ეროვნული ბანკი ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის და მომხმარებელთა ფინანსური ჩართულობის გაზრდისთვის, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ სექტორში ინოვაციური მოდელების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე აამოქმედა ფინანსური ინოვაციების ოფისი და რეგულირების ლაბორატორია.

„ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს: ინოვაციური ბიზნესს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; დიდი მონაცემების უკეთ გამოყენებას; მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას; ღრუბლოვანი სერვისების ეფექტურ გამოყენებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საბითუმო ბაზარზე საბანკო საქმის როგორც სერვისის მოდელის განვითარებას; ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში. რისკების მიტიგაციის მიზნით ეროვნული ბანკი გამოიყენებს რეგულირების ლაბორატორიის ანალოგიურ სამ ეტაპიან მიდგომას.

ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღებით ან/და ციფრული ბანკის ჩარჩოს განვითარებით დაინტერესებულ პირებს განხილვებისთვის შეუძლიათ მიმართონ ეროვნული ბანკის ფინანსური ინოვაციების ოფისს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

7 ნაბიჯი ბანკის წარმატებული ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის

ეჭვგარეშეა, რომ ძირითადმა საბანკო ოპერაციებმა ფინანსურ სექტორში რევოლუცია მოახდინა, რამაც ბანკებს ფილიალების ქსელში ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლის საშუალება მისცა.…
გაიგე მეტი

არჩილ გაჩეჩილაძე: ტრანზაქციების 93% ელექტრონულია, ფილიალებში ნაკლები ადამიანი მიდის

საქართველოს ბანკის CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ “საქმიანი დილის” ეთერში საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე გარდაქმნის შესახებ ისაუბრა. გაჩეჩილაძის თქმით, დღეისთვის…
გაიგე მეტი

Apple Pay-ით ვებგვერდზე გადახდები

საქართველოს ბანკი აგრძელებს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას და ნერგავს კიდევ ერთ ახალ პროდუქტს – Apple Pay-ით  ვებ გვერდზე გადახდა.…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.