ინფორმაციული უსაფრთხოება ფინტექ სამყაროში

ტრადიციული ბანკინგი სულ მალე საკუთარ თავს ამოწურავს. ეს კი იმიტომ, რომ დიჯიტალიზაცია თითქმის უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. ბანკები ღრუბელზე გადადიან და მონაცემები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიკვლევთ გზებს, რომლითაც ვითარდება საბანკო ტექნოლოგიები კლიენტების მონაცემების დასაცავად.

ბანკების ქლაუდზე გადასვლა

როგორც ციფრული ტრანსფორმაციის ნაწილი, საბანკო ინსტიტუტების უმეტესობისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ღრუბელზე გადასვლა. გაქრა ადგილზე არსებული ტექნოლოგიური წყობები და დანიშნულებისამებრ შექმნილი სისტემები, რომლებსაც შიდა გუნდები მართავდნენ, რადგან პირველ ადგილზე გადმოვიდა აუთსორსინგი და მონაცემთა შენახვა გახდა უფრო „მკაცრი“.

დიჯიტალიზაცია უკვე აღარ არის ვარიანტი. პირიქით, ეს პროცესი აუცილებელია, თუკი ინსტიტუტს გადარჩენა სურს. ფინანსური სერვისების ორგანიზაციები ვეღარ ხუჭავენ თვალს იმ ფაქტზე, რომ მათი მემკვიდრეობითი ინფრასტრუქტურა უბრალოდ არ შეესაბამება მონაცემთა და უსაფრთხოების რეგულაციებს და, მთლიანობაში, ისინი ამას აცნობიერებენ თავიანთი სისტემების მოდერნიზაციით/ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

მომავალში, სხვა ტექნოლოგიები, როგორიცაა IoT და blockchain ხელს შეუწყობს ბანკების ციფრული შეთავაზებების დასაბუთებას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებას და შემდგომში დაიცავს მათ მონაცემებს.

უსაფრთხოება და ღრუბელზე დაფუძნებული საბანკო ტექნოლოგიები

მიუხედავად იმისა, რომ ბიომეტრია ახალი არ არის, ის წარმოადგენს აუცილებლობას მოსახერხებელი მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციისთვის. თუკი ბიომეტრია სწორად გაკეთდა, შეიძლება ის იყოს უსაფრთხო – ეს კი საშუალებას მისცემს ფინანსურ ინსტიტუტებს, გამოიყენონ ბიომეტრია ფინანსურ ტექნოლოგიაში. სწორედ ამიტომ, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი ბიომეტრიული ტექნოლოგიის დანერგვა უსაფრთხო იყოს.

საბანკო ტექნოლოგიების მომავალი

ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ინდუსტრიაში, რომელიც მუდმივ ცვლილებებს განიცდის, ძნელია იმის თქმა, როგორი იქნება საბანკო საქმიანობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ათწლეულში.

მაგრამ ექსპერტების აზრით, სისწრაფე და მოქნილობა გადამწყვეტი იქნება. აშკარაა, რომ მოთხოვნა ფინანსურ პროდუქტებზე ტრადიციული ეკოსისტემების მიღმა შეიცვალა. კლიენტებს აღარ სურთ ერთ ბანკთან ან ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირება; მათ სურთ წვდომა მიიღონ პროდუქტებსა და სერვისებზე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ეს ვრცელდება უსაფრთხოებაზეც. მათ სურთ, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია იყოს უსაფრთხო და დაცული.

კიბერშეტევები ბანკებზე

საბანკო პრიორიტეტების უახლესი კვლევის მიხედვით, კიბერშეტევები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ ბანკებისთვის 2022 წელს. გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ფინანსური ექსპერტების 24%-მა პრიორიტეტად დაასახელა მონაცემთა ქურდობა, რასაც მოჰყვა გატეხილი მოწყობილობები (21%), სინთეზური იდენტიფიკაციის თაღლითობა (17%) და სერვისზე უარის თქმა (7%). ზოგიერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე ბანკის უსაფრთხოებისთვის ბოლო წლების განმავლობაში მოიცავს გამოსასყიდის შეტევებს, უკონტაქტო გადახდების ზრდას, მავნე მობილური პროგრამების შეტევებს და მსხვილი საბანკო და ფინანსური აპლიკაციების მონაცემების დარღვევასაც კი.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რა მოთხოვნები აქვს ეროვნულ ბანკს ფინტექ კომპანიებისთვის

ფინტეკს 21-ე საუკუნეში მრავალმხრივი განმარტება აქვს. ის შეიძლება იყოს საგადახდო საშუალებების პროვაიდერი კომპანიაც, სესხის გამცემიც და კრიპტოვალუტით ვაჭრობის…
გაიგე მეტი

$52 მილიონის ინვესტიცია გადასახადების გადაუხდელობის რისკის შესამცირებლად

უმუშევრობის ზრდის საგანგაშო ტემპის გამო ჩვენ სულ უფრო მეტ ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანს ვხედავთ. ზუსტად ამიტომ, ახალი სტარტაპი,…
გაიგე მეტი

მასტერქარდი უკონტაქტო შოპინგის ხელშეწყობას იწყებს

რადგან ბიზნესს პანდემიის შედეგად სახეცვლილ გარემოსთან ადაპტირება უწევს, მასტერქარდმა ამ ამოცანის გასამარტივებლად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უკონტაქტო შოპინგის ტექნოლოგია…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.