განაგე – ფინტექი, რომლის დახმარებითაც თქვენს სადაზღვევო პოლისს განაგებთ

„დაზღვევის დემოკრატიზაცია“ – ეს არის სტარტაპ Ganage-ს სლოგანი, რომელიც მიზნად  საქართველოში უნიკალური გამოცდილების დანერგვას ისახავს. კომპანიის დამფუძნებელი არჩილ გომიაშვილი ფინტექის იდეას შემდეგი მაგალითით გვიხსნის:

„როდესაც მაცივარს ყიდულობთ პირველ რიგში არჩევთ მის ზომას და მახასიათებლებს, მიდიხართ ტექნიკის მაღაზიაში და ბრენდის და ფასის მიხედვით აკეთებთ არჩევანს. თუ საჭიროზე დიდი ზომის მაცივარს შეიძენთ, სახლში ვერ დადგამთ, თუ საჭიროზე პატარას, პროდუქტი არ დაგეტევათ. ასეა სადაზღვევო პოლისის შემთხვევაშიც, აუცილებელია ზუსტად თქვენზე მორგებული პაკეტი შეიძინოთ, რომელიც თანხობრივადაც გაწყობთ და ფუნქციებითაც. ჩვენს პლატფორმაზე, Gana.ge-ზე სწორედ ამის არჩევა შეეძლება მომხმარებელს“ – გვეუბნება არჩილი.

მისი თქმით, მომხმარებელი ვებ-გვერდზე მისთვის სასურველი პირობების შერჩევას შეძლებს, განაცხადის დაფიქსირების შემდეგ კი მისი მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიებს გაეგზავნებათ, რომლებიც შესაბამისი შეთავაზებით დაუბრუნდებიან კლიენტს, ის კი ფასისა და პირობების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. სახელის იდეაც აქედან წამოვიდა, რათა მომხმარებელმა შეძლოს და საკუთარი სურვილის მიხედვით „განაგოს“ სადაზღვევო პოლისი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებები როგორც საცალო, ისე კორპორატიული კლიენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

„გუნდის დამფუძნებლების თითქმის ყველა წევრი სადაზღვევო სფეროში ვმუშაობდით, მივხვდით, რომ გაციფრულებით და ტექნოლოგიების დახვეწით მისი ახალ ეტაპზე გადაყვანა შეგვეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო სექტორი ბოლო 6 წლის განმავლობაში საშუალოდ 14%-ით იზრდება, პენეტრაციის დონე მაინც ძალიან დაბალია. მაგალითად, საქართველოში არსებული ავტომობილების მხოლოდ 9%-მდეა დაზღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“ – ამბობს არჩილი.

Gana.ge მხოლოდ შეთავაზებისთვის არ იქნება განკუთვნილი და ის ინფორმაციის მიწოდების ფუნქციასაც შეითავსებს.

„კონტრაქტის შევსების დროს მომხმარებელს უამრავი გაუგებარი დეტალი თუ ტერმინი ხვდება, ჩვენ საშუალებას მივცემთ თითოეულ მათგანზე 10 წამიანი მოკლე ვიდეო ნახოს, რითიც მის შინაარს უკეთ გაიგებს, თუ ეს არ იქნება დამაკმაყოფილებელი უფრო ვრცელ განმარტებასაც მივაწვდით.“ – გვიყვება არჩილი.

პირველი დიდი მიზანი უკვე მიღწეულია, 11 კაციანმა გუნდმა შეძლო და GITA-ს 100,000 ლარიანი საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა, რაც სტარტაპს სწრაფად განვითარებაში დაეხმარება. პირველ შეკვეთას, სავარაუდოდ ნოემბერში მიიღებენ, მანამდე კი ცდილობენ სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიით ცნობიერება აამაღლონ და მეტ ინფორმირებულობას შეუწყონ ხელი. როგორც არჩილი ამბობს, ბაზარზე არსებული სადაზღვევო კომპანიების თითქმის სრული უმრავლესობა უკვე მათ ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი, რაც არჩევის დროს დიდ კონკურენციას და მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Theneo – API დოკუმენტაციის შემქმნელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

სერვისების გაციფრულებასთან ერთად, სულ უფრო პოპულარული გახდა API სერვისები, რომელიც კომპანიებს საკუთარ პლატფორმაზე სხვადასხვა ფუნქციონალის ჩაშენებაში ეხმარება. მისი…
გაიგე მეტი

Payze 2000-ზე მეტ აპლიკანტს შორის Visa Everywhere Initiative-ის გამარჯვებული გახდა

სტარტაპ ეკოსისტემაში კომპანია Payze სულ რაღაც 2 წელიწადია გამოჩნდა, თუმცა სწორად შერჩეულმა მისიამ, პროდუქტმა და გუნდმა იმდენი მოახერხა,…
გაიგე მეტი

ქართული ფინტექი Payze უზბეკეთის ბაზარზე შედის

ქართული ფინტექი Payze უზბეკეთის ბაზარზე შედის. როგორც მისი თანადამფუძნებელი, გეგა წურწუმია გვიყვება მათი ონლაინ გადახდების სერვისით სარგებლობა უზბეკურ…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.