მალე ბრიტანეთში ბიტკოინის გასანაღდებლად 16 000 ახალი ბანკომატი იქნება

ბრიტანეთში კრიპტოვალუტის მფლობელებს ბიტკოინის განაღდება უკვე 16 000 ბანკომატით შეეძლებათ. ეს ყველაფერი აღმოსავლეთ ლონდონში დაფუძნებული კრიპტოვალუტის კომპანია BitcoinPoint-ისა და Cashzone-ს შორის თანამშრომლობის წყალობით მოხდა.

ბიტკოინის მზარდი პოპულარობის მიუხედავად, კრიპტოვალუტის უსაფრთხოდ ყიდვა, გაყიდვა და გამოყენება ფართო მასებისთვის მაინც დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული. BitcoinPoint სწორედ ამ ბარიერების გადალახვას ცდილობს. მათ შექმნეს მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იყიდოთ და გაყიდოთ ბიტკოინი სპეციალურ ქსელში. ასევე, მსგავსი გადარიცხვების გაკეთება, ინტერნეტით ღია ბანკინგის გამოყენებით შეგიძლიათ.

“როდესაც 2018 წლის დასაწყისში მომსახურება დავიწყეთ, უმარტივეს გადარიცხვებზე აქცენტი ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა. მას შემდეგ დრო გავიდა, პროცესი გამარტივდა, მაგრამ კრიპტოვალუტისთვის საჭირო ბანკომატების პრობლემა კვლავ რჩებოდა”, — ამბობს BitcoinPoint–ის აღმასრულებელი დირექტორი — ბენუა მარზუკი.

კომპანია, რომელსაც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული 20 000 ოპერაცია აქვს შესრულებული, მიიჩნევს, რომ Cashzone–თან თანამშრომლობა საბოლოოდ გამოიღებს შედეგს, რაც ბიტკოინს საშუალებას მისცემს არსებულ ვალუტებს კონკურენცია თანაბარ პირობებში გაუწიოს.

ნაღდი ფულის გამოსატანად, ბიტკოინის მფლობელები გადმოწერენ აპლიკაციას, მიუთითებენ გამოსატან თანხას, დაასკანირებენ QR კოდს და მიიღებენ SMS შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება პინ-კოდი, რასაც შემდგომ ბანკომატში შეიყვანენ. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქცია განხორციელდება წამებში. ამისთვის ბანკის მომხმარებლად რეგისტრაცია და პლასტიკური ბარათის ქონა საჭირო არ იქნება.

წყარო: www.next.on.ge 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ნეობანკები და კრიპტოვალუტები − ახალი შესაძლებლობები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

ციფრული ბანკები, ბლოკჩეინ სისტემები, კრიპტოვალუტები, Data Driven მარკეტინგი ისეთი საკითხებია, რომელსაც დღეს არაერთი კრიტიკოსი ჰყავს. თითქოს ნათელია, რომ…
გაიგე მეტი

JPMorgan-მა დიდ ბრიტანეთში ციფრული ბანკი აამოქმედა

აშშ-ის საბანკო სექტორის გიგანტმა, JPMorgan-მა დიდ ბრიტანეთში ციფრულ საცალო ბანკი — Chase გახსნა. ეს JPMorgan-ის პირველი გასვლაა ჩრდილოეთ…
გაიგე მეტი

ფინტექ სტარტაპებმა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად მაღალი ინვესტიციები მოიზიდეს

ფინტექ კომპანიებს 2021 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალი 22,8-მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებები ჰქონდათ. ეს წინა წლის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.