ნაწილი

პანდემიამ ციფრული ეკონომიკის როლი ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს დაანახა. რომ არა ვირტუალური სამყარო, ადამიანები ვერც განათლებას მიიღებდნენ და ბიზნესიც შემოსავლის ისედაც შემცირებულ წყაროს მთლიანად დაკარგავდა.
თუმცა, ტექნოლოგიური დარგის სპეციალისტებისთვის დიდი ხანია ნათელი გახდა, რომ ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების გარეშე ჩვენი მომავალი უბრალოდ, წარმოუდგენელია. იმისთვის, რომ ყველაზე თანამედროვე ტენდენციები გამოცდილი ადამიანებისგან მოგვესმინა და წლის მონაგარი შეგვეჯამებინა, DataFest-ის ქართველ სპიკერებს მივაშურეთ.
ეს ღონისძიება, „საქართველოს ბანკის“ სრული მხარდაჭერით ხორციელდება და ერთ სივრცეში თავს უყრის ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხებზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანი ნიკოლოზ მამისაშვილი იყო, რომლის აზრითაც, ინფორმაციის ვიზუალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მონაცემთა მეცნიერება სწორედ მისი საშუალებით ხდება ყველა ინტერესის ადამიანისთვის გასაგები.

„ხშირად გვხვდება არაეფექტური ვიზუალიზაციის მაგალითები. ეს, ჩემი აზრით, იმის შედეგია, რომ ადამიანები უფრო დიდ ყურადღებას ინსტრუმენტებზე ამახვილებენ და ნაკლებად სწავლობენ თეორიას. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა იცოდნენ, როგორი ტიპის ინფორმაციის წარმოსაჩენად გამოიყენება ესა თუ ის გრაფიკი, როგორ გამოიყენონ ვიზუალური ატრიბუტები, როგორებიცაა: ზომა, ფერი, ფორმა და ა.შ. დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, ამ მეთოდის საფუძვლიანად შესწავლა მნიშვნელოვნად და უფრო მეტიც, აუცილებლადაც მიმაჩნია. – ამბობს ნიკოლოზი.

გიგა აფციაური, რომელიც ასევე „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა მეცნიერია, ყურადღებას GAN-ზე (გენერაციული დაპირისპირებული ქსელები) ამახვილებს, რომელიც ახალი მონაცემების შესაქმნელად გამოიყენება. მისი თქმით, ეს სიფრთხილით გამოსაყენებელი იარაღია, რომელიც პოზიტიურ ასპექტებზე კონცენტრირებას საჭიროებს. „GAN-ს შეუძლია შეისწავლოს მომხმარებლის სურვილები და დააგენერიროს უნიკალური შეთავაზებები. ასევე GAN- ხშირად გამოიყენება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატისა და ასისტენტის შექმნისთვის. მისი მეშვეობით თანამშრომლებს შესაძლოა არაცხადი თაღლითობის შემთხვევა მივაწოდოთ და დავტესტოთ, რამდენად ეფექტურად ამოიცნობენ  – გვიყვება გიგა აფციაური.

„ქართული ენა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ძირეული ღირებულებაა, თუმცა ტექნოლოგიური გიგანტებისთვის კომერციულად უმნიშვნელო, რათა ეფექტური ძალისხმევა მოახმარონ. ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია ქართული ენის ტექნოლოგიები თვითონვე განვავითაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა ჩაანაცვლებს.“ – ეს უკვე Data Research Lab-ის ხელმძღვანელი ირაკლი გოგატიშვილია, რომელიც ცდილობს ქართული ბუნებრივი ენისა და მეტყველების ტექნოლოგია შექმნას. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტით გაჯერებული სამყარო წარმოუდგენელია ენის ტექნოლოგიების გარეშე, შესაბამისად ქართული მათ რიცხვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოაკლდეს.

„ენის ტექნოლოგიებით ღირებულების შექმნა შესაძლებელია ყველგან, სადაც საქმე გვაქვს მეტყველებასთან და დიდი მოცულობით ტექსტებთან. ბანკების შემთხვევაში გამოყენების ძირითადი სფეროები მოიცავს მომხმარებელთა მომსახურებას, სამართლებრივ პროცესებს და საინვესტიციო შესაძლებლობათა რეალიზებას.“ – გვიყვება ირაკლი.

საბოლოო ჯამში, ნებისმიერი პროდუქტი თუ სერვისი, რომელიც იქმნება, ერთ მიზანს ემსახურება : გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება. დღეს ტექნოლოგიების დახმარებით, ამის არაერთი საშუალება არსებობს, რომლის უკან დიდი შრომა, კვლევები და ანალიზი ჩანს. 2020 ციფრული ეკონომიკისთვის უკვე იყო გარდამტეხი, რას მოიტანს 2021 ამას უკვე მომდევნო წელს, მათ შორის DataFest-ის კონფერენციაზეც გავიგებთ.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რჩევები ფინტექ კომპანიებისთვის

რიჩარდ დეივისი, რომელმაც Revolut-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან Allica Bank-ის გენერალურ დირექტორამდე გაიარა საკუთარი კარიერული გზა, გვიზიარებს პირად გამოცდილებასა…
გაიგე მეტი

რა მნიშვნელობა აქვს API სისტემებს ელ.ვაჭრობაში და როგორ ხდება მისი ინტეგრაცია

როგორი მომსახურება სურს 21-ე საუკუნის მომხმარებელს? სწრაფი, ხარისხიანი და რაც მთავარია, მასზე მორგებული. ელექტრონულმა ვაჭრობამ ეს სამი ინგრედიენტი…
გაიგე მეტი

JPMorgan ლოიალობის ქულებს სავაჭრო აქტივად გარდაქმნის

JPMorgan ფინტექ სტარტაპთან, Affinity Capital Exchange-სთან თანამშრომლობით ფინანსური აქტივების ახალ ერთეულს ქმნის, რომელიც ლოიალობის ქულებით ვაჭრობას ეფუძნება. Affinity…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.