თამაზ გეორგაძე სტუმრად Startup Grind-ზე

23 მარტს,„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაიმართა Startup Grind Tbilisi, რომლის ფარგლებშიც, კომპანია Raisin-ის დამფუძნებელმა თამაზ გეორგაძემ მონაწილეებს საკუთარი ცხოვრებისადაგამოცდილების შესახებ უამბო.

Raisin ეს არის დეპოზიტების მარკეტფლეისი, რომელმაც საერთო ჯამში ინვესტორებისგან $178 მლნ-ის მოზიდვა შეძლო.

თამაზ გეორგაძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. იგი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე,ვუნდერკინდი იყო. თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო თამაზმასკოლა 12 წლის ასაკში დაამთავრა. იგი ბავშვობაშიმოჭადრაკის კარიერაზეოცნებობდა, თუმცა სწავლაზე კონცენტრირება არჩია.

შემდგომ თამაზი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი,ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციაში, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ამ პოზიციაზე მუშაობისას მას ჰყავდა პირველი მენტორი – ბატონი გელა ჩარკვიანი. მასთან ურთიერთობას თამაზი იხსენებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას.საჯარო სამსახურში მან მხოლოდ ერთი წელი იმუშავა, შემდეგ კიგერმანიაში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად, სადაცდოქტორის ხარისხი მიიღო.

თამაზ გეორგაძე10 წლის განმავლობაში მუშაობდა McKinsey-ში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში; იყო კონსულტანტი საბანკო ინდუსტრიის სფეროში და 29 წლის ასაკშიკომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პარტნიორიგახდა.
თამაზ გეორგაძისაზრით, საკუთარი სტარტაპის წამოწყებამდე უმჯობესია გამოცდილება მიიღო კარგად ორგანიზებულ და სტრუქტურირებულ სამსახურში, როგორიც, მის შემთხვევაში,McKinsey იყო. ამ კომპანიაში მუშაობამ თამაზს მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილება შესძინა.

სტარტაპის იდეა თამაზ გეორგაძეს პირველად 2008 წელს გაუჩნდა, როდესაც Mckinsey-ში მუშაობდა, თუმცა იდეისგანხორციელება 4 წლის შემდეგ დაიწყო, რადგან მისი პოტენციური პარტნიორი არ იყო დაინტერესებული ფინტექ სფეროთი, ხოლო ინვესტორები იმ დროს ჯერ არ იყვნენ მზად მსგავსი პროექტის დასაფინანსებლად.

4 წლის შემდეგ,ინვესტორთან გასაუბრების შედეგად,დაიწყო პროექტის რეალიზება.
სტარტაპის დამფუძნებლებმა დეტალურად დაგეგმეს ხარჯები და შეადგინეს გეგმა. ფანდრაიზინგის თავდაპირველ ეტაპზე მათ„ანგელოზი ინვესტორებისგან“ ორი მილიონი დოლარი მიიღეს.

Raisin-ის პირველი პარტნიორიIndex Venture-იიყო.ეს არის კანადური ოჯახის მიერ შვეიცარიაში დაფუძნებული ვენჩურული კომპანია, რომელმაცRaisin-ს სხვა სერიოზულ ინვესტორებთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცა.

სტარტაპის თავდაპირველი კონცეფცია გულისხმობდა მომხმარებლებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას. კომპანია გერმანიაში დაარსდა და, პირველ რიგში, მას გერმანელებისთვის უნდა მიეცა ანგარიშის გახსნის საშუალებასაქართველოში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც Raisin-ს პარტნიორი ბანკებიჰყავდა. ამისთვის საჭირო იყო ნებართვამარეგულირებლისგან, რაც გარკვეულ ეტაპზე სერიოზული პრობლემა გახდა. ჩანაფიქრი, რომელიც გლობალურ მასშტაბებს გულისხმობდა, ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპით შემოიფარგლა.ამან Raisin-ისთვისსირთულეებიშექმნა, რადგან ზოგიერთმა ინვესტორმა თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

McKinsey-ში მუშაობის დროს თამაზი „საქართველოს ბანკს“ უწევდა კონსულტაციას. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მის სტარტაპს პრობლემებიშეექმნა, „საქართველოს ბანკმა“ თამაზი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზედაპატიჟა, სადაც მან ელ ბრიჯიგაიცნო. ამ უკანასკნელმაგამოთქვა სურვილი, გამოესყიდა იმ პარტნიორების წილი, რომლებსაც პროექტის დატოვება სურდათ და ახალი ინვესტორებიმოიყვანა.

სტარტაპის გუნდში იყო სამი ძირითადი წევრი, რაც, თამაზის აზრით, ოპტიმალური ვარიანტია. როცა გუნდში ორი ადამიანია, სხვადასხვა საკითხზე შეთანხმება ძალიან რთულია, აქ კი უმრავლესობის პრინციპის გამოყენება შეიძლება.
თამაზ გეორგაძის აზრით, Raisin-ის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდის წევრებს უკვე ჰქონდათ ერთად მუშაობის გამოცდილება და ერთმანეთის კარგად ესმოდათ. სამივე დამფუძნებელი McKinsey-დანმოდიოდა, თუმცა მათ განსხვავებული უნარები და პროფილი ჰქონდათ.

