თბილისი Startup Grind Global-ს უმასპინძლებს

Startup Grind – ის საერთაშორისო კონფერენციას თბილისი უმასპინძლებს.

სან ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას კვალდაკვალ საქართველო ყოველწლიურად სტარტაპ გრაინდის გლობალურ კონფერენციას უმასპინძლებს.

გუგლის კამპუსში, სილიკონ ველიზე, (აშშ, სან-ფრანცისკო) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, Startup Grind- ის დამფუძნებელმა დერეკ ანდერსენმა და Startup Grind – ის წარმომადგენელმა საქართველოში კოლინ დონაჰუმ მოაწერეს. მემორანდუმის
ხელმოწერის ცერემონიალს აშშ – ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ბერიძეც ესწრებოდა.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მლნ ენტრეპრენერს აერთიანებს. ღონისძიების ძირითადი მიზანია მსოფლიო მასშტაბით სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის
განვითარება.

სტარტაპ გრაინდის რეგიონალური ღონისძიების საქართველოში ჩატარებით, ჩვენს ქვეყანას უნიკალური და უპრეცედენტო შესაძლებლობა ეძლევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება რეგიონში ჯერ არ ჩატარებულა და მისი მხარდამჭერი ქ. თბილისის მერია იქნება. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000 – ზე მეტი სტუმარი დაესწრება, Startup Grind Tbilisi უმასპინძლებს მაღალი კლასის სპიკერებსა და საერთაშორისო მონაწილეებს. ღონისძიება ხელს შეუწყობს რეგიონალური სტარტაპების, ინვესტორებისა და სტარტაპ
ეკოსისტემის მთავარი მოთამაშეების საქართველოში ჩამოსვლასა და ოპერირებას.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები და ინიციატივები კიდევ უფრო უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

თამაზ გეორგაძე სტუმრად Startup Grind-ზე

23 მარტს,„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაიმართა Startup Grind Tbilisi, რომლის ფარგლებშიც, კომპანია Raisin-ის დამფუძნებელმა თამაზ გეორგაძემ მონაწილეებს საკუთარი ცხოვრებისადაგამოცდილების…
გაიგე მეტი

საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკის API სერვისები

თუ ქმნი პროგრამულ უზრუნველყოფას ბიზნესისათვის, საქართველოს ბანკი გაძლევთ საშუალებას თქვენი პროდუქტი დააინტეგრიროთ ბანკის API ინტერფეისთან და თქვენს მომხმარებელს…
გაიგე მეტი

COVID-19: სადაზღვევო ინდუსტრიის ტექნოლოგიური მომავალი

არსებულ პირობებში სადაზღვევო კომპანიებს ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ, თუმცა მომავალში ეს, შესაძლოა, შეიცვალოს და ამის ორი — პოზიტიური…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.