გატერმინალება – ინოვაციური გადახდის სისტემა ბიზნესისთვის

ცოტა ხნის წინ, Visa-მ თავისი ტექნოლოგია — Tap to Phone აამოქმედა, რომელიც Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებს უკონტაქტო, ანუ NFC გადახდის საშუალებად, ერთგვარ ტერმინალად აქცევს.

ტექნოლოგიით სარგებლობა ევროპის მასშტაბით უკვე შესაძლებელია, ხოლო ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა თუ ამერიკის მოსახლეობა მას 2021 წლამდე მიიღებს.

მომხმარებლის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ეს ტექნოლოგია ციფრული ეკონომიკაზე სწრაფ წვდომაში დაეხმარება მილიონობით მცირე ბიზნესს. მოგეხსენებათ, COVID-19-ის გავრცელების პირობებში, ციფრულ ანგარიშსწორებაზე იმაზე სწრაფად იზრდება მოთხოვნა, ვიდრე აქამდე. მეტიც, გადახდის ციფრული და მით უფრო, უკონტაქტო მეთოდები საჭიროებადაც კი იქცა.

ამ კუთხით, საქართველოშიც გვაქვს პროდუქტი, სახელად “გატერმინალება”, რომელიც საქართველოს ბანკს ეკუთვნის. ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტა Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონს გადახდის ტერმინალად აქცევს. ეს უკანასკნელი კი მცირე ბიზნესს გადახდის ციფრული მეთოდების დანერგვაში ეხმარება. პროდუქტით სარგებლობისთვის საჭიროა მინიმუმ, Android 5.0 სისტემაზე მომუშავე სმარტფონი, რომელსაც NFC მხარდაჭერა აქვს.ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. საჭიროა მხოლოდ Google Play store-იდან ჩამოტვირთოთ აპლიკაცია სახელით: Terminali.

მსგავსი მიდგომები ეხმარება მცირე ბიზნესს იაფი და მოსახერხებელი ტექნოლოგიური გადაწყვეტების პოვნაში. პანდემიის პირობებში, საკუთარი სმარტფონის გადახდის ტერმინალად გამოყენება არაერთი ბიზნესისთვის სასარგებლო გამოსავალია.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

PayPal-მა აპლიკაცია განაახლა — ნახეთ, რა შეიცვალა

PayPal მობილური აპლიკაციის დიზაინს ცვლის. განახლებულ აპლიკაციას დანაზოგების მხარდაჭერა ექნება. აქვე შეძლებთ სასურსათო ბარათების ნახვასაც. აქამდე PayPal ძირითადად…
გაიგე მეტი

ციფრული საფულეების მომხმარებელთა რიცხვი იზრდება — გაგრძელდება თუ არა მზარდი ტრენდი?

გასული წელი ციფრული საფულეებისთვის ნამდვილად წარმატებული იყო. პანდემიის დაწყებასთან ერთად გაიზარდა ონლაინ ვაჭრობის წილიც და FIS PACE-ის ჩატარებული…
გაიგე მეტი

Sigma Software Group-მა ფინანსური აღრიცხვის სერვის Finmap-ში ჩადო ინვესტიცია

შვედურ-უკრაინული IT კომპანია Sigma Software Group აცხადებს, რომ Sigma Software Labs, Inspirium Laboratories-თან ერთად ინვსეტიციას Finmap-ში დებს რა…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.