თამაზის საქმიანობა, ძირითადად, ეხებოდა B2B გაყიდვებსა და product development-ს.
ინვესტორებისთვის Raisin-ი ძალიან მიმზიდველი პროექტი იყო, რადგან ბაზარი, რომელზეც სტარტაპი გადიოდა,ძალიან დიდია. კომპანიის მიერ შექმნილი მოდელი უნიკალური და მომგებიანიამომხმარებლისთვის. ბანკის ასარჩევად, ონლაინ აპლიკაციების სათითაოდ შევსების ნაცვლად, მათ ეძლევათ საშუალება, უამრავ ბანკს შორის არჩევანი ერთ ადგილას გააკეთონ.

კომპანიის მომავალ გეგმებზე საუბრისას თამაზი აღნიშნავს, რომმიღწევების მიუხედავადგაჩერება არ შეიძლება.ყოველთვისსაჭიროადიდი ხედვა დამიზანი. Raisin-ისმიზანიგლობალურად, ონლაინ ციფრულ სივრცეში კერძო კაპიტალის მენეჯმენტის იმგვარადშეცვლაა, რომ სფერო კლიენტებისთვის უფრო ხარისხიანი და იაფი გახდეს.
თამაზმა საბანკო სექტორზეც ისაუბრა. მისი აზრით, საბანკო სექტორს ნამდვილად აქვს მომავალი, სტარტაპები კი ბანკებს მოდიფიკაციისა და პროგრესისკენ უბიძგებენ: „როგორც „საქართველოს ბანკის“ ბორდის წევრი, ვფიქრობ, რომ საბანკო სექტორს აქვს მომავალი. ბანკების ბიზნეს მოდელი უნდა შეიცვალოს, სტარტაპები კი ამ პროცესს ხელს უწყობენ“.
სტარტაპების კონკურენცია ბანკებს აიძულებს, დაფიქრდნენ თავიანთ სუსტ წერტილებზე.ყველაზე რთული და სერიოზული გამოწვევამომხმარებლებისა და სერვისის მიმწოდებლის ინტერესების გათანაბრებაა.


თამაზ გეორგაძე თვლის, რომ ევროპის ფინტექ ბაზარზე გასვლა ქართული ბანკებისთვის არც ისე იოლი ამოცანაა.მაგალითად, „საქართველოს ბანკს“ ამისთვის დასჭირდება ევროპის რომელიმე ქვეყნის სრული ლიცენზია ან შვილობილი კომპანია. ქართულ საბანკო სექტორს ძალიან შეუწყობდა ხელს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, რაც თამაზის ოცნებაა და მას ამის იმედი აქვს.

Raisin-შისაქართველოსთან დაკავშირებული ტრადიციები დამკვიდრდა.„ყოველ ჯერზე, როდესაც კომპანია მილიარდს გამოიმუშავებს, ამას ქართულ რესტორანშიაღვნიშნავთ“, – ამბობს თამაზი. კომპანია თბილისში გასვლით, „ოფისის მიღმა მენეჯმენტის“ შეხვედრებს მართავს.

ქართველ ახალგაზრდებს, რომლებსაც სტარტაპ სფეროში ჩართვა სურთ, თამაზ გეორგაძე ურჩევს, მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ გუნდის შეკრების პროცესს. საუკეთესო იდეაც კი განწირულია წარუმატებლობისთვის შესაბამისი გუნდის გარეშე.
მეორე რჩევა გულისხმობს გეგმის წინასწარ გაწერისა და სტრუქტურირებისთვის დიდი ყურადღების დათმობას.

თავისი კომპანიის მთავარ პრობლემად იგი მიიჩნევს იმას, რომ თანამშრომლები დროულად არ აიყვანეს და ამბობს, რომ აუცილებელია გუნდში გამოცდილი კადრების საწყის ეტაპზე ჩართვა.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

9 რჩევა ფინტექ კომპანიებისთვის

როცა ვსაუბრობთ ფინანსურ ტექნოლოგიებზე — აქ ნდობა უმნიშვნელოვანესია. თქვენ ისევე არასდროს გაუზიარებდით საკუთარ ფინანსურ მონაცემებს უცნობ ციფრულ აპლიკაციას,…
გაიგე მეტი

როგორ იქმნებოდა ინტერნეტბანკი ბიზნესისათვის

როგორ იქმნებოდა ინტერნეტბანკი ბიზნესისათვის საქართველოს ბანკმა ინტერნეტბანკის მომსახურების სერვისი განაახლა და მომხმარებელზე მეტად მორგებული გახადა. პროდუქტის შემუშავება მომხმარებელთან…
გაიგე მეტი

ღია ბანკინგი ბიზნესისთვის

ღია ბანკინგის პირველი ეტაპი იურიდიული პირებისთვისაც ამოქმედდა. ბიზნეს ინტერნეტბანკში კომპანიები შეძლებენ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებში გახსნილ ანგარიშებს ერთ აპლიკაციაში…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.