ელექტრონული კომერციის განვითარება საქართველოში

ელექტრონული კომერცია გაყიდვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მომხმარებლებს და ბიზნესებს ვაჭრობისთვის ბევრად უფრო კომფორტულ გარემოს უქმნის. აღსანიშნავია, რომ ელ-კომერციის წილი საქართველოში 2020 წლიდან მკვეთრად, 3,2-ჯერ გაიზარდა, რაც Covid-19-ით გამოწვეული პანდემიით იყო განპირობებული და მან 137,9 მლნ ლარი შეადგინა.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ელ-კომერციის განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ 2020 წლიდან დაიწყო ასე აქტიურად. ჯერ კიდევ 2018 წლიდან 2020 წლამდე ელ-კომერციის ბაზარი აქტიურად იზრდებოდა და ვითარდებოდა და სწორედ ამან გამოიწვია ბაზრის პროცენტული მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდაც (11%-დან 23%-მდე). გარდა ამისა, პანდემიამდე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მრავალი ბრენდი უკვე გადასული იყო დისტანციურ გაყიდვებზე და სწორედ ამიტომ, მათი უმრავლესობა 2020 წელს სრულიად მომზადებული შეხვდა.

რამდენიმეწლიანმა ანალიზმა გამოავლინა, რომ საქართველოში ელექტრონული კომერციის ჭრილში ყველაზე კარგად იყიდებოდა: ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი, ავეჯი, აქსესუარები, საკვები დ ა.შ

წყარო: გალტ & თაგარტი

აღნიშნული პროდუქტების შესაძენად კი ქართველი მოსახლეობა უმეტესწილად ისეთ უცხოურ პლატფორმებს იყენებს, როგორებიცაა: Amazon, Ebay, AliExpress და Taobao. ხოლო ქართული პლატფორმებიდან კი – MyMarket-ს, Extra.ge-ს, Vendoo-სა და be.ge-ს იყენებენ. სწორედ ამ უცხოური და ქართული პლატფორმების გამოყენების თანაფარდობას ასახავს ქვემოთ მოცემული გრაფიკი:

წყარო: სებ, გალტ & თაგარტი

ალბათ არ იქნება გასაკვირი, თუკი ვიტყვით, რომ საქართველოში ელექტრონული კომერცია ბევრად უფრო აქტუალურია ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობაში, ვიდრე – სოფლის მოსახლეობაში, რაც სხვადასხვა ტექნიკური თუ მატერიალური ფაქტორებითაა განპირობებული.

გარდა ამისა, ელ-კომერციით მოსარგებლეთა უმეტესი წილი ახალგაზრდა მოსახლეობაზე მოდის. მაგალითად, თუკი 2020 წელს 15-29 წლის ახალგაზრდებიდან 37.3%-ს ჰქონდა ელ-კომერციით პროდუქტი/მომსახურება შეძენილი, 60+ მოსახლეობაში ეს პროცენტული მაჩვენებელი, სულ რაღაც 6,5-ია.

საინტერესოა, რამდენს ხარჯავენ საშუალოდ ისინი, ვინც ელ-კომერციით სარგებლობს? 2018-2020 წლების ანალიზმა აჩვენა, რომ მათ მიერ დახარჯული თანხა სულ უფრო და უფრო იზრდება. ამას კარგად ასახავს ქვემოთ მოცემული გრაფიკიც:

წყარო: სებ, საქსტატი, გალტ & თაგარტი

მიუხედავად იმისა, რომ ელ-კომერციით საშუალოდ დახარჯული თანხა ერთ ადამიანზე ამ სამი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა, 2020 წლისთვის საქართველოში ელ-კომერცია საცალო ვაჭრობის მხოლოდ 1%-ს შეადგენდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.

წყარო: UNCTAD, Statista, გალტ & თაგარტი

როგორია საქართველოში ელ-კომერციის განვითარების პერსპექტივები?

ელ-კომერციის ბაზრის ყოველწლიური მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ითვლება, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის კომფორტული ონლაინ შოპინგი ხელმისაწვდომი არ არის. ხოლო იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, საჭიროა ონლაინ საცალო ვაჭრობას ჰქონდეს შემდეგი ტიპის მახასიათებლები: პროდუქციისა და ფასების კატალოგები, პროდუქტის დეტალური აღწერა, გადახდის სხვადასხვა მეთოდი, თანხის დაბრუნების შესაძლებლობა, მიტანის თვალის დევნების პარამეტრი და ა.შ

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ელექტრონული კომერციის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს უსაფრთხო და კომფორტული გადახდის შესაძლებლობას, რაც საბანკო სექტორის განვითარების მაღალი დონითაა განპირობებული. 2018-2019 წლისთვის საბანკო მომსახურებით საქართველო 24-ე ადგილზე იყო 190 ქვეყანას შორის. სიტუაციას კიდევ უფრო აუმჯობესებს ფინტექ ინდუსტრიაში არსებული ინოვაციები, რომლებიც კომპანიებსა და მომხმარებლებს ფინანსური ოპერაციების უკეთ მართვაში ეხმარება.

და ბოლოს, ბოლო წლების განმავლობაში ელ-კომერციის მიმართულებით არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, გალტ & თაგარტი ვარაუდობს, რომ 2025 წლისთვის ელექტრონული კომერციის წილი საცალო ვაჭრობაში 4,5%-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, საერთო ჯამში, ადგილობრივი ელ-კომერცია უფრო მეტ წილს დაიკავებს, ვიდრე უცხოური და ის 1,1 მილიარდ ლარს გაუტოლდება.

სტატია მომზადებულია გალტ & თაგარტის 2021 წლის რეპორტის „ელექტრონული კომერცია საქართველოში“ მიხედვით.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ფინტექი შესაძლებლობაა და არა საფრთხე

ვირტუალური ბანკების მხრიდან მზარდი კონკურენციის მიუხედავად, ჰონგ-კონგის ტრადიციული კრედიტორები ფინტექ ეპოქის მომავალს დადებითად აფასებენ. გასულ წელს ჰონგ-კონგის მონეტარულმა…
გაიგე მეტი

რჩევები ფინტექ კომპანიებისთვის

რიჩარდ დეივისი, რომელმაც Revolut-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან Allica Bank-ის გენერალურ დირექტორამდე გაიარა საკუთარი კარიერული გზა, გვიზიარებს პირად გამოცდილებასა…
გაიგე მეტი

FinRise – აქსელერაციის პროგრამა Plaid-ისგან

ფინტექ გიგანტმა, Plaid-მა, თავისი ახალი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ახალი ნაკადის სია დაასახელა. Plaid-ის ახალ აქსელერაციის პროგრამას…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.