კერნელი – სიახლე საბუღალტრო და ფინანსურ მომსახურებაში

როგორ გამოითვლება წმინდა მოგება? რა არის ქონების გადასახადი? ინვოისი როგორ გავაკეთო? – ეს კითხვები ალბათ თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს. სტარტაპერებს, ინფლუენსერებს, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მათზე პასუხის გაცემა ყოველდღიურად უწევთ, „კომპეტენტურ ნაცნობებს“ კი ამისთვის ხშირად არ სცალიათ, სახელმწიფოს კუთვნილ ვებ-გვერდებზე იმდენი ინფორმაციაა, ღირებულის მოძებნაში დიდი დრო დაიკარგება.

სად არის გამოსავალი? გამოსავალი ბაზრის კვლევისა და გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე ადამიანმა იპოვა და სახელად „კერნელი“ დაარქვა. ვებ-აპლიკაცია უმოკლეს დროში გაძლევთ საშუალებას შექმნათ ინვოისი, გამოითვალოთ დ.ღ.გ, საშემოსავლო, მოგების გადასახადი, ცვეთა და სხვა საჭირო მონაცემები. კომპანიის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, მიშო ზღულაძე გვიყვება, რომ უკვე 1500 დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავთ და უახლოეს მომავალში მათი მიზანი საერთაშორისო ბაზრებზე შესვლა იქნება.

ვისთვისაა „კერნელი“ განკუთვნილი და რა პრინციპით შეარჩიეთ სამიზნე აუდიტორია?

„კერნელი“ მარტივი ფინანსური ხელსაწყოებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც ფრილანსერებსა და მცირე ბიზნესზეა გათვლილი. მისი მეშვეობით მხოლოდ 2 წუთში შეძლებთ ინვოისის შექმნას, აქამდე კი Excel-ში გაცილებით დიდი დრო უნდა დაგეხარჯათ. გარდა ამისა, გვაქვს ფინანსური და საგადასახადო კალკულატორები და თითქმის ყველა გადასახადი გვაქვს მოცული. მომსახურება ჯერჯერობით ყველასთვის უფასო და ხელმისაწვდომია, წვდომისთვის მხოლოდ მარტივი მონაცემების შეყვანა და რეგისტრაციაა საჭირო.

როდის დაინახეთ მისი შექმნის აუცილებლობა? რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა?

პირველ რიგში საკუთარი გამოცდილებიდან. ჩვენ თვითონაც ხშირად გვიჭირდა ფინანსური მენეჯმენტი და შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილებების მიღება. გვსურდა ეს პროცესები გაგვემარტივებინა ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ფინანსები ან ბუღალტერია არ ესმის. გამოვკითხეთ 200-მდე კომპანია და მათი მოთხოვნიდან გამომდინარე შევქმენით პროდუქტი. მომავალში ვაპირებთ Payroll-ისა და CRM-ის დამატებასაც.

რა ტიპის კომპანიად ჩამოყალიბდება მომავალში „კერნელი“?

ჩვენი სურვილია ვიყოთ all-in-one საბუღალტრო და ფინანსური პლატფორმა მცირე ბიზნესებისთვის. დროთა განმავლობაში დავამატებთ ახალ პროდუქტებს და ამაში 500 Startup აქელერატორიც დიდ როლს ითამაშებს.

თქვენი აზრით, არის თუ არა მომხმარებელი მზად ამ პროდუქტის მისაღებად. რამდენად მიეჩვია საზოგადოება ციფრული პროდუქტების ყოველდღიურ მოხმარებას?

ნაწილობრივ, კონსერვატიული საზოგადოება ვართ, თუმცა ჩვენი გამოცდილებით თუ რეალურ პრობლემას გადაჭრი ინოვაციური გზით, მიმღებლობის პრობლემა უბრალოდ, ქრება. ჩვენი მიზანია Excel საერთოდ ამოვიღოთ ბიზნესის ცხოვრებიდან და მათ ალტერნატიული, მარტივად მოხმარებადი, სერვისი შევთავაზოთ.

პლატფორმის პირველი ვერსია 2.5 თვის წინ გაეშვა და 2020 წლის ბოლოს სავარაუდოდ, 5000 დარეგისტრირებული მომხმარებელი ეყოლება. ბექა დალაქიშვილს, მიშო ზღულაძეს და გუსტავ გროთს უკვე მობილიზებული აქვთ 130 000 ლარი ინვესტიციის სახით და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ამბიციაც დღის წესრიგში დგას.

„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ გრანტის გამარჯვების შემდეგ, „კერნელი“ 500 Startup-ის აქსელერატორშიც მოხვდა და მსოფლიო დონის მენტორებთან გაივლის ტრენინგებს პროდუქტის დასახვეწად.  მათი მრავალწლიანი გამოცდილება სტარტაპ ეკოსისტემასა და ფინანსურ სექტორში კარგი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში დაფუძნებლი საბუღალტრო და ფინანსური პლატფორმა ბიზნესის „მარჯვენა ხელი“ გახდეს.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Payze – პირველი ქართული სტარტაპი YCombinator-ში

Payze, რომელიც ფართო აუდიტორიამ 500 Startups-ის პროგრამიდან გაიცნო, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული აქსელერატორის, Y Combinator-ის წევრი…
გაიგე მეტი

ნაკლებად ცნობილი ჰოლანდიური სტარტაპი ევროპის ნომერ მესამე ფინტექი გახდა

ამსტერდამში დაფუძნებული საგადასახადო სტარტაპი — Mollie “უნიქორნად” სექტემბერში იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა კაპიტალიზაციამ 1 მილიარდ დოლარს…
გაიგე მეტი

რა უნდა ვიცოდეთ Messenger-ის ახალი ფუნქციის შესახებ?

მეგობრებთან ერთად სავახშმოდ წასვლას, თუნდაც მოგზაურობას, ან სულაც თანამშრომლისთვის დაბადების დღის საჩუქრის გუნდურად შეძენას ერთობლივი დანახარჯები თან სდევს…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.