მასტერქარდი უკონტაქტო შოპინგის ხელშეწყობას იწყებს

რადგან ბიზნესს პანდემიის შედეგად სახეცვლილ გარემოსთან ადაპტირება უწევს, მასტერქარდმა ამ ამოცანის გასამარტივებლად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უკონტაქტო შოპინგის ტექნოლოგია წარმოადგინა.

მასტერქარდი, Accel Robotics-თან თანამშრომლობით, უკონტაქტო შოპინგის უზრუნველსაყოფად კომპიუტერული ხედვისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს იყენებს. ეს სერვისი პლატფორმა Shop Anywhere-ზე იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული პლატფორმა, მიღებული ანალიტიკური მონაცემების გამოყენებით, ხელს უწყობს მომხმარებლის მაღაზიაში ყოფნის დროისა და სხვა ადამიანებთან შეხების წერტილების შემცირებას. კომპანიის დაპირებით, ეს გადაწყვეტა სალაროსთან რიგებს აღკვეთს და გადახდებსაც მეტად უსაფრთხოს გახდის.

ტექნოლოგიას ტესტირების რეჟიმში იყენებს რესტორნების ქსელი Dunkin, სადაც მომხმარებლებს ყავისა და დონატების შეძენა სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე შეუძლიათ.

ამავე დროს, მასტერქარდი, SounHound-თან და Rekor Systems-თან თანამშრომლობით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ე.წ. Drive Through სერვისის შექმნაზე მუშაობს. ჩანაფიქრის მიხედვით, სისტემა ამოიცნობს სატრანსპორტო საშუალებას, მომხმარებლის ხმას და შედეგად, დრაივის წერტილებში შეკვეთებს ადამიანების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი მიიღებს. გარდა ამისა, სისტემას პერსონალიზებული შეთავაზებების გაკეთება შეეძლება, რაც მომხმარებლის შეკვეთების ისტორიას დაეფუძნება.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ღია ბანკინგი — ფინანსური სექტორის მომავალი

ღია საბანკო მომსახურება საბანკო საქმიანობას მთელი მსოფლიოს გარშემო ცვლის. ღია ბანკინგი ფინტექ ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და ის…
გაიგე მეტი

ერთი ბიტკოინის ფასმა $34 000-ს მიაღწია

ბედნიერი ახალი წელი გამოდგა ბიტკოინის მფლობელებისთვის, კვირას ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 34 000 დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters წერს. კრიპტოვალუტამ…
გაიგე მეტი

დემო დღის შეჯამება: რაზე ისაუბრეს 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებმა

ვინც 500 Georgia-ს პროგრამას თვალს ადევნებდით, ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ აქსელერაციის პროგრამა შემოდგომიდან დაიწყო და მასში 13 სტარტაპი…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.