იპოთეკური განაცხადის ავტომატიზაცია Google Cloud-ის მიერ

Google Cloud-მა წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც იპოთეკური განაცხადების დამუშავების რთული პროცესის დაჩქარებას ემსახურება. Google Cloud-მა უკვე შექმნა პროდუქტი, სახელწოდებით Document AI, რომელიც სტრუქტურის არმქონე დოკუმენტების წაკითხვისა და გაგებისთვის მანქანური დასწავლის ტექნოლოგიას იყენებს.

ახლა კი კომპანიამ იპოთეკური მომსახურებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ხელსაწყო — Lending DocAI წარმოადგინა. საკრედიტო ორგანიზაციებს, ამჟამად, ხშირად უწევთ თითოეულ იპოთეკურ განაცხადში არსებული დოკუმენტაციის ასობით ფურცლის დამუშავება — პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია. Lending DocAI კი იპოთეკური სესხის მსურველის შემოსავლებისა და აქტივების შესწავლას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს და ამით განაცხადის დამუშავების დროს საგრძნობლად ამცირებს. ახალ ხელსაწყოში წარმოდგენილია დოკუმენტების ტიპის მიხედვით სპეციალიზირებული შემოწმების მოდელები. ამგვარად, საკრედიტო ორგანიზაცია სრულად თავისუფლდება დოკუმენტაციის შემოწმების რუტინისგან.

“ჩვენი მიზანია, შევქმნათ სწორი ხელსაწყოები, რომლებიც დაეხმარება როგორც მსესხებელს, ისე კრედიტორს უფრო სწრაფად დაამუშაოს განაცხადი, რაც საბოლოოდ ყველა მხარისთვის მისაღები პირობებით გაცემული ან/და დახურული სესხით სრულდება”, — აცხადებს Google Cloud-ის მენეჯერი, სუდჰირა ვანგური.

DocAI ამცირებს იპოთეკური სესხის განაცხადის დამუშავების დროსა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც თავისთავად აისახება საკრედიტო პირობებზე. იპოთეკური ფინტექ სტარტაპი Roostify უკვე წარმატებით იყენებს DocAI-ს საკუთარი ციფრული დაკრედიტების პლატფორმაზე.

“იპოთეკური ინდუსტრია ტრადიციული პროცესების მოდელიდან ციფრულ და ავტომატიზებულ მუშაობის მოდელზე გადასვლის ადრეულ ეტაპზეა და მიგვაჩნია, რომ ტრანსფორმაცია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უფრო სწრაფად მოხდება”, — აცხადებს Roostify-ის გენერალური დირექტორი, რაჯეშ ბჰატი.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

AFTERPAY – ახალი თანამედროვე სერვისი ფინანსურ სფეროში

ავსტრალიურმა ბანკმა Westpac ლოკალურ ციფრულ პლატფორმა AfterPay-სთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ჯერ იყიდონ პროდუქტი, შესაბამისი თანხა…
გაიგე მეტი

როგორ გააერთიანებს ღია ბანკინგი ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს

აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები ღია ბანკინგის დანერგვისკენ სწრაფვას არ ჩქარობენ მაშინ, როცა ქვეყნის საბანკო სექტორი ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს…
გაიგე მეტი

UniPAY უკვე ხელმისაწვდომია Wix.com-ზე

ვებ-გვერდების სწრაფად შექმნის პლატფორმა Wix.com-ზე უკვე UniPAY-ს გადახდის სისტემაა ხელმისაწვდომი. ქართულ კომპანიებს უკვე შეუძლიათ ააწყონ ვებ გვერდი Wix.com-ის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.