ვირტუალური ფინტექი: როგორ უნდა მოემზადონ ბანკები მეტავერსისთვის?

მეტავერსი დღესდღეობით მოწინავე ტექნოლოგიად არის აღქმული, რომელიც აერთიანებს გაძლიერებულ და ვირტუალურ რეალობას ციფრულად სიმულირებული გარემოს შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, სათამაშო, მედია და გასართობი ინდუსტრია, ასევე ბანკები და ფინტექ კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, გამოიყენონ მეტავერსი.

შესაძლებლობები ფინტექ კომპანიებისა და ბანკებისთვის მეტავერსში

Zion Market Research კვლევამ აჩვენა, რომ მეტავერსის ბაზარი, სავარაუდოდ, 39.5%-ით გაიზრდება და $400.5 მილიარდს მიაღწევს 2028 წლისთვის. ციფრული პლატფორმები და ტექნიკური გიგანტები უკვე ემზადებიან მეტავერსისთვის, რომელსაც 2030 წლისთვის 13 ტრილიონი დოლარის ეკონომიკა ექნება და ხუთი მილიარდი მომხმარებელი ეყოლება (Citi GPS-ის კვლევის მიხედვით). მეტავერსის ციფრული ინფრასტრუქტურა ემზადება ყველაფრისთვის, ელექტრონული კომერციიდან დაწყებული, ბრენდის/საცალო ვაჭრობის პარტნიორობით დამთავრებული.

მთელ ამ ამბავში ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს აქვთ ლიდერობის პოტენციალი, რადგან მსოფლიო ციფრულ ურთიერთქმედებებზე გადავიდა და ციფრული ფინტექ გადაწყვეტილებების მიღება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა პანდემიის პერიოდში. ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება მეტავერსში, სადაც ფინანსური ტრანზაქციების უმეტესობას ფინტექ კომპანიები განახორციელებენ.

ბანკებისთვის კი მეტავერსი იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ელ-კომერციის გამაძლიერებელი პლატფორმები გახდნენ.

მსოფლიოს რამდენიმე მსხვილმა ბანკმა ეს უკვე შეძლო. JP Morgan გახდა პირველი Wall Street ბანკი, რომელმაც გახსნა ვირტუალური დარბაზი დეცენტრალენდში – ეს არის 3D ვირტუალური სამყაროს ბრაუზერზე დაფუძნებული მეტავერს პლატფორმა. სამხრეთ კორეის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, KB Kookmin Bank, ამბობს, რომ ისინი ავითარებენ KB metaverse VR Branch Testbed-ს, რომელიც მის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მიიღონ საბანკო სერვისები მეტავერსში.

ამ მსხვილი მოთამაშეების ნაბიჯები აჩვენებს, რომ ბანკებს და ფინტექ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, უპირობოდ ლიდერობდნენ მეტავერსში.

მეტავერსს მომხმარებლისთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მიცემა შეეძლება

მეტავერსში მოხვედრას რამდენიმე მოკლევადიანი და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს. ბანკებმა და ფინტექ კომპანიებმა შეიძლება გამოიყენონ მეტავერსი მოკლევადიან პერსპექტივაში, იმერსიული გამოცდილების შესაქმნელად ბრენდინგისა და რეკლამისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალი მომხმარებლების მოზიდვას.

შუალედური უპირატესობები მოიცავს ვირტუალური ფილიალების გამოყენებას მომხმარებლებთან უკეთესი ურთიერთობისთვის, ვირტუალური სავაჭრო სართულების გადალახვასა და Gen Z-ის მოზიდვას ინვესტიციების განსახორციელებლად. რაც უფრო მეტი მოთამაშე შევა მეტავერსში, ბანკები და ფინტექ კომპანიები, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეძლებენ პოტენციურ კლიენტებს, შესთავაზონ კრიპტო საფულეების უპირატესობები.

დიფერენციაცია მეტავერსში

მაშ, როგორ უნდა გამოიჩინონ ბანკებმა თავი მეტავერსში? მათ, ვისაც სურთ, მთელ ამ ამბავში გამარჯვებულები იყვნენ, იციან, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფინანსებისა და ტრანზაქციების მენეჯმენტის იმგვარად გარდაქმნას მეტავერსისთვის, როგორიც ის რეალურ ცხოვრებაშია. ასევე, მოწინავე ბანკები ფოკუსირდებიან ინტეგრირებულ ფინანსებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებზე, რის შედეგადაც, ისინი შეძლებენ, მიჰყიდონ თავიანთი პროდუქტი როგორც მომხმარებლებს, ისე – ბიზნესებს.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რა მოთხოვნები აქვს ეროვნულ ბანკს ფინტექ კომპანიებისთვის

ფინტეკს 21-ე საუკუნეში მრავალმხრივი განმარტება აქვს. ის შეიძლება იყოს საგადახდო საშუალებების პროვაიდერი კომპანიაც, სესხის გამცემიც და კრიპტოვალუტით ვაჭრობის…
გაიგე მეტი

უფროსი თაობის ადაპტაცია ციფრულ სერვისებთან

Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ უფროს თაობაში ციფრული ფინანსური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ჯგუფს ფეიფალის მიერ შედგენილ ანგარიშში…
გაიგე მეტი

Ai საბანკო სფეროში — როგორ იყენებენ წამყვანი ბანკები ხელოვნურ ინტელექტს

ხელოვნური ინტელექტი საბანკო სფეროშიც იკიდებს ფეხს. ფინანსური ინსტიტუტები AI-ს დახმარებით სულ უფრო მეტად ახერხებენ, მოძებნონ გამოსავლები სხვადასხვა სიტუაციიდან.…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.